RSS

რუბიკონი – რას იბერები

23 May

გურამა – არა, მაინც ვერ გამიგია, რაფერ იგონებთ ამ მიჩხლიფირთებულ გვარებს. რა მოუთოკავი ფანტაზია უნდა გქონდეს კაცს, გვარად რო დეირქვა ბოსტოღანიანი, ან ბოზარჯიანცი…

რუბიკა – სტოპ! გირჩევნია სუსკაცი ქნა, თორე მეც გავიხსენებ თქვენი გვარები.

გურამა – გეიხსენებ, თუ არა, სირცხვილით არ დამწვა. ქართულ გვარს რო გევიგონეფ, სიცოცხლე მიხარია – ხაჭაპურიძე, მაგალითად, კუპატაძე, ფხალაძე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ზეიდანაც მაჭარაშვილი და ღვინიაშვილი მაგას და ბოლოს ერთი კაი ოდილავაძე.

იქვე პატარა შოთაძეო, ტყემალაძეო, ნაღებაშვილიო, თევზაძეო, ყველიაშვილიო, ბოსტანაშვილიო…

უხ–უხ–უხ, რას მერჩოდი, რო ამღერღე ამ დილაუთენია.

რუბიკა – იი! მა ჩვენი ბასტურმანჯიანცი რა, ნაკლებია? ანდაც სიროპიანი? ანდაც სუკიასოვი?

გურამა – ვის ედრები, თუ იცი. სუკიასოვი არა, სუკინსინოვი კიდო.

რუბიკა – არა, იქნებ იობიძე და დოლორეს იბალურიც მე ვარ? …

გურამა – ეგ მეორე ქართველი როის არი?

რუბიკა – როცა გაწყობს, ხო იძახი, რო თქვენა და ესპანცები ორთავე იბერები ხართ.

არადა, კაცმა რო თქვას, რას იბერებით? ერთი სერვანტესი გყამთ და ისიც სომეხი.
.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: