RSS

რუბიკონი – დუმპ–ტილაგო

28 May

გურამა – რუბიკა, ეგ როზა სად გაჩითე, თავი ნუ მოგიკვდება.

რუბიკა – ეს მოხდა შარშანწინში.

ერთი აბიჩნი რაბოჩი დღე იყო. ყველაფერი ჩვეულებრივი – ამინდი, მეჟდუნაროდნი აბსტანოვკა, რადიოპრაგრამა, კლიენტურა და რამე.

ვდრუგ ბუტკაში ქალი თავი შემოყო – თუ სწორე მომასწავლეს, შენ რუბიკა ხარ?

მეთქი – კანეშნა რუბიკა ვარ, თანაც ნე პროსტა რუბიკა, არამედ ტყავის ჯადოქარი, მააშ.

ეგაც – ჰოდა ატლიჩნა. აი ჩემი იტალიური ტუფლი, რომელიც კაბლუკი მოატყდინდა. ორ დღეში თუ იქნება, თუმანი მოგცემ.

მეთქი – დაჟე უჟე ხვალ საღამოზე შაგიძლიან, რო წაღო.

ეგაც ვაჟნად გაღიმა და წავიდა.

რო წავიდა, მაშინ კიდე აზრზე არ ვიყავი, მერე რა იქნება. მარტო ერთი პრიატნი ფიქრი მქონდა – რა კარგი ადამიანია, რო ჩემი შრომა ეგრე აფასებს და ხუთმანეთიან საქმეში თუმანი მძლევს.

მერე, კამაც–კამაც, ვიგრძენი, რო ბუტკაში მაგისი ტუფლების ბაჟესტვენი არამატი დადგა და მაშინ მე ვისქესე, რო მაგ ლაკის ტუფლის სახით ჩემთან ჩემი ბედი მოვიდა.

ჩემი თავშიც ეგრევე დუდუკები შაუბერეს:

ჩემი ბუტკის პოლკაზე ზის
ორი ცალი კუკლები,
სარაკავოი რაზმერი
როზას ლაკის ტუფლები,
თუმნად ეგრე მივაწებო
მაგისი კაბლუკები,
რო შალახოს ტანცაობით
ვერ გატეხოს პატრონი.
დუმპ–ტილაგო, ტაგლი–ტაგო…

გურამა – ისე რო ვთქვათ, ვითამ მაგ როზასთან წანწალი შეგფერის ამ დარბაისელ კაცს?

რუბიკა – იი! შენ უფრო მეტი ქალებში არ დადიხარ?

გურამა – კი, მარა მე ცოლს კი არ ვღალატობ, ბიძია. ი ანგელოზივით ქალი რო გიზის სახში და გადამკვტარი როა შენზე და ბოვშებზე, მაგის ღირსია შენგან? მაგას მოაკლებს კაცი რაიმეს და როზას მისცემს?

რუბიკა – იი! როზას მე როდისა ვძლევ, აქეთა მძლევს. ჩემი ლუსიკა კიდე ჩემი ნამუსია.

გურამა – მერე? ერთ მშვენიერ დღეს რო დაკრას ფეხი და იგივე გიქნას, რასაც შენ უშობი? ახი არ იქნება ერთი წყვილი კაი რქა რო დაგაკოსოს მაგ ხოკერა თავზე?

რუბიკა – ლუსიკა ეგეთი რამე არ იკადრამს, რადგანაც რომ ბლაგაროდნი ქალია და ოჯახის ბურჯანი, დედა–ბოძი, რაღა.

გურამა – მერე? დედა–ბოძი გირჩევნია თუ როზა–ბოზი?

რუბიკა – აბა რა გითხრა, გურამ–ჯან. ალბათ ჰასაკი მაქს ეგეთი, როგორც ვტაროი პერელომნი ვოზრასტ, როცა ყველა კაცი ცოტ–ცოტას აფრენამენ.
კლიზმაქსი, რაღა. მალე გამივლის და ისევ პრიმერნი სემიანინი გავხდები.

გურამა – სემიანინი ქართულად თესლაძე იქნება, ხო იცი? არ შეიძლება, რო სომხური გვარი დეიტოვო და ისთე გამოსწორდე?

არა, ძმაო, შენმა უსაქციელობამ ძალიან შემაღონა. მაგდენი სტრესის თავი მაქ? პივა მაინც იკისრე, გულს გადავაყოლებდი ცოტა…

რუბიკა – პირდაპირ ეგრე გეთქვა, რო პივა გინდა. ჩემი გული რაღაზე კლამდი.

ეხლა მეც ავდგები და ლუსიკას როზაზე მაგარი ტუფლები შავუკერამ, თან ზედაც პატარა პესნა დავაწერამ:

ლუსიკ, ლუსიკ, ჩემო ძველო, მეგობარო საყვარელო,
რასაც გარეთ კარგებს ნახამ, სულ ოჯახში მამზიდველო,
ჩემ ნამუსის და კაცობის ოქროსაებრ შამნახველო,
შენსნაირი გრაჟდანკებით წაღკესნუმემ საქართველო.
დუმპ–ტილაგო, ტაგლი ტაგო…
.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: