RSS

ძირს ამპარტავნება!

28 May

გულაზიზი ხომ არ ხართ რომელიმე?

მაშინ მისმინეთ გულდასმით:

ჰომო ერექტუსიდან რომ ვიანგარიშოთ კაცის წარმომავლობა და იმდროინდელი ათასიოდე ერექტუსი და დღევანდელი 6 მილიარდი ადამიანი გავასაშუალოთ გინდაც ნახევარ მილიარდად,

და თითო კაცზე დღეში ერთი კილო კურკლი ვიანგარიშოთ,

ეს არის დღეში 50 000 000 ტონა,

წელიწადში 15 მილიარდი ტონა,

მილიონი წლის განმავლობაში კი ჩვენი ერთადერთი სადგური, დედამიწა, სულ ცოტა, 15 000 000 000 000 000 ტონა განავლით შეგვიმკია.

ანუ, ამ მასას უმასპინძლა დედამიწის მყარი ზედაპირის დაახლოებით 150 000 000 კვადრატულმა კილომეტრმა.

თითო კვადრატულ კილომეტრზე ასი მილიონი ტონა გამოდის. ეს კი, წყლის სიმკვრივეც კი რომ მივანიჭოთ, 100 000 000 კუბური მეტრია.

გამოდის, რომ დღეს, ხმელეთის ყოველ კვადრატულ მეტრზე, თავის ანტარქტიდიან-გრენლანდიიანად, ამ მასის ასმეტრიანი სვეტი უნდა იდგეს.

და თუ არ დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სვეტს რაც ემატება, ის აკლდება, ანუ ადამიანი, კარგა ხანია, მიირთმევს წინაპრის დანატოვარს და თავადაც იგივეს უტოვებს შთამომავლობას.

არა, სინამდვილეში მართლა ასი მეტრი კი ვერ იქნებოდა. ცოტა აორთქლდებოდა, ცოტაც გაშრობისას დაიწევდა და ასე, მეტრი და სამოცდარვა სანტიმეტრი თუ დარჩებოდა სულ, მაგრამ ეს ხომ სრულიად საკმარისია, რომ ყელამდე ამ სიკეთეში ვყოფილიყავით.

აი, რატომაა ამპარტავნება სასაცილო.

მოკრძალებულ კაცს გაუმარჯოს, ბატონებო!

 
5 Comments

Posted by on May 28, 2009 in იუმორი

 

ტეგები: , , ,

5 responses to “ძირს ამპარტავნება!

  1. sa

    May 29, 2009 at 1:04 am

    “მარტივი ლოგიკა” :))))))))

     
  2. ჯიმშერგიგლა

    February 20, 2010 at 3:03 am

    კობაჯან ცავატანემ, ეს რა ინწერესნი რაღაცაზე წერამ, იქნებ აორთქლდა ან რუსეთში დააექპორტეს? მაგათ მაინც ქაქის არაყი ყვარობენ🙂 მე არ მიჭამიან მამიჩემისა და ვინა ჭამა ჩორტევოზნაეტ🙂

     
  3. მადი

    November 29, 2010 at 11:19 am

    მოკრძალებულ კაცს გაუმარჯოს, ბატონებო!

     
  4. tamara

    February 3, 2014 at 12:10 am

    ჰა ჰა ჰა ზალიან კარგი კი არის მაგრამ ანგარიში არ დაგეზარა?

     
    • matekari

      February 4, 2014 at 11:25 pm

      მგონი რომ ღირდა ამპარტავანთა აზრზე მოსაყვანად😉

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: