RSS

რუბიკონი – აინ–შტოიან, ცვაინ–შტოიან

23 May

რუბიკა – გურამ, შენ აზრობ რა არის ფართობითოვი ტეორემა?

გურამა – ფარდობითობის თეორია?

რუბიკა – ჰო, ეგა. დღეს რადიოში იყო. ეგ ხო იცი ვინც დასწერა?

გურამა – ოო, ეგ ისეთი ჭკვიანური რამეა, რო აუცილებლად თქვენი ნაიმასქნარი იქნება, მარა მაინც ინტერესით მევისმენ შენს ვერსიას.

რუბიკა – გმადლობთ, გენაცვალე.

ჯერ ერთი, რო მაგას ალბერტა ჰქვიან. მეორეც ისა, რო მაგისი კარტიჩკა ნახე და მერე ჩვენი პარიკმახერი არტუშა წარმაიდგინე, ტყუპებსავით არ არიან?
გვარიც კიდე იშტოიანი.

გურამა – აჰ, ეგ აღარ ვარგა. სად იშტოიანი, სად – აინშტაინი.

რუბიკა – იი! ნემცები არ იცი? ეგენები ხო ყველაფერი კრივად ესმით.
არა, ვინა თქვა, რო ნემცები ყველაზე ინტელეკტუალნი ნაცია? პადუმაეშ ჰეგელი და კანტი. კანტი არა, კუნტი. ტოჟე მნე.

ნაღდი ფილასოფოსი ჩვენი მესროპი იყო. ეგ სრაზუ მიხვდა, რო თუ ბუკვები არ იქნება, როგორ შენი აზრები დასწერამ?

ნემცებზე კიდე აბა რა უნდა თქვა, ეგენი ხო ეგეთივე პროჭესტანტები არიან, როგორც რომ ანგლო–სექსები.

არა, თუ ეგენები ნარმალნები არიან, გახსომს შტირლიცზე რა ზვანია მისცეს?
შავტრაკენფიურერი, და იცი რატო? მითომ რაღანც სომეხია.

ეგ დურაკები, თუ ეგ იცოდნენ, რო ეგ ჩვენების შპიონია, რაღა ზვანია ძლევდნენ, პირდაპირ დეეჭირათ და ვსიო.

მაგრამ არა, ეგენი ხო ყველაფერში წესრიგოვნება იცვამენ.

გურამა – შტირლიცის სომხობას რით ამტკიცებ?

რუბიკა – ნემცების პედანტოვანობა ხო იცი. ყველას ყველაფერი ლიჩნი პაპკებში უწერამდნენ.

მაგის ლიჩნი პაპკაშიც ეგრეთი ზაპისკა იპოვნეს – სკლონენ კ სამოსნაბჟენიუ.

გურამა – ხოხ, რა მშვენიერი ნათქვამია. ორ სიტყვაში არ მოუსპიათ კაცი.

რუბიკა – ეგ თუკი ორი სიტყვა უნდა, აი, ჩვენი ენის ნემცურზე უპირატოსება რო გაგო, ერთი სიტყვაცა კმარა.

ნაპრიმერ, აიღე თქვენი – ყურადღება!

ეგრე ჟღერანემს, თითქოს ვინმე უნდა მოვიდეს და ყურში ერთი დაშხოშიანადა გდღებოს.

ეხლა რუსულად – ვინიმანიე!

თითქოს ვინმე შენი ჯიბიდან რამე უნდა აიღოს. ხომ აზრობ, რა ნეპრიატნი რამეა.

ნემცები კიდე ეგრე ყვირიან – ახტუნგ! რო კვდარი აგახტუნებენ.

აი, ჩვენებურად კიდე ეგ არის – უშანდრუცუნ!

თითქოს ეგ არის შენს წინ როზამ ჩაიარა…

ჰოდა, აბა როგორ ნემცები ჩვენი გვარი სწორე იტყოდნენ.

რაღანც ალბერტა იქ მარტო ჩავიდა, მაგიტომაც პასპორტში აინ–შტოიანი უწერეს.

ორნი თუ ყოფილიყვნენ, ცვაინ–შტოიანი დარქვამდნენ.

გურამა – ჰო კაი აწი, ნუ გოუბერე. მაგათმა კაცობრიობას ბავარიული პივა მაინც მისცეს და თქვენ რა მიგიციათ მაგისი ფასი?

რუბიკა – იი! მა არარატი!? შენ ეხლა ოღონდ შური ნუ გაგიჩნდება, რო ეგეთი მაგარი რამე ჩვენიანი ქნა.

თანაც ეგეთი სკრომნი რამე ქართველის სტილი ხო არ არის. თქვენ რო ეგ დაგეწერათ, მაშინ ეგ ფარდოვანობის კი არა, მაღალფარდოვანობის ტეორია იქნებოდა.

ეგ ტეორია იძახის, რო ადრე რო ყველას ეგონა, რო დრო გარბის და ჩვენ ყველანი ერთადა ვბერდებით, ეგრე არა ყოფილა.

ალბერტა იძახის, რო თუ შენ და დრო ერთი სკოროსტითა ჰგაზამთ, მაშინ ეგ დრო შენთვის მითომ ჩერდება, ასკაცა?

ეგ კიდე იმასა ნიშნამს, რო ვაკრუგ ყველანი ბერდება და მარტო შენ ისევ ისეთი ჯეელი, ელი.

აზრობ, ტო! ერთი კრუგი დარტყამ, უკან მოხვალ და ეგ დამპალი აშოტა უჟე ბებერი.

მერე იყუროს მუსკულებზე, ერთი კარგი პანჩური რო ჩემგან მიიღებს.

სიდედრიც უჟე კვდარი იქნება და ვაბშეე ვეღარ გატრაკამს.

გურამა – როზაც ხო დაგიბერდება.

რუბიკა – იი! მერამდენედ დიდი შოთას სიტყვები უნდა გითხრა:

თუ როზამ თავის ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა ბაღდასაროსა.

.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: