RSS

მოხუცი მთიელისა

28 May

 
თითქო ცას ძირი გავარდა, ეგეთი მოსკდა თქეშელა, დარი რად გამიავდარდა, დარდი რად წამამეშალა. ცამ ლოყა აიფერადა, მალე ქუხილიც დატყვრება, პეპერასაგან განცდილი ნეტავ მე რად მენატრება.

ჰაი დედასა, სიბერე თურმე რარიგად მწარეა, აღარც ჭაუხი მამიხმობს, აღარც შინ მიმიხარია, აფერუმ ჟიპიტაურო, ამამაყმუვლე ჯავრია, თორო მამაწვა გულზედა მაჯლაჯუნების ჯარია, გზაგასაყარზედ მიყელეს, ერთურთს უჭირეს მხარია, გამამიფიტეს ძვალი და გამამისრუტეს ჯანია.

 მამცნონ მაინცა, ჩემს გზაზედ სამანის ლოდი ვინ დადო, ავაი! კაცის სიცოცხლე არ ღირებულა სკინტადო, დარდებო, შაო ყორნებო, შამამჩვევიხართ ფინთადო, რად ეთელებით ამ გულსა, რა დედითქვენის გინდათო.

.

 
2 Comments

Posted by on May 28, 2009 in ლექსები

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “მოხუცი მთიელისა

  1. არმური

    August 19, 2009 at 8:39 am

    ”პეპერასაგან განცდილი, ნეტავი, რად მენატრება” – ეგრე ჩასვი, ის ”მე” აღარ უნდა…

    აბა, სხვებიც წამაკითხე…

     
  2. მარინა ღამბაშიძე

    September 1, 2010 at 8:01 am

    თუ გული შავი დაგყვება,
    შავი ყორნებით მზომელი
    რა გინდა კარგი თავ გქონდეს,
    მაინც ძირს გითხრის ოხერი,
    სამანის ლოდის დადებაც,
    ამ შავი გულის ბრალია
    ეს ერთი ბეწო სიცოცხლე
    ამ გულთან ბრძოლამ გალია!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: