RSS

შემოდგომისა

08 Jun

 

შხაპუნა, ცეტი და ანაზდი, ფოთლებს, შემოდგომით ნაქარვებს, აქარგავს ათასფერ ანაბზინს, ნაცრისფერ განწყობას აქარვებს. ქურუხა ნოემბრის ჯინაზე ზეციდან ჩამოღვრის აქვარელს, პირველმა წვეთებმა მინაზე ვერცხლის ბილიკები გაკვალეს.

ქალებმა ქოლგები დაანთეს, ტოტებში ნიავი ნავარდობს, ამაღამ რამდენი გაათევს, ეს წვიმა ლექსში რომ ჩაფანტოს.

რითმასთან მარცხდები, რა მალე აცვდება შენს მერანს ნალები, თუ გინდა ცრემლები დამალო, ზეცას შეაგებე თვალები.

ცრის, გრილი ცარგვალი ციმციმებს, ხეები კარგავენ სიმძიმეს,
და ამ დროს, სახლში თუ ჩერდები,
გამოტყდი, ბერდები…

.

 
2 Comments

Posted by on June 8, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , ,

2 responses to “შემოდგომისა

  1. ივანე

    October 14, 2009 at 10:55 am

    როგორ შეიძლება ასეთ შესანიშნავ ლექსს კომენტარი არ ჰქონდეს! საოცარი ლექსია! თემატური განწყობის კონტრასტია ყველაზე შთამბეჭდავი: თავიდან ჩვეულებრივი, ლამაზად ნათქვამი პოეტური პეიზაჟი გგონია და… უცებ გხვდება ბოლო ორი სტრიქონი! ისეთი, რომ შეგაჯანჯღარებს სკამზე😀

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 12:56 pm

    კობა დღეს შენს ნაწერ სტრიქონების ლაბირინთებში ვიარე დაუღლელად სიამოვნებით, სიყვარულით და ღრმა შთაბეჭდილებებით.მივიღე არაჩვეულებრივად დადებითი მუხტი.შეიძლება ყველგან არ დავწერე კომენტი და მხოლოდ “ლიკე”გავაკეთე , უბრალოდ ვერ გადმოგცემ რამდენი სიყვარული და სითბო მოდის შენი ნაწერი სტრიქონებიდან.
    პატივისცემით ციცი

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: