RSS

ტაში ბიჭო, გიორგუნა

02 Jun

 
ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.

მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.

მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის.
ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.

გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…

ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,

რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.

ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.

მიდი, ბიჭო, გიორგუნა…

 
4 Comments

Posted by on June 2, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , ,

4 responses to “ტაში ბიჭო, გიორგუნა

  1. სა

    June 2, 2009 at 4:23 pm

    🙂

     
  2. მაკო

    March 8, 2010 at 3:37 am

    სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სტრიქონები…არაჩვეულებრივია,ლამაზია,ძალიამ მომწოოონს

     
  3. liako

    March 13, 2011 at 2:07 pm

    მიდი, ბიჭო, გიორგუნა…

    ძალიან მიყვარს ეს ლექსი……..

     
  4. ლეილა ჯინორია

    November 8, 2011 at 4:55 am

    ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.ძალიან მომწონს,მადლობა ავტორს, გიორგუნას გულიანად დალოცვისათვის,ამინ! :)))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: