RSS

რუბიკონი – ეხლა იწყება წიფის ტუნელი

26 May

გურამა – ბიჭო, სურიკას დახმარება მჭირდება პაწა და ხო არ იცი საით არი?

რუბიკა – მაგას ერთი თვეა მალარია დაემართა, მთელი დღე კისტი უჭირამს და სიდედრთან მალიარკას აკეთებს.

ეგ არაფერი ტო, აი მე კი მგონი რო ტანკისტი გავხდი…

გურამა – რეზერვისტი ხარ თუ რეინჯერი?

რუბიკა – სამ ტი პრეზერვისტ. მე რას ვიძახი და შენ კიდე რას კითხვილობ.

გურამა – აპა შე ნახირს ჩამორჩენილო, რაღა დროის ტანკისტობაა აწი, ხალხი პირდაპირ კოსმოსიდან სროულობს ლაზერს.

ტანკისტობა ადრე იყო ბიჭობა. მე, ბიძია, ომამდე ვიყავი ტანკისტი.

რუბიკა – ნუ მატყუარობ. ომამდე შენ ტანკში კი არა, ჯერ მამიშენის კვერცხშიც არა ზიოდი.

თანაც, მე სხვა რამე ვიძახი. ტანკისტია, ვინც რო იაპონსკი პიწისტროჩნი ლექსები სწერამს.

იმ დღეს, კაკ აბიჩნა, ჩემს ბუტკაში ვზიოდი და თან რადიო ვსმინებდი. პერედაჩა იყო იაპონსკი კულტურნი ნასლედია და რამე.

ჰოდა, მანდა კითხვილობდნენ მაგების ზნამენიტი პოეტნერა.

არა, მაგრები ყოფილან ძმაო. ეგეთი პრასტოი ლექსები აქთ, განა თუ ქართულ ლექსსავით ტვინი ეგრე უნდა ჭყლიტო, როგორც ნივრის საჭყლეტში.

გურამა – ვინ გაძალებს მერე მაგ ლექსების კითხვას. იღიღინე შენი პრიმიტიული ბაიათები და იყავი ისთე. რა ღირსი ხარ შენ გალაკტიონის.

რუბიკა – რა ვინ მაძალებს, მე ხო ქართული შკოლა გავათავე და ეგ ასათიანი და გალაკტიანი სულ ძალათი მასწავლებდნემ.

აზრობ, რა ვინოსლივი ვინმე ვარ, თორე ეგეთი ტანჯვილობა როგორ ბავშის ნორჩი გული გაუძლებს.

შენ კიდე, თუ ეგრე მაგრა პოეზია გესმის, აბა უთხარი, ეგეთი ლექსით ბავშს რა მორალი ასწავლებ?

“ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”…

ეგ სიტყვები ეგრე გულში ჩარჩა, რო დღემდე ჩემი სპაკოინი თავი ხანდახან გიჟსავით ხდება.

ლუსიკას მერე რო პირველად როზა ვნახე, ეგრევე ეგ ასათიანი სიტყვები ვუთხარე და ეგაც ეგრე ჩემზე გადნა, როგორც კოფეში სგუშონკა.

აბა ეხლა ამ ლექსის ჰაზრი თქვი:

“მე ძრიელ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხეთაგან ფენა”…

არა, სად გინახნია, რო ქალწულები ხეთაგან ფენამდნენ.

მარტო ეგ ლექსი მამწონს:

მატარებელი მიქრის ბინდებად, ბათუმში მალე ჩასვლა მინდება,

ეხლა იწყება წიფის ტუნელი, ნუ გეშინია, აქ ვარ პაპიკა.

ჰოდა, მაგას ვიძახდი, რო რა დანტე ალერგიერი, რის რასულ გამზადოვი, აბა ეგ უზკაგლაზიკები ყოფილან ნაღდი პოეტები – ტაკუბოკუ, ხახა, ნარიხირა და მიცუნე.

არა, ძმაო, ნეუჟელი ეგეთი უზკი რაზრეზიდან, როგორიც მაგების თვალი, ჩვენი ცხოვრება უფრო კარგადა ჩანს?

მეც ავდექი და მთელი დღე ჩემ ბუტკიდან მოჭუტვილი ვიცქერდი, რო იქნებ რამე ტანკა დავწერო.

ერთი უსმინე, რაები გამამივიდა

***

დილით შამხვდი ხუდადოვზე,

რათა მჩუქო სიყვარულის

თუნდაც ერთი მშვენიერი წამი,

გაგიმუქებს ზამშის ბაშმაკს

ბალახებზე მოკიაფე ნამი.

***

როზასაებრ გაფურჩქვნილი როზა,

ჩემს წინ დგას და ინტიმებზე ფიქრობს,

სოფი ლორენივით ეროტიჩნა რო გაიძრო ბლუზკა

და ნებრეჟნა რო მიაგდო სკამზე,

თან მორცხვობაც გაატანა თითქოს.

***

როცა როზას დეკოლტეს

ეს თვალები ხედამენ,

მაშინ ხვდები, თუ რარიგად ძნელია

საწყალ ლუსიკასათვინ

ერთგულობის შანახვა.

***

როზამ მითხრა – დაჟე მურტალ ავდარშიც,

ჩემო რუბიკ, მუდამ შენ გელოდები,

ოღონდ, შინ შემოსვლამდე,

მანდვე, პოლის ტილოზე,

გაიწმინდე ბოტები.

***

სულ ერთი წამით, მთვარიან ღამით,

არარატისკენ მივაპყრობ მზერას,

ო, ღმერთო ჩემო,

რო მეგონა მე ერთი წამი,

მთელი სიცოცხლე გავიდა თურმე.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: