RSS

რუბიკონი – ომარა თუ რობა?

02 Jun

გურამა – რუბიკ, რობაიები თუ გიყვარს, მაგალითად?

რუბიკა – რაზე არ მიყვარს, ძალიანაც მიყვარს. მით უფრო, რო ეგ ჟანრი ჩვენი უბნის მგოსანი, რობა კონდახსაზოვი მოაგონა.

გურამა – აბა ხაიამი ვინღაა?

რუბიკა – მე რა ვიცი, შენ თითონ იძახი და მერე მეზე მკითხებ.

გურამა – ომარ ხაიამი მაგ რობაიებით არის განთქმული სწორედ.

რუბიკა – მე არ ვიცი, ძმაო. ხაიამი თუ უნდა, ხაიამები სწეროს, რობა კიდე რობაიები. ეგრე უფრო სპრავედლივი არ არის?

თანაც, რობას რობაიები შიგ ჯიგარში არტყამს. აბა უსმინე:

***
ჩინოვნიკო, რატომ შენ შეგვაწერე ხარკები,
სხვისი ნაოფლარები, არამად შესარგები,
კაცად დაიკარგები, როცა მიგასხნიან და
ნაჩალნიკის სკამიდან როცა აიბარგები.

***
რატომ ყველა მთავრობა ერთნაირად წუწკები?
ჟადნი და გაუძღები ვებერთელა მუცლები,
ნაირ–ნაირ უწყების წილებს რო გავისტუმრებ,
ჩემი ნაოფლარისგან აღარ მრჩება ცურცლები.

***
მოხელენი ზემდგომებს რომ უკმევენ გუნდრუკებს,
ზოგი მართლა იჯერებს და სიამით ცუნდრუკებს,
ღვინოს, ქალებს, დუდუკებს თუკი მიეძალებით,
ისევ რევოლუციით გაგრეკამენ მუტრუკებს.

***
ვარდის ხელისუფლებამ ხალხი გაასავათა,
ბევრი იბუქსავა და ცოტაც – იფუქსავატა,
რეიტინგი დავარდა, თუმცა ოპოზიციაც
მარტო ენის ფხანობით არის მგონი ავადა.

***
ქართველებს დასცინიან, ღვინის სმა რომ იციან,
იმას კი არ ფიქრობენ, ამას რადა შვრებიან,
კიდევ კარგი თვრებიან, სლავა ბოგუ, ძმაოჯან,
თორემ უსაქმურობით ვაბშე გაგიჟდებიან.

***
ჯეელობის ჰასაკში გაიხარეთ გულები,
გულაობა, ქეიფი, ჰამაც სიყვარულები,
თან აგროვეთ ფულები იმ შავ დღისთვინ, როცა რო
სიქაჩლით შაგეცვლებათ თმების კარაკულები.

***
ტერმომეტრის სტოლბიკი თუ ორმოცზე ავარდა,
ნურვინ ფიქრობს, რო ეს დღე გამითენდა შავადა,
ავადა ვარ, ავადა, ჩემი უბნის ექიმო
როზა ავაქიანო, მოდი სანახავადა.

***
ხაიამი გვასწავლებს – არ მოსცდეო წამითა,
სინამ თიხად იქცევი, სვიო თიხის ჯამითა,
მე კი ვამბობ – არ მინდა, მოკლე წუთისოფელი
უფრო რად დავამოკლო ალკაგოლნი შხამითა?

 

ტეგები: ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: