RSS

რუბიკონი – მარწყვები და ნერწყვები

06 Jun

გურამა – არიქა, რუბიკ, ვართანა მოდის და მაგისი შტიბლეტები თუ არ არის მზად, ვაი შენს ტყავს. ერთ კაი უფასო კონცერტსაც შევესწრები. მეიცა, ბუტკას მივეფარო.

ვართანი – ბარევ ძეს, რუბიკ, ჩემი შტიბლეტები როგორ არიან?

რუბიკა – კამაც–კამაც, შაგიძლიან აიღო. ს ვას ტრი რუბლია.

ვართანი – იი! რაღა დროს რუბლია, შენ ჩამორჩენილო. დოლარი თქვი, ანადც ლარი, ანდაც კიდე ჯუჯალარი. ჰა–ჰა–ჰა, ეგ რა სმეშნოი რამე გამამივიდა, მიმიქარავს გურამა.

ვა, გურამ, შენც აქა ხარ? ბუტკის უკნიდან რასა შვრები, ხო არ მიაფსი? ჰა–ჰა–ჰა, არა, დღეს მაგარ უდარში ვარ, რასაც არა ვთქომ, სულ იუმორი და რამე.

გურამა – შენი იუმორი რო მესმის, თვალზე სხვილი სომხური ცრემლი მადგება, თან, ლაღიძის წყალივით ორმაგი.

ვართანი – ორმაგი რაზე?

გურამა – ერთი შენი საცოდაობით და მეორე, ქე ხვდები ალბათ რატომ.

ვართანა – სიცილის არა? ჰო, იცინეთ, იცინეთ და თქვენი პრაბლემები მე ვიტირემ. ეხლა რო რუსის ნაშებში გულაობა მოგინდება, ერთი ვნახამ რასა ქნამ. ევროსაიუზი გიშველებს თუ ნატო?

არა, საღოლ თქვენა, რო მილიონობით ანგელოზივით ნატაშა ერთ ნატოში გასცვალეთ.

ეგეთი ვაჭრობა მარტო ქართველი თუ შაუძლიან.

ვიღაც თქვენსნაირი რო თქვა – ცხოვრება ბრძოლაა…

ტოროს დუმპ, რაღა.

მე ნააბაროტ, ვიძახი, რო ცხოვრება ვაჭრობაა. მა აბა სულ ბაევოი რეშენიები რო იღებთ, ჯერ მიგეხედა, მოგეხედა, ასწონამდი, დასწონამდი და მერე ქნამდი.

ეხლა მე ჩემი ნატაშებთან მოსკოვში ვრეკამ და პაეზდკაც დავგეგმამ. ამ ზაფხულზეც იქ ჩავალ და ეგ მარწყვები ჩავყლაპამ, შენ კიდე აქ იჯდები და ნერწყვები ჩაყლაპამ.

მაგაზე უთქვამთ ძველები – არ გინდოდა რძე და ყველი? ეხლა გყამდეს კონდოლეზი.

გურამა – ხო–ხო, წოუღიხარ ოცნებას. მარწყვებს კი არა, იმას ჩაგაყლაპებენ კიდო. ჩემი ლუდა ათი წელი მაინც მე დამელოდება, იცოდე.

ვართანა – იი! ერთი ეგეთი ლუდა მეც ვიცი, ადრე რო სუ ქართველებზე აბოდავებდა. აი, კაკრაზ მაგასა ვრეკამ და ერთი ვნახოთ, სადღა წამივა.

ეხლა ნახე ჩემი კლასი – პადხოდები, ატხოდები, ზახოდები, აბხოდები და ეგეთი მანევრი რამეები…

ალო! ეტა ლუდა? ზდრასტი, ეტა ია, ტვოი ვართანჩიკ…

შტოო!? პაჩემუ პრედატელ? პრიჩომ ია? კაკ ეტა ადინ ხრენ?

მი ს გრუზინამი ნიკაკიე ნი როდსტვინიკი, პროსტა სასედი!

ეტა გრუზინი სპეციალნა პრიდუმი–ვაი–ვაიუტ, ჩტობი ნას სკამპრა–მენტი–ზირო–ვატ… ვობშემ, ეტა ბალშოი ზაბლუჟდევანია!

შტო ვი, ნააბაროტ! ანი პრავდა იზმენნიკი, ა ია ვაბშეე ნე იზმინივალსა, კლინუს ზდაროვიემ!

ეტა… სტოი! ნე ვეშაი ტრუბკუ, ლისირ ცავატანემ! ცავა… ცავაა… ახ, ჩათლახ…

გურამა – ნატაშების სიყვარულში ცას შეასკდა ვართანიო, თუმცა უკან, ავლაბარში მოადინა ზღართანიო…

.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: