RSS

აშშ სენატის ახალი საფიქრალი

27 May

რიჩარდ აბნეგო
სენატორი ტეხასის შტატიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს პრობლემები ტრადიციულ ფასეულობებთან კავკასიელ მიგრანტთა მენტალური კონფლიქტის ჭრილში

ამონარიდი აშშ სენატში სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით წაკითხული მოხსენებიდან

მაგალითისთვის მოვიყვან დალასის საოლქო სასამართლოში წარმოებულ პროცესს “აშშ ჯონდო ქიზიყურაშვილისა და მარლენ ჩხავერიანის წინააღმდეგ”.

ზემოთ აღნიშნული პიროვნებები დაკავებულ იქნენ ლუდის ბარში წამოწყებული დებოშის გამო.

აღსანიშნავია, რომ დაკავების პროცესში კონფლიქტურმა მხარეებმა ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ამ დროს მოქმედებდნენ საოცრად შეთანხმებულად, რის გამოც საჭირო გახდა საგანგებო რეაგირების რაზმის გამოძახება.

თვით პროცესზე კიდევ უფრო გართულდა საქმის ვითარება, რაც გამოიწვია მოწმეთა მიერ ერთხმად მიცემულმა ჩვენებებმა, რომელთა თანახმადაც, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩხავერიანმა აღმართა ლუდით სავსე კათხა და ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა უსურვა ქიზიყურაშვილის ახლობლებს.

საპასუხო მადლობის ნიშნად ქიზიყურაშვილმა ლუდით სავსე კათხა თავზე გადააფშვნა ჩხავერიანს და გამოთქვა სურვილი, რომ ამ უკანასკნელის დედა ეხილა შიშველ მდგომარეობაში…

პროცესზე წარმოდგენილი იქნა ძიების მიერ მოპოვებული ჩხავერიანის დედის სურათი, რომელმაც საგონებელში ჩააგდო მოსამართლე პარსონსი.

აღნიშნული ქალბატონის შიშვლად ხილვის სურვილის მოტივის ანალიზისთვის საგანგებოდ იქნა მოწვეული კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. დოქტორი იან გარბარეკი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე;
2. დოქტორი კლოდ რენიე, არკანზასის იურიდიული კოლეჯის სამართლის ისტორიის კათედრის გამგე;
3. დოქტორი ენდრიუ ჯეიმსი, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტიკური ესთეტიკის კათედრის პროფესორი;
4. დოქტორი არნო კიაინენი, აიდაჰოს უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელი;
5. სკოტ გოლდბერგი, პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქის ბიჰევიორისტიკის საკითხებში;
6. სექსოპათოლოგი სიგიზმუნდ კემულარია, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ფონდის გამგეობის წევრი.

ორთვიანი მუშაობის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ქალბატონის ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, მისი შიშველი სხეულის ხილვის სურვილი შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქიზიყურაშვილის ქვეცნობიერით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მისი ტომის რთულ გენეტიკურ ისტორიას და, შესაბამისად, სამეცნიერო ანალიტიკას არ ექვემდებარება.

ამდენად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მსგავს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, პოლიციას უფლება მიეცეს… წაუყრუოს… (?)

.

 
2 Comments

Posted by on May 27, 2009 in იუმორი

 

ტეგები: , ,

2 responses to “აშშ სენატის ახალი საფიქრალი

  1. გიორგი

    January 28, 2014 at 9:41 am

    არც ჩვენ განვიცდით ხაოიანი პრეზერვატივებისა და ხანჯლებით მოსიარულეთა სიმცირეს. “რეგვენობას ეროვნება არა აქვს!”.

     
    • matekari

      February 4, 2014 at 11:29 pm

      ეროვნება არც სირეგვნეს აქვს და არც სიბრძნეს. ეს ოპუსი კი მეგობრების გასახალისებლად დავწერე და არა მგონია ვინმეს შეურაცხყოფდეს.😉

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: