RSS

რუბიკონი – ბანკთაშორისი კლირინგი

23 May

რუბიკა – გურამ–ჯან, ხანდახან ის ჩვენი დურაკული საბჭოთა წარსული არ გენატრება? გახსომს რამდენი რამე სხვანაირად იყო.

მარტო ლოზუნგები აიღე, ამოდენა სულელობები ან ვინ იგონებდა, ტო.

ჯერ იტყოდნენ – დავეწიოთ და გავასწროთ შეერთული შტატები!

მერე იძახდნენ – კაპიტალისტური სამყარო მიისწრაფვის გარდაუვალი აღსასრულისკენ!

ბავონც! თუ ეგრეა, მაშ რატომ უნდა დავეწიო და სადღა გავასწრო?

ერთხელაც ეზოში აგიტატორი მოვიდა, აბლიგაციების გასაღვა უნდა და სულ ტკბილი რამეები იძახის – ამხანაგებო! როგორც ამხანაგი ხრუშჩოვი ამბობს, ჩვენი დამკვრელური შრომით, სულ რაღაც ოც წელიწადში, ჩვენ შევაბიჯებთ სრულიად ახალ საზოგადოებრივ ფორმაციაში. ჰორიზონტზე კამუნიზმია, ამხანაგებო!

ჩემი პაპიკაც ვერ მაითმინა და ჰკითხა – ტავარიშჩ აგიტატორ, ეგ ჰორიზონტი რაღაა?

ეგაც – ეს არის დედამიწასა და ცას შუა წარმოსახვითი ხაზი.

პაპიკაც – მაგასთან როგორ უნდა მიხვიდე?

ეგაც – არა, მასთან მიახლოება შეუძლებელია, რადგან რაც უფრო უახლოვდები, იგი, შესაბამისად, იქით გადაიწევს.

პაპიკაც – იი! მაშ თუ კამუნიზმი ჰორიზონტზეა, ზნაჩიტ ვერასდროს უახლოვდები?

მაგის მერე ათი წელი პაპიკა არ მინახნია. მთელი სიბირი კრუგები არტყმეინეს, რო გეოგრაფია კარგა ისწავლოს.

არა, ეგ დურაკი კამუნისტები ვასნავნომ თავისი თავი ლოზუნგებისგან დაღუპეს. რა დურაკობა აღარ იძახდნენ ხოლმე, გახსომს?

გურამა – რატო, ზოგს არა უშავდა.

რუბიკა – მაიცა, რა. ეხლა არა თქვა, რო ეგეთი დურაკობა ბევრი გაგიგია – სავეცკი ბალნოი სამი ზდაროვი ბალნოი ვ მირე!

ანდაც ჟელეზნადაროჟნიკების ლოზუნგი ნახე, რამოდენა ეროტიკა შიგ არის – კაჟდომუ პასაჟირუ – პო მიაგკომუ მესტუ!

აბა ეხლა ქართულად უთხარი სტალევარების ლოზუნგი – ნაშა სილა ვ ნაშიხ პლავკახ!

გურამა – ჩვენი ძალა ჩვენს ნადნობშია.

რუბიკა – იი! პლავკებს ქართულად ნადნობი ჰქვიან? პირვლად მესმის.

არა, მე განა იმას ვიძახი, რო ეხლა ყველაფერი კარგია.

დაჟე ნაბაროტ, აღარც სირცხვილია, აღარც მორიდება. ტელევიზორში ეგეთი რამეები ანახებენ, რო მაგაზე მეტი რო უნდოდეთ, რაღა უნდა ანახონ რო?

ეგ რა არი, იმ დღეს ვაბშეე ვიღაც გლავნი ნაჩალნიკი ვინმე ტელევიზორში დგას და იძახის – ბანკთაშორისი კლირინგი…

გურამა – ეგ რაღას ნიშნავს?

რუბიკა – ბანკთაშორისი კლირინგი? ზუსტად ვერ ვიცი, მაგრამ ეგ არის ალბათ როცა ბანკები ერთმანეთს იკიდებენ.
.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: