RSS

რუბიკონი – მიზეზ–მიზეზ

02 Jun

რუბიკა – არა, გურამ–ჯან, მე გეუბნები, რო ხალხს რაღაცა სჭირს, ნი ტო ეგ არის ციყვი…

გურამა – რა ციყვი, თხილის ბიზნესს ვაწვებით?

რუბიკა – არა, აი იოდი რო არა ჰყოფნით და მაგიტომ ნერვნი. ნი ტო კიდე ეგ არის უსაქმობისგან გიჟობა.
აბა უყურე, რამდენი უმუშავარი, ლამის საქართველოს მთელი მოსაყ… კაროჩე, ნასელენიე. მიიხედ–მაიხედე, ვაკრუგ რა სისაწყ… საწყლობაა. ვაა, ეს რა აპასნი სიტყვები გამოვიდა.

გურამა – კაი ახლა, ეგ რაღა მეიგონე. კაცი საქმემ შეიძლება გადარიოს, თვარა შენ ნებაზე თუ ხარ მიშვებული, რამე ჯობია მაგას?

რუბიკა – ეეე, მე რო ერთი კვირა კლიენტი არ მამივიდეს, ხო გავგიჟდი. შენ კიდე ეგრე მაგას შაეჩვიე, რო ვეღარცა ხვდები, მაგრამ, შენ რო აზრზე არა ხარ, ნერვები ხო მაინც ფუჭდება.

მაგას ნაუკის ენაზე საზნატელნი და პადსაზნატელნი რქვია, შეგნობილი და ქვეშეგნობილი, რაღა.

აი, შენი ძმაკაცი შალიკოც ხო მითომ ეგეთი ხალისიანი ვინმეა.

გახსომს, ერთხელ რო შენ და ეგა ჩემზე მიყურებდით, როგორ მე ვართანას ბათინკი ვაპაჩინკებ და მაგაზე გიჟებსავით მთელი ერთი სათი იცინოდით?

ხოდა ეხლა ეგეთ დღეშია, რო უჟე ჩემი ყურვაც არ უნდა, პროსტა ეგრე იცინის.

მე კიდე მაგისი შიში მაქ, კიდე აქ არ მოვიდეს და არა მნახოს, როგორ საქოს ბასანოჟკის ნაბოიკა ვაკეთებ, თორე ისტერიკში მოკვდება და მერე ქართველ სუდიას მე როგორ გავაგებნებინებ, რო ვაბშეე ვინავატი არა ვარ.

დღეს შალიკოს ცოლი ვნახე, ლუდა. საწყალი ქალი ეგეთ ფინთ ხასიათზე იყო, თითქოს მაჟორიტარნი არჩევნებში წაგო.

მეთქი – ლუდა–ჯან, შალიკო ხო კარგა არი?

ეგაც – ჩტო, ვი, უ ნეგო სტრაშნი ნივროზ…

მეთქი – ნივროზი ექნება, მა რა მოუვიდოდა, აბა ყოველ დილით ხაში ვის გაუგია.

ადრე იძახდი, მითომ იმპერია ხელი გიშლიდა, თორე ამას ზამდი, იმას ზამდი.

ეხლა იძახი, რო კიდე თავი არ განებებს.

შენ თუ საქმის კეთვა არ გინდა, ამ ქვეყანაზე პრიჩინას რა გათავებს.

ხან იტყვი, რო მაგნიტური დღეებია,
მერე იტყვი, რო მეჟდუნაროდნი ნაპრიჟონნოსტია,
მერე იტყვი, რო სიდედრი ნერვები მოგიშალა,
მერე იტყვი, რო დღეს კაი საქეიფო ამინდია,
მერე იტყვი, რო პახმელიაზე საქმის დაწყობა ვის გაუგია…

როგორც მბობენ – მიზეზ–მიზეზ დოშმარილი კლიაო. ისე, ეგაც სომხის ნათქვამი იქნება. მითომ ქართველი რატო ეგ იტყოდა.

არა, ის პეტუხი ხო გახსომს, სიმღერით როგორ სოფლის აშენვა უნდოდა.
მაგ სკაზკაში პეტუხი ქართველია.

აი მელა კიდე ვინც არი, არ ვიტყვი, თორე დანარჩენები ეწყინებათ.

ვაბშეე–ტა, ხოჩიშ ია ტებე ადინ უმნი ვეშჩ სკაჟუ, ტოლკა ტი ნი აბიჟაისა.

რამე ჰქენი, დრო მოსულა იმოქმედო გატოკებით,
სოფელს ვერვინ ააშენებს მარტო ლანძღვით, მარტო ქებით,
თორემ ენას რომ შეეძლოს ქმნას საქმენი საკუნთარი,
ყველა ქართველს გექნებოდათ პირამიდა საკუთარი.

.

 

ტეგები: ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: