RSS

იმ ქუთაისელ თამადას

02 Jun

სულხან მამისეიშვილს
 
თავისუფლება როს დასამარდა, წამოგვიხშირდა პურისჭამები, სუფრასთან, ბოლო თავშესაფართან, მხარიმხარ ჩასხდნენ ჩვენი მამები, რამეთუ არსით, გარდა წარსულის, არ დარჩენოდა სულს გასაქანი…

თუნდ ვეება და უკიდეგანო, საკანი მაინც არის საკანი.

აქ დრო არავის ახსენდებოდა, აქ სიტყვა იყო საქმე, ქებული, ტყვეობის ვადაც ასე დნებოდა, ქართველობისთვის დაწესებული.

აჟღარუნებდნენ ენებს მამები, მომავალს ჭვრეტდნენ დაიმედებით, იკრიბებოდნენ, სათქმელს ჩურჩულით ეპარებოდნენ, ხოლო დედები ფერიებივით არაფრისაგან აკოწიწებდნენ ზღაპრულ პურმარილს, როდესაც ლუკმა იყო დათვლილი და მაინც ღვთისა იყო სტუმარი, რომ კაცებისთვის თუნდ ერთი ყლუპი ეჩუქებინათ თავისუფლების…

და იცლებოდა ფისო-ყულაბა, რომელსაც ერქვა “ლაკის ტუფლები”.

ნუნუას მადლით ისევ ღვიოდა სული, ბორკილით განაწამები, დრო მიდიოდა, მამებთან ერთად სასჯელს იხდიდნენ სელის სკამები,

და როცა სუფრა დააპირებდა განმარტოებას თავის ნაღველთან, სკამზე შემდგარი მასპინძლის ლეკვი შეუბერავდა მიმქრალ ნაღვერდალს:

“- ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი…”

ღვიოდა სული, გულებს კი ხრავდა ავი დროების სუსხი მზაფრავი და იმედისკენ გაწელილ გზაზე ემატებოდა საფლავს საფლავი…

ნაბრძოლ-ნაგვემო თაობავ ჩემო, ჩემო ჭაღარა ლომების გუნდო, თავისუფლების რა იცის გემო, ვისაც არასდროს სდებია ხუნდი.

.

 
3 Comments

Posted by on June 2, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , , , ,

3 responses to “იმ ქუთაისელ თამადას

  1. მაკო

    March 8, 2010 at 6:49 pm

    ამატირა ამ ლექსმა,ულამაზესია…

     
  2. ნანუსია

    February 8, 2012 at 10:42 pm

    საოცარი ადამიანი იყო სულხანი…სულიან-გულიანი,გემრიელი,მეგობრების მოყვარული და ერთგული,უკეთილშობილესი და განათლებული უსაზღვროდ….საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა…თამადა?ოოო,მასთან სუფრაზე ჯდომა დღესასწაული იყო ნამდვილი…ღმერთმა ნათელში გამყოფოს სულხან!

     
    • matekari

      February 13, 2012 at 4:58 pm

      სამწუხაროდ მე მხოლოდ გადმოცემით მსმენია მის შესახებ

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: