RSS

რუბიკონი – ორმაგი ღალატი

13 Jun

რუბიკა – გურამ, შენ ისკუშენიაზე სტოიკი ხარ?

გურამა – ის კუ თუ ჩემია, მინდა სტოიკას გავაკეთებ ზედე და მინდა ჩავთუშავ.

რუბიკა – დაიცა, რა, სერიოზნი რამე ვკითხვილობ. შენ იცი, რო გუშინ საღამოს ჩემი ნამუსი ბეწვზე ეკიდა და ეგ ბეწვიც ბეზსოვესტნად გაწყდა.

გურამა – უჰ, არ მითხრა ახლა ქალიშვილობა დავკარგეო.

რუბიკა – იი! რა ხიტრი ხარ, ტო. რა, ბალკონიდან მიყურებდი?

გურამა – არა მარა ვიცი შენი ჩუმჩუმელობის ამბავი. რა მოხდა მაინც, ვინ შეგაცთინა.

რუბიკა – არა, შარო საიდან მოდიხარო, რო იტყვიან, კაკრაზ ეგ იყო.

საღამო ხანია, უჟე აბარგებას ვაპირებ და ვდრუგ ორი სალიდნი დამა აქ მოვიდნენ, შავი სეტკა ჩულქები, დაშხოშიანი დეკოლტე და რამე.

იძახიან – მეგობარო, ჩვენ თქვენთან გულახდილი საუბარი გვსურს.

იი! ჩემთვინა ვფიქრობ – თუ დეკოლტე გულჩახდილია, გულახდილი რაღა იქნება.

მეთქი – ეგ თქვენი სურვილი ცოტა გამკვირვებია, მაგრამ ხარაშო.

ეგენიც – თქვენ მოგწონთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ?

მეთქი – რო არ მამწონდეს, აქ ვიჯდებოდი? აბა ირგვლივ ნახე, რა სურათები მაქს გაკრული. ჰამაც სპორტი, ჰამაც სტალინი, ჰამაც კიდე ეროტიკა და რამე.

ეგენიც – ჩვენ ზოგადად გარემოს ვგულისხმობთ, საზოგადოების ქცევას და ფასეულობებს.

მეთქი – პოლიტიკის ინტერესი თუ მექნებოდა, ამ ქალაქში იმდენი ვინმე პატივი მცემს, რო თუ პარლამენტში ვერა, საკრებულოვში ხო მაინც ვიჯდოდი.

ეგენიც – არა, მეგობარო, ჩვენ პოლიტიკა კი არა, თქვენი სული გვაინტერესებს. – დუხ!

მეთქი – დუხი თუ გინდა, თევზის ბაზარში წადი. კაკრაზ გუშინ წოწ არევიკა მანდ მაგარი პაკისტანსკი დუხები ყიდიოდა.

ეგენიც – პაკისტანსკი კი არა, შენი ლიჩნი დუხი…

იიი! ზნაჩიტ ეგენი მიქელ–გაბრიელოვი პასლანნიკები არიან და უნდათ რო ჩემი თავი საიქიოში წაღონ. ეხლა მაგრა უნდა ვიყო და ცოტა დრო მოვიგო, რო იქნებ გურამა მოვიდეს და მიშველოს.

მეთქი – რა დუხი, რის დუხი. აქედან დროზე შააყოლეთ, რო თქვენი დუხი აღარა ვნახო.

კითხვა ხო კარგა იცით?

ეგენიც – დიახ, ჩვენ კურსები სულ ზაგრამანიცაში გვაქს გათავებული.

რუბიკა – იი! მე არ ვიცი ვინ სად გაათავა. მანდ ბუტკის კარზე ნახე რა სწერია – თუ ზაკაზი არა გაქთ, უსაქმოდ ნუ გაჩერდებით (გურამას გარდა)!

ეგენიც იძახიან – აბა რა უსაქმოდ, მეგობარო. ჩვენ შენი სულისთვის ვზრუნამთ. ჭიაღუას მოწმეები ხო გაგიგია, აი ეგენები ვართ და შენც ჩვენთან ერთად იყავიო.

მეთქი – თქვენისთანა გოგოების ხათრით გინდაც ტარაკანას მოწმე გავხდები, ოღონდ უვერენი ვიყო, რო არაფერი მამივა.

– რა მოგივა, ნააბაროტ! – იძახიან და თავისი სპეციალნი ბრაშურები მძლევენ. შიგა ხატია, როგორ ტიგრები და ბარანები ერთად ბალახი სჭამენ და ეგეთი ულიბკა, როგორც ნიკულინი.

ვააჰ! მგონი გადავრჩი. ეგენი ანგელოჩკები კი არა, სექსტანტები ყოფილან.
სრაზუ უკან ხასიათზე მოველი.

მეთქი – მეც კი ვიცი სიმღერა მეგობრობაზე. ჩემი ძმა გურამა ასწავლა.

ეგენიც – ვაი რა საინტერესოვანია, იქნებ ჩვენთვის ერთი პორცია იმღეროთ.

მეთქი – პაჟალსტა: თუ გინდა სითბო და ნუგეში, მეგობარს ჩახედე უბეში, ოვ დილა, ოვ დილა რანინააა, დილაო ოვ დილა რანუნიიი…

ეგენიც – ვაი! ეგ ჩვენი გიმნი უნდა იყოს. ხომ გვასწავლით.

მეთქი – პაჟალსტა, ოღონდ უბეში აქ ხო არ ჩაგხედამთ, ხალხი დადის, ნეუდობნია.

და ხუდადოვის ტყეში ორივე წავიღე.

მთელი ორი სათი ვამეცადინე, სად სითბო უნდა იპოვნონ და სად კიდე ნუგეში.

აი, ეგრე ერთად ვქენი ლუსიკას და როზას იზმენა. მა ეხლა ეგენი ეშმაკები არ იყვნენ?

როგორც იტყვიან: – სინამ გელიან ნაზი მისები, მინამ გექნება კომპრომისები.

.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: