RSS

სიდონიასი

28 May

 
სიდონია, სიდონია, ქალო ფერმიმქრალო,
შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,

განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,
იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,

სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი
და თითებით, სიფრიფანით, ჩაგიბღუჯავს კვართი,

ვერ რა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,
ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,

და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,
ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის, 

სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,
ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.

.

 

ტეგები: , ,

One response to “სიდონიასი

  1. ელდორადო

    July 11, 2010 at 8:58 am

    უმშვენიერესი ლექსია.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: