RSS

რუბიკონი – მამლუკის კაბლუკი

15 Jun

რუბიკა – ვაჰ! აშოტ, სკოკა ლეტ, სკოკა ზიმ, ვონცეს, ჯიგარო–ჯან?

აშოტა – ეეჰ, ვერ ლავეს, რუბიკ–ჯან, ანგელოზივით მამა მამიკვდა.

რუბიკა – ეგ რომელი, ტო, სედრაკა?

აშოტა – იი! მა რომელიღა? ვინმე კიდე მყავდა რო?

რუბიკა – ვაა, მაგხელა შიფანერკივით კაცი იყო საწყალი. ერთ ზახოდზე, მახსომს, ათი პორცია ქაბაბი ცეცხლამდა. განა რამ მოკლა?

აშოტა – ვრაჩ გავარიტ, ჩტო ატ რაკა.

რუბიკა – ჰოო, გატრაკვა კი მართლა უყვარდა, მაგრამ ნეუჟელი მაგისგანაც კვდებიან?

აშოტა – ვაჰ, სპრავკა მაქ, თავისი პეჩატით.

რუბიკა – ვაბშეე, სლავა ბოგუ, რო მამა მოგიკვდა…

აშოტა – იი!?

რუბიკა – ჰო, რა იყო, მა დედა გერჩივნა? აბა ეხლა შენ იცი, დარდს არ შეეჭმეინო, ახპერ. ჩვენ ხო ყველანი მომავალი გარდაცვლილები ვართ.

აშოტა – სპასიბა ზა ნუგეშ, გადამეხადოს. ჯანი გისურვებთ. მაგაზე მთავარი არაფერი ყოფილა.

გურამა – ვინ არი რუბიკა ეგ ცხვირა კაცი?

რუბიკა – ეგ ჩვენი ძმაა, აშოტა, ჩემ დედამთილის მესამე გათხოვილობის დროს მაზლყოფილის შვილი. დაიცა, რა გვარია, აი, ზნამენიტი მარსკოი ხუდოჟნიკი რო იყო… ჰო, აივაზოვი.

ზამზავსკლადად მუშაობს სამალოტნი ზავოდში, რომელსაც ჩვენი მეფის სახელი რქვოდა, რომელიც რო პად ზალოგ ციხიდან გაუშვეს.

გურამა – რას ჩრუტუნობ. რა ზალოგით ციხიდან გაშვებული მეფე.

საავიაციო ქარხანა ერთი გვაქ და დიმიტროვის სახელობის იყო.

რუბიკა – მერე? ზალოგი თავდები არ არი? ეგაც დიმიტრი თავდებებული…

გურამა – აჭრილი ხარ რაცხა. ძაან იმოქმედა შენზე აშოტას მამის ამბავმა.

რუბიკა – მე შენს გამო უფრო ვღელამ. თუ ის ატრაკობით მოკვდა, შენ ხო ვაბშეე უჟე მკვდარი უნდა იყო.

თანაც, ეგ სედრაკა განა მარტო აშოტას მამა იყო, არამედ ჩვენი ვართანას ისა, აი, ქართული კინო როა ნაპალეონზე.

გურამა – მამლუკი?

რუბიკა – პაჩტი, ოღონდ, ვახ, რა მჭირს, ტო… მამლუკი კი არა კაბლუკი, თანაც ქართულად…

გურამა – ქუსლი?

რუბიკა – ხო, ვართანას ქვისლი იყო ეგა. თითონ საწყალი ვართანაც ეგრე ტუფტაზე არ მოკვდა. ეგ ხო იმასა ხმარობდა, აი ჩიხალნი პარაშოკი როა… შემწვარი ქათამივით…

გურამი – ტაბაკი?

რუბიკა – ჰო, ოღონთ, რაღაც ეგეთი სახელი აქს, როგორც აპასნი ტრეუგოლნიკი…

გურამა – ბერმუდი?

რუბიკა – პაჩტი, აი, თანაც ქალაქი როა, სუ რო სროლები და რამე…

გურამა – ბეირუთი?

რუბიკა – კაკრაზ! ბურნუთი. ჰოდა, მაგის ხმარვისგან ცხვირზე დიდი ეგეთი რამე გაეზარდა, როგორც მსხალი რო დიდხანს ბეზპლოდნია…

გურამა – ხეჭეჭური?

რუბიკა – ოო, მეჭეჭი. ჰოდა ეგა თავისი სიდედრის ნახმარი ბრიტვით მოაჭრა და ეგ მოუვიდა, სისხლში რო ფსელივით…

გურამა – სეფსისი?

რუბიკა – ჰო, და ეგრე ჩვენი ვართანა ჩკა.

არა, მოდი სხვა რამეზე ვირაპარაკოთ, თორე გულზე სუ მაჯმაჯუნები შამამაწვა.

.

 

ტეგები: ,

One response to “რუბიკონი – მამლუკის კაბლუკი

  1. სა

    June 21, 2009 at 12:02 pm

    :)))))))) მაგარია:))))))))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: