RSS

რუბიკონი – ჩემი ხელოვანობა

29 May

რუბიკა – ჩემი ხელობა იგივეა, რაც რომ ხელოვანობა.

აბა უყურე, ვიღაც არტისტებზე რო იძახიან – უდიდესი ხელოვანი, მითომ მარტო ლაპრაკი რატომ ხელოვნება ეძახიან?

თქვან მაინცა – ენოვნება.

ჩემი აზრით, ვინც რას ანძრემს, მაგის სახელიც ეგ არის.

ნაპრიმერ, ტანცორზე რატომ ეგ უნდა თქვა? არა ჯობიან უთხრა – ფეხოვნება.

დაჟე, ყველა ტანცორზედაც ეგ ვერ იტყვი. რომელიც რო ტანეც ჟივატა ცეკვამს, მაგაზე უნდა უთხრა – ჟივოტნება.

ისე, ჰალალად რო ვთქვათ, ჟივოტზე მეტად მანდ რაც რომ ინძრევა, ეგრეც უნდა რქვოდეს.

აი, მე კიდე ნაღდი ხელოვანი ვარ. რასაც ვკეთებ, სულ ხელითა ვშვრები, ოღონდ ხელზე ადრე ჯერ ტვინი უნდა ანძრიო.

აბა წარმაიდგინე, რო კლიენტი შენთან მოდის და ზაკაზი იძლევა. თანაც თუ პრილიჩნად იხდის, მაგ დროს იცი რა მოგდის?
შენს შიგნიდან კალაკოლჩიკების მთელი ბატალიონი რეკამს, ელი.

შენც თვალი ხუჭამ და შენი ბუდუშჩი ტვარენიის ობრაზის დაჭერასა ჩალიჩობ.

მაგ დროს შენს ვააბრაჟენიაში მილიონი ტუფლი დაცურამს, როგორც რო სევანზე გედები.

შენც უნდა მაგათში იპოვნო ის ერთადერთი, რომელიც ამ ფასად აპტიმალნია.
როგორ იპოვნო?

აი მანდ იწყება ხელოვნება, რომელიც რქვია ტვარეცის ინტუიცია.

როცა მაგდენ ტუფლის ობრაზებში მაგას დაინახამ, გული თითონ გითხრამს – აი, ეგ არის!

მაგ დროს დანარჩენები მიფრინამენ და მარტო ეგ ნაპირთან მოცურდება.

შენი თავის შიგაც მაგ დროს მუზიკა ირთვება, როგორც ბახის ტოკატა.

ნუ აჩქარდები. ცოტა ხანს მუზიკას უსმინე. რა გენაღვლება, მუქთია.

მერე თვალი გაღებ და იწყება ვაიანიე.

გურამა – ეგ რაღა ჯანდაბაა?

რუბიკა – რასაც აბიჩნად სკულპტორი შვრება. ჩვენებურად მაგას რქვია ძღნერწვა.

როცა უჟე კლიენტი მაგის სანახავად მოდის, მაშინ ვაბშე სხვა ხელოვნება იწყება, რომელიც არის არატორსკი.

ეგ ნიშნამს, რო ყველა კლიენტთან მაგისთვის გასაგები ენა უნდა იპოვნო.

ნაპრიმერ, გუშინ ის კაცი მოვიდა, რომელიც პალიცეისკი პატრულნი პრიკლუჩენიების ამბები ტელევიზორში იძახის.

მეც მაგას სპეციალნა ეგეთი დაკლადი გავაკეთე – ჩემს მიერ შეკეთებულ იქნა თქვენი ფეხსაცმლის ქუსლის არსებითი ნაწილი, რის შედეგადაც მისთვის დაბრუნებულ იქნა პირვანდელი ფორმა.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: