RSS

რუბიკონი – რეკლამა

07 Jun

გურამა – რუბიკ, ამდონი სულელური ლექსის წერას, მოდი რაიმე საქმიანი, კომერციულად ღირებული ლექსები ვწეროთ.

რუბიკა – ეგ კი კაი აზრია, მაგრამ საქმიანი ლექსი, თანაც ქართული, ვის გაუგია, ტო.

გურამა – საქმიანი ნაწილი შენი იყოს, შე კაცო. შენმა პრაქტიკულობამ და ჩემმა პოეტურობამ ერთად კაი შედეგი უნდა მოგვცეს.

რუბიკა – ვერ გავიგე, მაგრამ მსიამოვნებს.

გურამა – რა ვერ გეიგე, შე გლახა. მოდი ასე მევილაპარიკოთ – შენ იპოვნი კაი სარეკლამო თემას და გალექსვა ჩემზე იყოს.

რუბიკა – ხარაშო, აი, ტილივიზორში რო ოთხმოცდაჩვიდმეტ ლარიანი დანების რეკლამი აკეთებენ, მითომ ნახეთ, რა იაფია, ასი კი არა, ოთხმოცდაჩვიდმეტი! მითომ მაგას ვინმე სჭამს?

აი, მანდ უნდა სთქვა, რო ეგეთი ძვირფასი საჩუქარით იქნებ ცოლის გული მოიგო.

გურამა – ამ წუთში ჩემო ბატონო:

თუ ვინმეს გინდებლარიან
ცოლთან არ გქონდეთ კონფლიქტი
ოთხმოცდაჩვიდმეტლარიან
დანის უყიდეთ კომპლექტი.

რუბიკა – ვახ, საღოლ! პოლნი წილში ვარ იცოდე. მონდომება მითხარი, თორე ჭკვიანი კაცი დაჟე შენთან ერთად ფული იშოვნებს.

ერთი პიშჩევოი რეკლამაცა ვცადოთ. რაზმინკისთვინ ჟუვაჩკა ავიღოთ, მითომ ეგ რო ღეჭამ, მაგარი ბიჭი გამოხვალ.

გურამა – თუ გსურს გაბსკვანჯო დევი, დაღეჭე აი კევი!

რუბიკა – ცოტა პრავინციალნია, მარა ნიჩევო, წავა. მაკდონალდისთვინ ხო არ გვეცადა. ჩვენებური მოპატიჟება, იმერული ზრდილობა და რამე.

გურამა – აბა აქეთ შემობრძანდი და იგემე მაკდონალდი, ფული თუ გაქვს, ჩვენთან ხარჯე, არა გაქვს და სხვაგან წადი!

რუბიკა – იი! ბარემ შააგინე. კლიენტი ჯერ არ მოსულა, შენ უჟე გატრაკვა უწყებ. მე ვიცი რატომ ეგრე იძახი. ეგეთი საჭმელები არ გიყვარს.
აბა ეხლა კოფეზე რამე თქვი.

გურამა – თუ არ შესვი შავი ყავა, შენი საქმე შავად წავა!

რუბიკა – ეგ რეკლამა კი არა, წყევლაა…

გურამა – კაი, ბატონო – თუ არ შესვი ყავა შავი, შავი … ხმლით ხარ მოსაკლავი…

რუბიკა – ეგ კიდე მუქარაა, თანაც ეროტიკული. გეტყობა, რო კოფეც არ გიყვარს. მოდი მაშინ კოკა–კოლისა გვითხარი, ნაპრიმერ, პეპსის რითა სჯობიან.

გურამა – კოკა–კოლას მაგიერ თუ დავლიე პეპსია, მთელი ღამე არ მძინავს, წარა–მარა მეფსია.

რუბიკა – იი! ეგ მითომ რეკლამაა? რამე ცოტა უფრო ესტეტიკური არ შაგიძლიან?

გურამა – რა პრობლემაა შე კაცო – თუ გსურთ ბიოგრაფიაში საამაყო ფურცლები, ღვინის ნაცვლად კოკა–კოლით დაიჭყიპეთ მუცლები.

რუბიკა – უკეთესია, მაგრამ მე ვიცი, რო შენ მეტი შაგიძლიან.

გურამა – ვკითხოთ კოკას, ვკითხოთ კოლას – რატომ სვამენ კოკა–კოლას, – ამისი სმა არ ჯობია არყითა და ხაშით ყროლას?

რუბიკა – ოო, ეგ სულ სხვა საქმეა. ხო ხედამ, როგორ გათქმეინე. პოლნი წილში ვარ, იცოდე.

მგონი პიცერიაც კაი ფული მოგვცემს, ოღონდ ეგეთი რეკლამა უნდა უქნა, რო კაცს შიგ გულში გაარტყა, დაამუნათო ელი, რატომ მაგან პიცა არა სჭამა.

გურამა – ვინც არ იცის გემო პიცის, არც სამშობლოს ფასი იცის!

რუბიკა – ვახ ! ცა–ვა–ტა–ნემ, მაგ ჰაზრიან გოგრაში! სუ ჯიგარში გაიარ–გამაიარა და ბეწვებშიც სუ ჟრუანტლობები ქნა.

აბა ეხლა მაბილნი ტელეფონის ეგეთი რეკლამა უთხარი, მითომ რაპარაკის გარდა კიდევ რამეში ვარგა. ერთხელ ფული იხდი და რამდენ რამეზე ხმარობ – კალკულატორი, ბუდილნიკი, სათი და კიდე რამდენი რამე.

გურამა – ამ მინუტში: მობილურ ტელეფონებში ყველაზე კარგი ჩვენია, თუ გინდა – ტელეფონია, თუ გინდა – ვიბროჩლენია.

რუბიკა – ჯაან! შენ ოხერო, აქამდინ სად იყავი, რო წაღე ტვინი ამ უაზრო ლექსებით.

დაიცა, იმ დღეს რას იძახდი?… ჰო – არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა…

თან სახეზე ეგეთი ბლაჟენსტვა გეხატა, მითომ მაგ დროს მაიამი ბიჩზე ზაგარი იღებდი.

მაზოხისტ, ნისჩასტნი…

.

 

ტეგები: ,

One response to “რუბიკონი – რეკლამა

  1. Julius.McLoud

    January 11, 2011 at 3:28 am

    Велики пост. Једва чекам да чита следеће оне:).

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: