RSS

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 3

23 მაისი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

პირველადი პარტიული ორგანიზაციის მუშაობის
ორგანიზება საარჩევნო უბანზე

შესავალი

“შეიქმნას ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი ვიგის გამოცხადებას საარჩევნო უბანში…”
… დაიყოს ქვეყანა პატარ–პატარა ტერიტორიულ ერთეულებად და… და ყოველ მათგანში შეიქმნას საკუთარი განყოფილება…
… შედგეს ყველა ამომრჩევლის სრული სიები და… სრული წარმოდგენის ქონა იმისა თუ, ვისთვის აპირებენ ისინი ხმის მიცემას…
… მუდმივი ყურადღება დაეთმოს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოზიცია… ამ ამომრჩევლების შეხვედრების ორგანიზება მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან..
… და არჩევნების დღეს თვალყურის დევნება, რომ ყოველი ვიგი მივიდეს საარჩევნო უბანში.”

აბრაამ ლინკოლნი
21 თებერვალი, 1840 წ.

უეჭველია, რომ აბრაამ ლინკოლნს სწორად ესმოდა ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის როლი.

თუმც მე–19–ე საუკუნის 40–იანი წლების შემდეგ ინფორმაციული და ორგანიზაციული სტრუქტურების ტექნიკურმა ასპექტებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს, პარტიული ხელმძღვანელის სამუშაო ადგილობრივ დონეზე არსებითად უცვლელი დარჩა.

ამოცანა ახლაც იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოთ თქვენი მხარდამჭერი ამომრჩევლები, თქვენს მხარეზე გადმოიყვანოთ მერყევნი, უზრუნველყოთ თქვენი მომხრეების მისვლა საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს.

ისევე, როგორც ლინკოლნის დროს, იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც უკეთ შეძლებენ მომხრეების პოვნასა და მერყევთა თქვენს მხარეზე გადმოყვანას, შეიძლება ადგილობრივ დონეზე, ანუ ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

70–იანი წლების დასაწყისიდან რესპუბლიკური პარტია საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას სულ უფრო და უფრო ეყრდნობოდა გაწაფულ ტექნოლოგიებს.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანია არსებითად, გადაიქცა საქმიანობად, რომლისთვისაც ცენტრალიზაცია და მაღალი ტექნოლოგია თვითმიზანი გახდა.

მიუხედავად ამ ფაქტორების მნიშვნელოვნებისა, რესპუბლიკელები ხშირად ყურადღებას არ აქცევდნენ იმ ძირითად პრინციპებს, რაზეც შენდება მუშაობა ადგილებზე: არჩევნებზე შეიძლება მიიღოთ ათასობით და მილიონობით ხმაც კი, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის უნდა მიდიოდეს ყოველი ცალკეული ამომრჩევლის ხმისათვის.

თქვენს პარტიაში ადგილობრივ დონეზე პარტიულ–ორგანიზაციული მუშაობის განხორციელებისას ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეთ ამას.

სწორედ აქ უნდა დახარჯოთ მაქსიმალური ძალისხმევა.

თქვენი პირადი სამუშაოს მნიშვნელობა

თქვენს მუშაობას, პირველადი პატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბევრ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობაში თქვენ ხართ თქვენი პარტიის წარმომადგენელი.

თქვენი საარჩევნო უბნის ფარგლებში თქვენ წარმოადგენთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას აძლევენ თქვენს პარტიას.

თქვენ წამყვანი როლი გეკუთვნით თქვენი პარტიიდან ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში კანდიდატების შერჩევისა და შემდგომ ბალატირების პროცესში.

თქვენ ხართ პირველი და, ბევრი თვალსაზრისით, ხელისუფლების ახალი წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირების სისტემის ძირითადი რგოლი.

მზად იყავით წარმატებებისა და მარცხისათვის

ხართ რა პარტიული ხელმძღვანელი, ვალდებული ხართ მიაღწიოთ ცვლილებებს უკეთესისკენ. თქვენ თანამებრძოლებთან გაიყოფთ გამარჯვების სიხარულსა და დამარცხების სიმწარეს.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ გაიყოფთ შესრულებული მოვალეობის გრძნობას, რომელიც გეუფლებათ მარჯვე საზოგადო მოღვაწეების არჩევით, იმ გრძნობით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობა უფრო ეფექტური გახდება.

მოქნილობა მუშაობაში

ამ სახელმძღვანელოში მოცემულმა რეკომენდაციებმა აჩვენა თავისი ეფექტურობა ქვედა ტერიტორიული პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა საქმიანობის მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და არა ურღვევი კანონები. პოლიტიკაში არ არსებობს წარმატების ცალსახად სწორი ფორმულა.

საღი აზრი და თქვენი რაიონის კარგი ცოდნა გიკარნახებთ, თუ ამ წესებიდან რომელია გამოსადეგი თქვენს მუშაობაში.

თქვენი მუშაობის მიზნები იქნება: ამომრჩეველთა ინფორმირება, იმ ამომრჩეველთა გამოვლენა, რომლებიც ხმას მისცემენ თქვენს პარტიას და მათი საარჩევნო უბნებზე მისვლის უზრუნველყოფა.

თუმცაღა, თქვენი საბოლოო წარმატება ერთნაერად იქნება დამოკიდებული, როგორც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობაზე, ასევე თქვენს შემოქმედებით მიდგომაზე და მუშაობის გამოცდილებაზე.

ტერიტორიული პირველადი პარტიული ორგანიზაცია

პარტიული ორგანიზაციის ხალმძღვანელი

თქვენს პარტიას თქვენი, როგორც პარტიული ხელმძღვანელის, იმედი აქვს შემდეგი ამოცანების შესრულებაში:

* თქვენი პარტიის ჭეშმარიტი მომხრეებისა და იმ ამომრჩევლების, რომლებმაც შეიძლება მხარი დაუჭირონ თქვენს პარტიას, გამოვლენა და რეგისტრაცია.
* ამომრჩეველთა შემოვლა თქვენი მომხრეების გამოსავლენად.
* მოხალისე დამხმარეთა შერჩევა და გაწვრთნა.
* საორგანიზაციო მუშაობის ჩატარება საარჩევნო უბანზე საცხოვრებელი კვარტლების მიხედვით.
* სააგიტაციო დოკუმენტაციის გავრცელება და ინფორმაციის მიწოდება თქვენი პარტიის კანდიდატზე, კენჭისყრის პროცედურაზე და საარჩევნო კანონზე.
* კრებების ჩატარება კანდიდატურების წამოყენების მიზნით.
* არჩევნების დროს კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა.
* არჩევნების დღეს უბანზე თქვენი მხარდამჭერი ამომრჩევლების მისვლის უზრუნველყოფა.
* წინასაარჩევნო კამპანიის მთელი მსვლელობისას მუდმივი კავშირის ქონა თქვენს პარტიასა და თქვენი უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის.

გეგმების შემუშავება წარმატების მისაღწევად

გეგმების გულმოდგინედ შემუშავება – ყველა სერიოზული მიზნის მიღწევაში წარმატების საწინდარს წარმოადგენს.

ეს ეხება ბიზნესს, ოჯახურ ცხოვრებას, საზოგადო მოღვაწეობას და, განსაკუთრებით, პოლიტიკურ საქმიანობას.

თქვენი მთავარი ამოცანაა – უზრუნველყოთ თქვენი პარტიის მიერ წაყენებული კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების მისვლა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში.

მოცემული ამოცანის მისაღწევად პირველყოვლისა საჭიროა ზემოთჩამოთვლილი ამოცანების შესრულება (ამ ამოცანების შესრულება ბევრად იოლი იქნება, თუ შეადგენთ თქვენი მუშაობის კალენდარსა და ცხრილს).

კალენდარი უნდა შეიცავდეს:

* კანონით დადგენილ თარიღებს (რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანის თარიღი, არჩევნების დღე და ა.შ.).
* პარტიული ღონისძიებების ჩატარების თარიღები (მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი ღონისძიება: ლინკოლნის დღის აღსანიშნავი სადილი, საგრაფოს პარტიული ორგანიზაციის წევრთა ყრილობა ან შეკრება, წინასაარჩევნო ლიტერატურის გავრცელება).
* საზოგადოებრივი ღონისძიებების თარიღები (ფესტივალები, ბაზრობები, ძირითადი საქველმოქმედო ღონისძიებები, ძირითადი ღონისძიებები სკოლებში).
* საარჩევნო კამპანიის ყოველი ამოცანის შესრულების ბოლო ვადები (ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია, კრებები კანდიდატების წარსადგენად, მოხალისე დამხმარეთა შეგროვება).

მუშაობის განრიგის შედგენისას დაიწყეთ ყოველი ცალკეული ღონისძიების თარიღიდან და განსაზღვრეთ ის ამოცანები, რომლების შესრულებაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

შემდეგ გადათვალეთ ვადები ამ თარიღიდან უკან და განსაზღვრეთ, რისი გაკეთებაა საჭირო, რა დრო დასჭირდება ამას და რა რაოდენობის ხალხია საჭირო ამ ამოცანების შესასრულებლად.

განსაზღვრეთ ამოცანების შესასრულებელი საქმიანობის ყველა ეტაპი, ჩაინიშნეთ სამუშაოს დაწყების თარიღი.

მოხალისე თანაშემწეების მოგროვება და მომზადება

ყველა პოლიტიკური სტრატეგი გეტყვით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, მით უფრო დიდია მისი წარმატების ალბათობა.

თუმცა, იმას, რომ სამუშაოში ჩართოთ თქვენს საარჩევნო უბანში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გააჩნია მთელი რიგი სხვა არსებითი მიზეზები.

პირველყოვლისა, ეს თქვენ გაგიადვილებთ მუშაობას. შეძლებისდაგვარად ყოველ კვარტალში მონახეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში.

მნიშვნელოვანია, პირველადი ტერიტორიული პარტორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავის ტერიტორიაზე მოაწყონ მოხალისე თანაშემწეების მომზადება.

ეს მომზადება უნდა მოიცავდეს ინსტრუქტაჟს ბინების შემოვლაზე და საუბარზე ამომრჩევლებთან, ამომრჩეველთა სიების შედგენაზე, ინფორმაციის შეგროვებაზე, არჩევნების დღეს პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე.

თავის მხრივ, წინასაარჩევნო სამუშაოს მონაწილეთა რიცხვის გაფართოებასთან ერთად აგიტატორებმა შეიძლება მოამზადონ ახალი მოხალისე თანაშემწეები.

ამომრჩეველთა კარტოთეკის შედგენა

რეგისტრაციის არსებულ ფორმათაგან ყველაზე ეფექტურია – ამომრჩეველთა კარტოთეკა.

ამომრჩეველთა კარტოთეკით მუშაობისას, აუცილებელია მხედველობაში იქონიოთ მისი შემდეგი სამი ძირითადი ფუნქცია:

1. კარტოთეკა ინსტრუმენტია, რომელსაც გამოიყენებენ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს. ამიტომ თქვენს სიაში მყოფ ყოველ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თავისი ბარათი.

2. კარტოთეკა მოგცემთ იმ ამომრჩეველთა სიას, რომლებიც მხარს დაუჭერენ თქვენს პარტიას.

3. კარტოთეკა მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას:
* ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის;
* მოხალისე დამხმარეთა და ადგილობრივი აგიტატორების საქმიანობისათვის;
* კანდიდატების წამოსაყენებლად პარტიული კრებების ჩატარებისათვის;
* მეთვალყურეთა საქმიანობისათვის;
* შემოწირულობის ასაკრეფად.

აუცილებელი დამხმარე საშუალებები
* საარჩევნო უბნის სქემა.
* რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ყველაზე ახალი სია.
* სუფთა სარეგისტრაციო ბარათები.

 

ამომრჩეველთა კარტოთეკა

ამომრჩეველთა კარტოთეკის მოსამზადებელი ღონისძიებები

პირველი ეტაპი

შემოიარეთ თქვენი საარჩევნო უბნის ყველა საცხოვრებელი სახლი და საარჩევნო უბნის სქემაზე დაიტანეთ ყველა საცხოვრებელი სახლის მისამართი.

ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება პირველ რიგში. თუ კარტოთეკაში ინფორმაციას შეიტანთ ამომრჩეველთა სიიდან, შეიძლება გამოგრჩეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი – გამოვლენა თქვენი პარტიის წევრთა და პარტიაში არ მყოფ იმ პირთა, რომლებიც იხრებიან თქვენი პარტიისაკენ და არ არიან რეგისტრირებულნი არჩევნებისათვის.

მეორე ეტაპი

ჩაწერეთ მისამართი ყოველი ცალკეული ბარათის ზედა ნაწილზე.

მესამე ეტაპი

საარჩევნო უბნის ნომერი დასვით ბარათის ზედა მარჯვენა კუთხეში.

მეოთხე ეტაპი

ბარათზე მიუთითეთ ამომრჩეველთა სიაში შეტანილი ყოველი პირის სახელი, გვარი და მისამართი.

მეხუთე ეტაპი

ყოველ ბარათზე სახელისა და გვარის შემდეგ მიუთითეთ “რეგისტრირებულია” და გააკეთეთ შენიშვნა პარტიულობაზე, თუ ეს უკანასკნელი ცნობილია.

მეექვსე ეტაპი

ყოველი ბარათის მარჯვენა ზედა კუთხეში დაწერეთ ის ტელეფონი, რომელიც დაწერა ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე რეგისტრაციისას.

მეშვიდე ეტაპი

შეიტანეთ ბარათებში ამომრჩეველთა სიაში შეუტანელი ტელეფონის ნომრები. გამოიყენეთ ტელეფონების წიგნი.

მერვე ეტაპი

ბარათები განათავსეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები მიმდევრობით.

მაგალითად, შეიძლება დაალაგოთ ბარათები ერთი გამყოფის შემდეგ სახლების წყვილი ნუმერაციის მიხედვით, ხოლო მეორე გამყოფის შემდეგ ბარათები სახლების კენტი ნუმერაციის მიხედვით.

შემდეგ ბარათების ყველა ჯგუფი უნდა დახარისხდეს ალფაბეტით ქუჩების დასახელების მიხედვით.

ალფაბეტის მიხედვით დალაგებული ბარათების მეორე კომპლექტი შეიძლება სასარგებლო იყოს მეთვალყურეთათვის საარჩევნო უბანზე ან ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე მისვლის უზრუნველყოფის სამუშაოსათვის.

კარტოთეკის შევსება

ჩვეულებრივ, კანდიდატთა წამოყენების კონფერენციის წინ ან უშუალოდ არჩევნების წინა დღეს, ადგილობრივი საარჩევნო კომისიიდან უნდა მიიღოთ ამომრჩეველთა ახალი სიები.

ამომრჩეველთა ახალი სიების მიღების შემდეგ მაშინვე შეიტანეთ თქვენს კარტოთეკაში ცვლილებები და დამატებები

პირველი ეტაპი

აიღეთ რომელიმე ბარათი მისამართით და შეადარეთ ამომრჩეველთა სიას. თუ მოცემულ მისამართზე სიის თანახმად ახალი ადამიანები ცხოვრობენ, ცვლილება შეიტანეთ კარტოთეკაში და შეძლებისდაგვარად მიანიშნეთ მათი პარტიულობა.

მეორე ეტაპი

დაურეკეთ ან მიდით იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც დამატებით შეიტანეთ კარტოთეკაში და დაადგინეთ შემდეგი:

* ცხოვრობენ თუ არა ამ მისამართზე სხვა ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს პარტიას, მაგრამ არ არიან ახალ სიაში. თუ ასეთები არსებობენ მიეხმარეთ გაიარონ რეგისტრაცია.

* ხომ არ ისურვებენ ისინი გახდნენ მოხალისეები, თქვენი პარტიის წევრები ან გახდნენ მისი ამომრჩევლების კლუბის წევრები, ქალთა ორგანიზაციის წევრები, ახალგაზრდული კლუბის და ა. შ.

სარეგისტრაციო მუშაობა ამომრჩეველთა შორის

მიზანი

* თქვენი პარტიის მომხრე ყველა არარეგისტრირებული ამომრჩევლის გამოვლენა და რეგისტრირება
* არაპარტიის წევრი, მაგრამ მისი მხარდამჭერი რეგისტრირებული ამომრჩევლის გამოვლენა.
* დამატებითი მოხალისეების მოზიდვა რაიონის აგიტატორებად, თქვენი პარტიის კომიტეტის დასახმარებლად ან ამომრჩეველთა ტელეფონის ნომრების ბანკის შესადგენად.
* თქვენი უბნის ამომრჩეველთა კარტოთეკის შევსება.

დამხმარე მასალები:
* საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა კარტოთეკა.
* სუფთა ბარათების მარაგი.
* ყოველ რაიონსა თუ საცხოვრებელ სახლში დამატებითი დამხმარეები მუშაობისათვის.

რეგისტრაცია ტელეფონის საშუალებით

პირველი ეტაპი

დაურეკეთ კათტოთეკაში შემავალ თქვენი პარტიის მხარდამჭერს და უთხარით შემდეგი:

“გამარჯობათ, ლაპარაკობს ––––––, (დაასახელეთ თქვენი პარტია) პარტიული ორგანიზაციის აქტივისტი თქვენს რაიონში. ჩვენ ვაზუსტებთ ჩვენი რაიონის ამომრჩეველთა სიებს და გვინდა რამოდენიმე მოკლე შეკითხვა დაგისვათ.”

“ცხოვრობენ ამ მისამართზე ––– და ––– (დაასახელეთ კარტოთეკაში შემავალი, ამ მისამართზე მცხოვრები თქვენი პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლების გვარები)?”

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ამოშალეთ ბარათიდან ეს გვარები და გადადეთ ბარათი, რათა შემდეგ წახვიდეთ ამ მისამართზე და გაარკვიოთ თუ ვინ ცხოვრობს იქ ამჟამად.

დადებითი პასუხისას ჰკითხეთ ხომ არ ცხოვრობენ იქ კიდევ თქვენი პარტიის სხვა მხარდამჭერები. თუ ასეთები არიან, შეიტანეთ ისინი კარტოთეკაში.

შემდეგ შეახსენეთ, რომ არ არიან რეგისტრირებულნი და აუხსენით სად შეიძლება ამის გაკეთება. ამ დროს კარგია თუ შეახსენებთ ამ რეგისტრაციის ბოლო ვადებს.

“ხომ არ ისურვებდით გემუშავათ საზოგადოებრივ საწყისებზე (დაასახელეთ პარტია) დასახმარებლად?

თუ პასუხი დადებითია ჰკითხეთ – ხომ არ ისურვებდნენ უბნის აგიტატორობას ან თქვენი პარტიის შტაბ–ბინაში მუშაობას.

გააკეთეთ ბარათში შესაბამისი ჩანაწერი და შეატყობინეთ ეს გვარები თქვენი პარტიის შტაბს.

თუ იმ ადამიანმა, ვისაც ტელეფონით ელაპარაკებით, გამოთქვა სურვილი იმუშაოს რომელიმე თქვენი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ, მიიღეთ ინფორმაცია და გადაეცით ამ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის წამყვან ორგანიზაციას.

“ხომ არ გსურთ (თქვენი პარტიის დასახელება) რაიონულ კლუბში შესვლა?”

დადებითი პასუხის შემთხვევაში, გააკეთეთ შესაბამისი შენიშვნა ბარათში და შეატყობინეთ გვარები მათ მიერ შერჩეულ კლუბს: ქალთა კლუბს, თქვენი პარტიის მომხრეთა ახალგაზრდულ კლუბს ან პარტიის მომხრე სტუდენტთა კლუბს და ა. შ.

“დიდი მადლობა. თუ დაგჭირდებათ ინფორმაცია არჩევნების ან პოლიტიკური საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ დამირეკოთ. ჩემი გვარია –––, ტელეფონის ნომერი –––.”

აქ უპრიანია აუხსნათ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რათა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

მეორე ეტაპი

გადადეთ ის ბარათები, რომლებზეც არ არის აღნიშნული ტელეფონი და იმ პირთა რომლებიც აღარ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე.

ეს ბარათები მნიშვნელოვანია თქვენი პარტიის მომხრე არარეგისტრირებული ამომრჩევლების გამოსავლენად, რადგანაც ამომრჩეველთა სიაში ამ მისამართზე ან არავინაა რეგისტრირებული ან რეგისტრირებულნი არიან ისინი, ვინც იქ აღარ ცხოვრობს.

მესამე ეტაპი

შემოიარეთ ის ბინები, საიდანაც გადავიდნენ რეგისტრირებული პირები. ამჟამად მცხოვრებთ ჰკითხეთ:

“გამარჯობათ, მე ვარ –––, თქვენი საარჩევნო უბნის საზოგადო აგიტატორი. ჩვენ ვაზუსტებთ უბნის სიებს და გვსურს დაგისვათ რამოდენიმე მოკლე კითხვა.”

“ცხოვრობენ ამ მისამართზე (თქვენი პარტიის დასახელება) წევრები?”

თუ პასუხი დადებითია უთხარით შემდეგი:

“ხომ ვერ დაგვისახელებთ აქ მცხოვრებ (თქვენი პარტიის დასახელება) წევრთა გვარებს?”

“შეიძლება მოგვცეთ თქვენი ტელეფონის ნომერი?”

თუ ეს ადამიანი არ არის თქვენი პარტიის მხარდამჭერი, სთხოვეთ დაუძახოს ვინმეს თქვენს მომხრეთაგან. თუ ეს შეუძლებელია, კიდევ ეწვიეთ ამ ბინას სხვა დროს ან დარეკეთ ტელეფონზე მეორე დღეს.

შეიძლება პირველი დარეკვისას არავინ იყოს შინ. ნუ მოეშვებით ამ ადამიანებთან დაკავშირების ცდას, სანამ არ შეიტანთ ბარათში ამომრჩეველთა გვარებს.

შესაძლო სიძნელეები

ყოველ საარჩევნო უბანს აქვს თავისი პლუსები და მინუსები.
გარკვეული სიძნელეები შეიძლება აღმოცენდეს კოდური საკეტებით ან სხვა მექანიზმებით აღჭურვილი მრავალბინიანი სახლების შემოვლისას.

ამ შემთხვევაში იპოვეთ მოხალისე ამ სახლის მაცხოვრებლებს შორის და სთხოვეთ საზოგადო აგიტატორის რანგში დაგეხმაროთ დაამყაროთ კონტაქტი მცხოვრებლებთან.

შეიძლება აგრეთვე გამოიყენოთ საქალაქო ქსელის ტელეფონების ცნობარი და დაურეკოთ ყოველ მოსახლეს.

მეოთხე ეტაპი

ამომრჩეველთა გამოკითხვის დასრულების შემდეგ:

ჯერ:
* შეაგროვეთ ყველა აგიტატორის ბარათი;
* დაალაგეთ ალფაბეტის მიხედვით.

შემდეგ:
* გააკეთეთ ბარათების მეორე კომპლექტი.

და ბოლოს:
* შეასრულეთ ყველა დამატებითი საქმე, რომლების შესახებაც შენიშვნებია გაკეთებული ბარათებზე, მაგალითად, დახმარება რეგისტრაციისას, რაიონში აგიტატორად მუშაობის მსურველებთან კონტაქტის დამყარება, პარტიული აგიტატორების გამოვლენა მათ შორის, ვინც მოისურვა თქვენი პარტიის კლუბის წევრობა.

ამომრჩეველთა ზოგიერთი ტიპიური კითხვები, რომლებზეც მზად უნდა იყოთ
პასუხის გასაცემად

* სად უნდა მივცე ხმა?
* რა ნომერია ჩემი საარჩევნო უბანი?
* როდის ტარდება არჩევნები? ყველას შეუძლია ხმის მიცემა?
* როგორია თქვენი პარტიის პროგრამა? (თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ამომრჩეველი თქვენი პარტიის ლიტერატურით).
* ვინ არიან კანდიდატები, როგორია მათი პლატფორმა? (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართოთ კანდიდატს ან მის წარმომადგენელ ორგანიზაციებს).
* რისი გაკეთება შემიძლია ჩემი პარტიის დასახმარებლად?
* ახლო–მახლო არის თქვენი მხარდამჭერი რაიმე კლუბი? როგორ შემიძლია მისი წევრი გავხდე?
* სად შემიძლია მივიღო სამკერდე ნიშნები პარტიული სიმბოლიკითა და სხვა სააგიტაციო მასალები?
* ვინ არის პარტიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი?
* პარტიაში ვინ აგებს პასუხს ჩვენს საარჩევნო უბანზე?
* როგორ გავიგო რეგისტრირებული ვარ თუ არა არჩევნებისათვის?
* როგორ გავიარო რეგისტრაცია?
* სად გავიარო რეგისტრაცია?

როგორ უნდა მოვიქცეთ ამომრჩეველთა შემოვლისას
* გამოთქმებში ვიყოთ ლაკონური, ყურადღებიანი მოსაუბრესთან.
* კეთილმოსურნე: თქვენი მოსაუბრე – თქვენი მეგობარია პარტიულობის მიუხედავად.
* ეცადეთ უპასუხოთ ყველა კითხვას. თუ არ შეგიძლიათ უპასუხოთ რომელიმე კითხვას, პატიოსნად გამოტყდით ამაში, დაპირდით, რომ გაიგებთ პასუხს და მოგვიანებით უპასუხებთ. ამგვარად მიზეზიც მოგეცემათ, ისევ მიხვიდეთ ამომრჩეველთან.
* თუ შესაძლებელია, ტოვებთ სააგიტაციო მასალებს.
* ლაპარაკში ეხებით მხოლოდ ძირითად პრინციპებს, არ უღრმავდებით კონკრეტულ პრობლემებს.
* ტოვებთ ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვარებს, სახელებსა და ტელეფონის ნომრებს.

რას უნდა ვერიდოთ ამომრჩევლებთან მუშაობისას
* არ დაიწყოთ საუბარი კითხვით: “ხართ თქვენ ჩემი პარტიის მომხრე?”
* არ შეეხოთ სადავო საკითხებს.
* ნუ გამართავთ დებატებს.
* ნუ იკამათებთ.
* თქვენს პარტიასთან დაკავშირებულ ნურც ერთ ორგანიზაციაზე, კანდიდატსა თუ თანამდებობის პირზე ნუ გამოთქვამთ უპატივცემულო შენიშვნებს.
* ნუ იტყვით სხვა პარტიის კანდიდატებზე ნურაფერს ისეთს, რისი დამტკიცებას შეუძლებელია.
* ნუ გამოიწვევთ მტრულ განწყობილებას.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე

– ამომრჩეველთა უკანასკნელი სიის საფუძველზე საარჩევნო უბნის სქემაზე და ამომრჩეველთა კარტოთეკაში შეიტანეთ დამატებები და შესწორებები.

აგიტატორებს აუცილებლად შეატყობინეთ რეგისტრაციის მონაცემები. მათ უნდა იცოდნენ ვინ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრისათვის, რათა სახლში მიუტანონ ამომრჩევლებს კანდიდატის სააგიტაციო მასალები.

შეამოწმეთ სიაში ყველა თქვენი ამომრჩევლის სახელი და გვარი და შეიტანეთ მათი ტელეფონის ნომრები.

– არჩევნებისათვის შეარჩიეთ და მოამზადეთ მეთვალყურეები საარჩევნო უბანზე, აცნობეთ მათი სახელები და გვარები პარტიის ადგილობრივ კომიტეტს.
– მოაწყეთ კრება დასარწმუნებლად, რომ ყველა თქვენი დამხმარე საკმაოდ არის მომზადებული და იცნობს არჩევნების პროცედურას.

არჩევნების წინ

– დაიწყეთ მუშაობა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მისვლის უზრუნველსაყოფად.
– არჩევნების წინა ერთი კვირის განმავლობაში თქვენ და თქვენი უბნის სააგიტაციო ჯგუფის წევრებმა დაიწყეთ კანდიდატზე ბროშურებისა და საარჩევნო ბიულეტენების ნიმუშების გავრცელება, შემოიარეთ ყველა რეგისტრირებული ამომრჩევლის ბინა.

მომზადება არჩევნების დღისათვის

თქვენი ამოცანები

ამომრჩეველთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა დაიწყოს მომზადება უშუალოდ არჩევნების დღისათვის.

ეს დროის მოკლე მონაკვეთი უნდა მიუძღვნათ საარჩევნო კამპანიების ჩატარებასა და აგიტაციას კანდიდატის სასარგებლოდ.

თქვენ შეიძლება დაგევალოთ ამომრჩეველთა დამოკიდებულების დადგენა განსაზღვრულ კანდიდატებთან.

ადგილობრივი პარტაქტივის შეკრება

არჩევნების წინ ადგილობრივი პარტორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა ჩაატაროს ადგილობრივი პარტაქტივის სულ ცოტა ერთი კრება.

კრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა:
* საარჩევნო კომისიის წევრებმა
* მოხალისეებმა, რომლებიც იმუშავებენ არჩევნების დღეს
* მეთვალყურეებმა საარჩევნო უბნებზე

ამ დროისათვის ყველა მუშაკს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ამოცანა.

გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს მათი მომზადება არჩევნების დღისათვის.
ჩაატარეთ აქტივისტთა ინსტრუქტაჟი შემდეგ საკითხებზე:
* ამომრჩეველთა სიების მომზადება
* სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოების წესი
* მეთვალყურეს მუშაობა საარჩევნო უბანზე

გაანაწილეთ მოვალეობები აქტივისტთა შორის:

მუშაობა არჩევნების დღეს

აირჩიეთ ადგილი, სადაც განლაგდება თქვენი შტაბ–ბინა არჩევნების დღეს, ვთქვათ კომიტეტის ერთ–ერთი წევრის სახლი.

დღის განმავლობაში იქ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც.

უბნის აგიტატორებმა უნდა იცოდნენ სად არის შტაბ–ბინა, აგრეთვე შეატყობინეთ მათ ამ დღის თქვენი გეგმები.

დაავალეთ ვინმეს მთელი დღის განმავლობაში დროდადრო მივიდეს საარჩევნო უბანში და აიღოს ამომრჩეველთა სიების ბარათები ან ქსეროკოპიოები, მათი გვარების აღნიშვნით, ვინც უკვე მისცა ხმა და ვინც ჯერ არ მოსულა ამ დროისათვის. 1

4.00–დან 19.00 სთ–მდე დაურეკეთ ყველას, ვინც მხარს უჭერს თქვენს პარტიას, მაგრამ ხმა ჯერ არ მიუცია, განსაკუთრებით მათ, ვინც არ არის პარტიის წევრი, მაგრამ მისი მხარდაჭერისაკენ იხრება.

თქვენს კომპეტენციაშია გადაწყვიტოთ, თავად გააკეთებთ ამას თუ სხვას დაავალებთ დარეკოს. ჩვეულებრივ სამ ადამიანზე მეტი არ არის საჭირო ამ დროს ტელეფონზე დასარეკად.

დამხმარე საშუალებები

როგორც კი მიიღებთ ამომრჩეველთა ახალ სიებს, შემდეგ ამ სიებზე დამატებებს, გამოიყენეთ ისინი თქვენი კარტოთეკის შესავსებად “კარტოთეკის შევსებაში” მოცემული მითითებების შესაბამისად.

 

სამუშაოს რიგობითობა

არჩევნების წინა ხუთი დღის განმავლობაში თქვენმა ჯგუფმა, რომელიც დაკავებულია ამომრჩევლებთან დარეკვით, უნდა დაურეკოს თქვენს საარჩევნო უბანში რეგისტრირებულ ყველა თქვენს მომხრე ამომრჩეველს, აგრეთვე მათ, ვინც არ არის პარტიის წევრი, მაგრამ თანაუგრძნობს მას.

ჯგუფის წევრები უნდა წარუდგნენ, როგორც თქვენი პარტიის აგიტატორები და შეახსენონ, რომ მომავალ კვირას ტარდება არჩევნები და დაუსვან შემდეგი კითხვები:

“ხომ არ მიგიყვანოთ მანქანით საარჩევნო უბნამდე?”

თუ დაგიდასტურებენ გაიგეთ როდის აწყობს, რომ შეუაროთ და დაავალეთ ვინმეს ამის გაკეთება.

“იცით თქვენი საარჩევნო უბნის მისამართი?”

დარწმუნდით, რომ მისამართი სწორედ იციან.

“ხომ ვერ შეძლებთ დაეხმაროთ ჩვენს პარტიას და არჩევნების დღეს იმუშაოთ ჩვენს უბანზე?”

თანხმობის შემთხვევაში გაუკეთეთ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში მუშაობის ორგანიზება.

თუ არჩევნების დღისათვის უკვე გყავთ საკმაო თანამშრომელი, მათი სახელები და გვარები შეატყობინეთ თქვენი პარტიის ადგილობრივ შტაბ–ბინას.

დახმარება შეიძლება სხვა სფეროებში გახდეს საჭირო.

“ხომ არ შეგიძლიათ არჩევნების დღეს ცოტა ადრე მიხვიდეთ ხმის მისაცემად?”

აუხსენით, რომ უკეთესია ხმა ადრე მისცენ, რათა მერე არ მოუხდეთ ბიულეტენისათვის რიგში დგომა.

 

მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა

1. არჩევნების დღისათვის შეარჩიეთ თქვენი შტაბ–ბინის ადგილი.

2. საზოგადოებრივმა აგიტატირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ შტაბ–ბინის მისამართი და არჩევნების დღის სამუშაო გეგმა.

3. დანიშნეთ მეთვალყურეები, რომლებიც ამომრჩეველთა საკუთარ სიაში აღნიშნავენ მათ გვარებს ვინც უკვე მისცა ხმა და/ან ამომრჩეველთა კარტოთეკიდან ამოიღებენ ბარათებს ხმის მიცემის კვალდაკვალ.

4. კიდევ ერთი დამხმარე უნდა დანიშნოთ ამომრჩეველთა სიების ან ბარათების შესადარებლად. ასეთი შედარება ტარდება დაახლოებით 14.00–ზე. იმ ამომრჩეველთა სია, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ხმა, გაუნაწილეთ იმ პირებს, რომლებიც დარეკავენ ტელეფონზე.

5. არჩევნების დღეს 14.00 და 19.00 საათებს შორის მოხალისე დამხმარეები დაურეკავენ თქვენი პარტიის იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ხმა და შეახსენებენ საარჩევნო უბანზე მისვლის აუცილებლობას და თან შესთავაზებენ დახმარებას.

(არჩევნების დღეს სატელეფონო ზარები თქვენი პარტიის მომხრეებისათვის არჩევნების შეხსენებით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რადგანაც არჩევნებში თქვენი პარტიის კანდიდატის გამარჯვება შეიძლება ბევრად იყოს დამოკიდებული სწორედ ამ ზარებზე).

6. ზუსტად გაიგეთ თქვენი რაიონის საარჩევნო უბნის მისამართი.
7. ამომრჩეველთა კარტოთეკაში შეიტანეთ აუცილებელი შესწორებები.

 

საარჩევნო უბნებში მეთვალყურეობა არჩევნების მსვლელობაზე
საარჩევნო უბანზე მეთვალყურეობის მარეგლამენტირებელი კანონებს სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა თავისებურება შეიძლება ქონდეს.

არჩევნების დღე მთელი ერთი წლის თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულმინაციური პუნქტია. აი რატომაა აუცილებელი არჩევნებზე დამკვირვებელთა დეტალური მომზადების პროგრამის განხორციელება.

მეთვალყურეებმა უნდა გადაწყვიტონ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა:

* ისინი გეხმარებიან თქვენი პარტიის მომხრე ამომრჩეველთა მაქსიმალურად გამოცხადების უზრუნველყოფაში.
* გეხმარებიან დარწმუნდეთ, რომ ყველა ხმა კანონიერადაა მიცემული.

 

მეთვალყურეთა შერჩევა და მომზადება

არჩევნებზე მეთვალყურეები ინიშნებიან არაუგვიანეს ერთი თვით ადრე არჩევნებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია სანდო ადამიანების შერჩევა.

ამ მიზნისათვის ყველაზე უკეთ გამოდგებიან ადგილობრივი მცხოვრებნი.

სრული შტატის ფორმირებისათვის საჭიროა განსაზღვროთ რამდენი ადამიანია საჭირო ცვლებით მუშაობისათვის, დაწყებული არჩევნების დღის 7.30 სთ–დან, ყოველი დამკვირვებლის ორი–ოთხი საათის მუშაობისას.

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩაატარეთ დამკვირვებელთა ინსტრუქტაჟი კრებებზე თქვენს საარჩევნო უბანში.

ამ კრებებზე განიხილეთ დამკვირვებელთა უფლებები და მოვალეობები.

მიეცით შესაბამისი ინსტრუქციები და მიანიშნეთ იმ მიზეზებზე, რომელთა საფუძველზეც და როგორ შეუძლიათ დამკვირვებლებს ამომრჩეველთა გაკონტროლება. მოკლედ აუხსენით, რომ დამკვირვებელთა კარგად ორგანიზებული მუშაობა საარჩევნო უბნებზე ხელს უწყობს უბნებში ამომრჩეველთა მისვლის უზრუნველყოფას, რაც ხელს უწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენი პარტიის ყოველ მომხრესთან.

ხართ რა უბნის აგიტატორი, მეთვალყურეები უნდა უზრუნველყოთ ალფაბეტის მიხედვით შევსებული კარტოთეკის ორი კომპლექტით, რომელიც შეიცავს ცნობებს თქვენი პარტიის მომხრე ყველა ამომრჩეველზე, და აგრეთვე იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ მისი მხარდაჭერისაკენ იხრებიან.

გააანალიზეთ მათთან ერთად კარტოთეკის მიზანი. აუხსენით, რომ ბარათებს აქვთ აღნიშვნები, რაც მიანიშნებს მეთვალყურეს თუ რომელმა ამომრჩეველმა არ უნდა მისცეს ხმა, რადგან არა აქვთ ხმის უფლება.

აუხსენით აგრეთვე, რომ მისცემთ სპეციალურ ყუთს იმ პირთა ბარათების ჩასაყრელად, რომლებმაც უკვე მისცეს ხმა.

პირველმა მეთვალყურემ არჩევნების დღეს უნდა მოსთხოვოს არჩევნების ჩამტარებელ ოფიციალურ პირებს იმ ამომრჩეველთა სიის კოპიო, რომლებმაც წინასწარ ფოსტით მისცეს ხმა, და ამოიღოს მათი ბარათები.

ყოველი დამკვირვებელი პასუხისმგებელია არჩევნების დღეს არჩევნებში მონაწილე ყოველი ამომრჩევლის ბარათის ამოღებაზე ორივე კარტოთეკიდან.

შეატყობინეთ თქვენს დამკვირვებლებს, რომ კურიერი იმ ამომრჩეველთა პირველ კარტოთეკას, რომლებმაც ხმა არ მისცეს, წამოიღებს 14.00 სთ–ზე, ხოლო მეორე კომპლექტს დაახლოებით 17.00 სთ–ზე.

ბარათების ბოლო შეკრების შემდეგ მეთვალყურის მოვალეობაში შედის არჩევნების ბოლომდე ადევნოს თვალი ხმის მიცემის კანონიერებას, და აგრეთვე საარჩევნო უბნის დაკეტვის შემდეგ ხმების დათვლის სისწორეს.

თუ არ არის კარტოთეკის ორი კომპლექტი, ალტერნატიულ ვარიანტად ჩაითვლება ამომრჩეველთა ყველაზე ახალი სიის ორი ვარიანტი, რომელიც იგივე ფუნქციას შეასრულებს.

დამკვირვებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაიარონ ოფიციალური რეგისტრაცია და არჩევნების დღეს თან ჰქონდეთ მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა ან დოკუმენტი. აუხსენით, რომ მოწმობას მაშინვე გასცემთ, როგორც კი მიიღებთ ფორმულარებს.

 

მეთვალყურის კარტოთეკა

მას შემდეგ, რაც როგორც ადგილობრივი პარტორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩევნების წინ მიიღებთ ამომრჩეველთა ბოლო სიას, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კარტოთეკა შედგენილია ალფაბეტის მიხედვით და შეესაბამება ამომრჩეველთა სიას.

ამ დროს როგორღაც უნდა აღნიშნოთ სიაში ის ამომრჩევლები, რომლებიც ალბათ ხმას თქვენს პარტიას მისცემენ. მათ მიეკუთვნებიან თქვენი პარტიის მომხრეები, და აგრეთვე ის ამომრჩევლები, რომლებიც, თქვენი აზრით, თუმც არ არიან თქვენი პარტიის წევრები, მაგრამ ხმას მას მისცემენ. ასეთ გვარებთან გააკეთეთ აღნიშვნა და მიუწერეთ მათი ტელეფონის ნომრები.

არ დაგავიწყდეთ კარტოთეკაში დატოვოთ მათი გვარები, რომლებმაც საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვეს არა უადრეს 32 დღისა, და ვისი გვარებიც ისევ არის შეტანილი რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიაში.

იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვირვებელი ხედავს ბარათს წარწერით “წასულია” და, თუ შესაძლებელია წასვლის დაახლოებითი თარიღით, მის მოვალეობაში შედის ამ პირის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიაში ჩართვის გაპროტესტება.

თუ თქვენის აზრით სიაში შეტანილ რომელიმე ამომრჩეველს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის კანონიერი უფლება, უნდა შეამოწმოთ ეს ინფორმაცია და ამ პირის ბარათში გააკეთოთ შენიშვნა “შემოწმდეს”, თან მიუთითოთ მიზეზი, რის გამოც ამ პირს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება თქვენს უბანზე.

 

დამკვირვებლის მოვალეობები

* თვალყური ადევნოს არჩევნების მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცედურას. საკამათო საკითხების წამოჭრისას შეატყობინოს ამის შესახებ საარჩევნო კომისიის მუშაკებსა და თავისი პარტიის საარჩევნო კამპანიის შტაბს.

* აღნიშნოს კარტითეკაში (ან ამომრჩეველთა სიაში) ისინი, ვინც უკვე მისცა ხმა და ისინი, ვინც ჯერ არ მისცა.
* არ დაუშვას ხმის მისაცემად ისინი, ვისაც არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის კანონიერი უფლება, ან ამის შესახებ თხოვნით მიმართოს საარჩევნო კომისიის წევრებს.

 

დამკვირვებლის უფლებები

დამკვირვებელს უფლება აქვს იმყოფებოდეს საარჩევნო პუნქტის შენობაში არჩევნების მთელი დღის განმავლობაში, მივიდეს იქ გახსნამდე სულ ცოტა 15 წუთით ადრე, და დარჩეს ხმების დათვლის დროს და არჩევნების შედეგების გაფორმებისას.

დამკვირვებელს უფლება აქვს ახლოს იმყოფებოდეს იმ ადგილთან, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის წიგნებია, მაგრამ არ შეიძლება 2 მეტრზე ახლოს იმყოფებოდეს ხმის მისაცემ კაბინებთან და საარჩევნო ურნებთან.

შეერთებულ შტატებში დამკვირვებელს უფლება აქვს ესმოდეს, როგორ ასახელებენ საარჩევნო კომისიის წევრები ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, და აგრეთვე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მუდმივად ხედავდეს ხმის მისაცემ მოწყობილობას.

ყოველ დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს:

* მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, მისი უფლებების, მოვალეობებისა და მუშაობის წესის ინსტრუქცია.
* რეგისტრირებულ ამომრჩეველთა კარტოთეკა, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს იმ ამომრჩეველთა ბარათებს, რომლებსაც კანონის თანახმად არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, და აგრეთვე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტები.
* ცარიელი ყუთი იმ ამომრჩეველთა ბარათებისათვის, რომლებმაც ხმა უკვე მისცეს.
* თქვენი პარტიის რაიონული, საქალაქო და სამხარეო შტაბ–ბინების მისამართები და ტელეფონის ნომრები.

 

ინსტრუქციები დამკვირვებლისათვის

დამკვირვებლის მოვალეობის შესრულებისას, თქვენ ხართ თქვენი პარტიის წარმომადგენელი. ღირსეულად მოიქეცით მთელი დროის განმავლობაში. არ დაუშვათ, რომ პირადულმა მომენტებმა ხელი შეუშალოს თქვენს მუშაობას ან არჩევნების მიმდინარეობას.

იყავით შემსრულებელნი. დროზე უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბანში. ნუ მიატოვებთ უბანს მანამ, სანამ არ შეგცვლიან. ვინმე აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო პუნქტში სანამ ის ღიაა.

არ დაგავიწყდეთ თავად მისცეთ ხმა.
დამკვირვებელმა, რომელიც პირველი დაიწყებს საარჩევნო უბანში მუშაობას, შეცვლის შემდეგ უნდა მისცეს ხმა.
ყველა დანარჩენმა დამკვირვებელმა მუშაობამდე უნდა მისცეს ხმა. დაემორჩილეთ გამოკრულ წესებს.

ნუ მოჰყვებით წინასაარჩევნო აგიტაციას თქვენი კანდიდატის სასარგებლოდ!
ნუ გაიკეთებთ გულსაბნევს პოლიტიკური სიმბოლიკით ან რაიმე სხვა პოლიტიკურ სიმბოლოს.
ნუ გამართავთ ნურავითარ პოლიტიკურ დისკუსიებს.

როგორც კი დაასახელებენ რომელიმე ამომრჩევლის გვარს, მაშინვე გადადეთ მისი ბარათი რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ყუთიდან, არჩევნებში მონაწილეობამიღებულ ამომრჩეველთა ყუთში.

უკეთესია ბარათების განლაგება ასოს აღმნიშვნელი გამყოფის უკან, თუმცა არ არის სავალდებულო ალფაბეტის მკაცრი დაცვა.

დროდადრო თქვენი უბნის შტაბ–ბინიდან ვინმე მოვა და წაიღებს ბარათებს ან სიის ქსეროკოპიოს, რომელშიც აღნიშნული იქნება – ვინ მისცა უკვე ხმა.

ბარათებთან ერთად, შეიძლება ამომრჩეველთა ბოლო სიის გამოყენებაც და მასში უკვე მონაწილეობამიღებული ამომრჩევლების გვარების ამოშლა.

სპეციალური ინსტრუქციები პირველ ცვლაში მომუშავე დამკვირვებლისათვის
საარჩევნო კომისიის წევრებს ექნებათ იმ ამომრჩეველთა სია, რომლებმაც ბიულეტენები მიიღეს არჩევნებში დროზე ადრე მონაწილეობისათვის.

სთხოვეთ გაჩვენონ ეს სია და მაშინვე დაიწყეთ კარტოთეკიდან ამ ამომრჩევლების ბარათების ამოღება და მიანიშნეთ, რომ მათ დროზე ადრე მისცეს ხმა.

შეიძლება ვერ მოასწროთ ამ სამუშაოს დასრულება ამომრჩეველთა დილის ნაკადის გამო, მაგრამ ეცადეთ გააგრძელოთ თქვენი საქმე როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ.

თუ მაინც ვერ მოასწრებთ ყველა ბარათის ამორჩევას თქვენი ცვლის დამთავრებამდე, სთხოვეთ თქვენს შემცვლელს გააგრძელოს ეს სამუშაო, იმ ადგილიდან სადაც გაჩერდით.

 

არჩევნებზე უცხო პირთა არდაშვება

არჩევნების დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებში გამოცხადების უზრუნველყოფის შემდეგ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ისეთი პირობების შექმნა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა მხოლოდ კანონიერად რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა.

ცოტაოდენი მოსამზადებელი სამუშაო გამოდგება არჩევნებზე კანონიერების დაცვის გარანტიად.

არჩევნების საიმედოობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მტიკედ შეითვისოთ, რომ არჩევნების კანონიერი უფლებების არმქონე ამომრჩეველს არ მისცეთ საშუალება შევიდეს საარჩევნო კაბინაში, რადგანაც როგორც კი ბიულეტენი ურნაში ჩაეშვება, მისი იქიდან ამოღება შეუძლებელია.

ვის შეუძლია არ დაუშვას ამომრჩეველი ხმის მისაცემად?

პოტენციური ამომრჩევლის არჩევნებზე არდაშვება შეუძლია საარჩევნო კომისიის ნებისმიერ წევრს, დამკვირვებელს ან ამომრჩეველთა კოლეგიის წევრს, იმ შემთხვევაში, თუ მას საფუძველი გააჩნია ჩათვალოს, რომ ამომრჩეველს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის კანონიერი უფლება.

ვინ არ უნდა დაუშვათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?
* პირი, რომელიც თავს ასაღებს კონკრეტულ რეგისტრირებულ ამომრჩევლად.
* პირი, რომელმაც დროზე ადრე მისცა ხმა ან მისცეს ბიულეტენი ვადამდელი არჩევნებისათვის.
* თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი რეგისტრირებული ამომრჩეველი.
* სხვა ქალაქში, რაიონში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
* საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან არჩევნებამდე მუდმივ საცხოვრებლად გადასული ამომრჩეველი (ყველაზე გავრცელებული მიზეზი).
* ამომრჩეველი, რომელიც არ აკმაყოფილებს მკვიდრობის ცენზს.
* ამომრჩეველი, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე.
* ამომრჩეველი, რომელსაც არ შესრულება 18 წელი.

 

არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის გაპროტესტების წესი

შეერთებულ შტატებში ასეთი პროტესტი ფორმდება წერილობით და ხელს აწერს პროტესტის შემტანი პიროვნება.

დოკუმენტში შედის იმ ამომრჩევლის სახელი და გვარი, რომლის არჩევნებში მონაწილეობასაც აპროტესტებთ, და პროტესტის საფუძველი.

საგრაფოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი პროტესტებს გადასცემს საარჩევნო კომისიის წევრებს.

პროტესტი უნდა ეყრდნობოდეს ზუსტ ფაქტებს, და იმ მომენტში უნდა გამოითქვას, როდესაც ამომრჩეველი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

უნდა გახსოვდეთ, რომ არარეგისტრირებული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობა უნდა გააპროტესტოთ მის მიერ ხმის მიცემამდე.

 

ამომრჩევლისადმი აცილების მიცემის პროცედურა

შეერთებულ შტატებში არჩევნებისას უბნის საარჩევნო კომისიის წევრი ხმამაღლა ასახელებს ამომრჩევლის გვარს. როგორც კი დამკვირვებელს ესმის გვარი, ის კარტოთეკიდან იღებს ბარათს.

თუ კარტოთეკაში აღნიშნულია, რომ ამომრჩეველს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დამკვირვებელმა მაშინვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა განაცხადოს (ისე, რომ გაიგოს საარჩევნო კომისიის წევრმა): “პროტესტს ვაცხადებ ამ პიროვნების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე”.

როგორც კი პროტესტი ხმამაღლაა გამოთქმული, საქმეში ერევა საარჩევნო კომისიის წევრი. შეკითხვებს უსვამს ამომრჩეველს და პასუხები შეაქვს დადგენილ ფორმაში.

ამომრჩეველი და პროტესტის გამომთქმელი დამკვირვებელი ხელს აწერენ ამ ფორმას.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი უარს ამბობს პასუხების გაცემაზე, კანონის თანახმად, მას ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის პასუხები დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, პროტესტი შეიძლება გაუქმდეს.

თუ პროტესტი არ გაუქმდება, ხოლო ამომრჩევლის პასუხები ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად და მან ხელი მოაწერა ფორმას, მაშინ მას მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

ზემოთ მოყვანილი პროცედურა ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის გაპროტესტების ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული.

უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის რაიმე შეთხზული ან ძალიან მკაცრი ზომა, არამედ შეერთებულ შტატებში მიღებული კანონიერი ხერხია არჩევნებზე კანონიერების დაცვის უზრუნველსაყოფად.

დამკვირვებელმა ბარათში უნდა აღნიშნოს, როდის წარადგინა პროტესტი და მოაწეროს ხელი.

 

არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების უზრუნველყოფა

საარჩევნო კამპანიის უმნიშვნელოვანესი ასპექტია არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მისვლის უზრუნველყოფა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსვლის უზრუნველყოფა – არჩევნების წინა დღის ღონისძიებაა.

ადგილობრივმა პარტიულმა ორგანიზაციამ პარტიული კანდიდატის საარჩევნო კამპანიის კომიტეტებთან ერთად უნდა შეიმუშაოს სისტემა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

* ამომრჩევლებთან არჩევნების დღეს დასარეკად მონაცემთა სატელეფონო ბანკი;
* მოხალისეები, რომლებიც უპასუხებენ ამომრჩეველთა ტელეფონის ზარებს და დაუზუსტებენ საარჩევნო უბნის მისამართს;
* ინფორმაცია დღის წესრიგისა და არჩევნების დღეს კანდიდატების ადგილსამყოფელის შესახებ;

ადგლობრივი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა საარჩევნო კამპანიის კომიტეტებისა და რაიონული პარტიული კომიტეტების თავმჯდომარეებისაგან უნდა მიიღონ დეტალური ინსტრუქციები.

მათ ზუსტად უნდა იცოდნენ თავისი ამოცანები და წარმოდგენა ჰქონდეთ თუ როგორ შეასრულბენ მათ.

უშუალოდ არჩევნების წინა დღეს პირველადი ტერიტორიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მთელი ინფორმაცია ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ უნდა წარუდგინონ პარტიის რაიონულ კომიტეტებსა და პარტიული კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს, რათა მათ შეძლონ არჩევნების დღეს ამომრჩევლებთან თავისი მუშაობის უკეთესად ორგანიზება.

ადგილობრივი პარტორგანიზაციის ხელმძღვანელებმა არჩევნების წინ თავის აგიტატორებს უნდა ჩაუტარონ უკანასკნელი ინსტრუქტაჟი.

არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ადგილობრივი პარტორგანიზაციის ხელმძღვანელი და უბნის აგიტატორები უკავშირდებიან იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ალბათ მათ პარტიას მისცემენ ხმას, რათა დააზუსტონ ხომ არ სჭირდებათ მანქანა საარჩევნო უბანში მისასვლელად, ხომ არ სჭირდებათ ძიძები ბავშვებისათვის, ხომ არ სჭირდებათ დახმარება ვადამდელი არჩევნებისათვის და ა. შ.

მოგვიანებით დაურეკეთ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც დახმარება გთხოვეს და დარწმუნდით, რომ ის მიიღეს.

შეიძლება პარტიის რაიონულ კომიტეტს არჩევნების დღეს ასეთი დახმარებების გაწევის პროგრამა გააჩნია.

თუ ასე არ არის, დაუკავშირდით საარჩევნო კამპანიის მსხვილ კომიტეტებს და გაიგეთ, შეძლებან თუ არა თქვენს დახმარებას.

არჩევნების დღეს საჭიროა კიდევ ერთხელ დაურეკოთ იმ ამომრჩეველს, რომელსაც შეეძლო თქვენთვის მოეცა ხმა, მაგრამ ჯერ არ მოსულა არჩევნებზე, და უთხრათ დაახლოებით შემდეგი:

უბნის აგიტატორი: “გამარჯობათ, ბატონო –––. გელაპარაკებით (თქვენი პარტიის დასახელება) სახელით. დღეს იყავით უკვე საარჩევნო უბანში”

ამომრჩეველი: “დიახ. (ან: არა.)”

უბნის აგიტატორი: “გმადლობთ, რომ ჩვენ მოგვეცით ხმა. ან: დახმარება ხომ არ გჭირდებათ საარჩევნო უბანში მისასვლელად?”

ამომრჩეველთან დარეკვის შემდეგ მის ბარათში გააკეთეთ აღნიშვნა, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

არჩევნების დღეს თქვენს მიერ გაკეთებული ტელეფონის ზარები დოკუმენტალურად დაადასტურეთ.

სამი დღის განმავლობაში თქვენი რაიონის ყოველ ამომრჩეველს რამოდენიმეჯერ დაურეკეთ.

ყოველი ზარის შემდეგ იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელმაც შეიძლება თქვენს პარტიას დაუჭიროს მხარი, შემდეგი აღნიშვნა გააკეთეთ:

პირველი ზარი – არჩევნებამდე ხუთი დღის განმავლობაში.
მეორე ზარი – პირველი ზარი არჩევნების დღეს.
მესამე ზარი – არჩევნების დღეს.
ხმა მისცა – ამომრჩეველმა ხმა მისცა, დარეკვა აღარ არის საჭირო.

 

სხვა ღონისძიებები არჩევნების დღეს

1. თვალი მიადევნეთ, რომ დამკვირვებლების პირადობის მოწმობა ან მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, აგრეთვე ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბნებზე იყოს.
2. თქვენს უბანზე არჩევნების შედეგების შესახებ მოახსენეთ რაიონის პარტორგანიზაციის ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად.
3. მოხალისე დამხმარეები მოიწვიეთ თქვენი პარტიის გამარჯვების აღსანიშნავ საღამოზე – ეს კარგი მუშაობის ჯილდოა.

 

არჩევნების შემდეგ

არ დაგავიწყდეთ მადლობა უთხრათ ყველას, ვინც დაგეხმარათ.
მადლობა გადაუხადეთ პირადად და წერილობით.

იზრუნეთ, რომ თქვენი მოხალისე დამხმარეები დაპატიჟოთ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმზე.

მათი სახელები კანდიდატს შეატყობინეთ, შეიძლება მანაც გადაუხადოს მათ მადლობა.

გააკეთეთ საარჩევნო უბანზე მუშაობის ორგანიზებისა და საარჩევნო კამპანიის კრიტიკული ანალიზი. რა შესძელით? რისი გაუმჯობესება შეიძლება შემდეგში? გაიგეთ მოხალისე დამკვირვებლებისგან მათი შენიშვნები და წინადადებები.

თუმც არჩევნები უკვე დასრულდა, ადგილობრივი ოარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგრძელებს პარტიულ–პოლიტიკურ მუშაობას. კონტაქტში იყავით უბნის აგიტატორებთან და თქვენს უბანში მცხოვრებ ამომრჩევლებთან. ისინი გამოგადგებიან მომავალ არჩევნებში.

 

დაფინანსება

სახსრების შეგროვება ადგილებზე

ადგილებზე სახსრების შეგროვების კამპანია არის პროგრამა, რომლის ჩარჩოებშიც თქვენი პარტია არჩევნებამდე შეძლებს გაეცნოს მთელს ქვეყანაში ფაქტიურად ყოველ ოჯახს, რომელიც მხარს უჭერს თქვენს პარტიას და სთხოვოს მათ ფინანსური დახმარება.

ფინანსურ დახმარებას აგროვებენ თქვენი პარტიის მოხალისე დამხმარეები ყოველ ბინაში მისვლისას.

ვინმე თუნდაც მცირე თანხას შემოგწირავთ, ეს იმის ალბათობას გაზრდის, რომ ფულის კვალდაკვალ ხმას მისცემს თქვენს პარტიას და მის კანდიდატებს.

თქვენს საარჩევნო უბანში დანიშნეთ ფინანსებზე პასუხისმგებელი. ეს ამოცანა შეიძლება დაავალოთ საარჩევნო კამპანიის კომიტეტის წევრსაც, თუმცა უმჯობესია კამპანიაში მოიზიდოთ მეტი ხალხი.

მუშაობისას გამოიყენეთ მათი სია, ვინც ადრე უკვე გაიღო ფული.

გამოიყენეთ ამომრჩევლების შემოვლისას მიღებული ინფორმაცია, რათა მიმართოთ მათ, ვისაც სურს გახდეს თქვენი პარტიის წევრი.

ყოველგვარი შემოწირულობა რაოდენობის მიუხედავად უნდა მიიღოთ მადლიერებით პარტიის სახელით. არასდროს დაგავიწყდეთ ეს.

 

პრაქტიკული რჩევები:

ამომრჩეველთან ვიზიტის საუკეთესო დროა – საღამოს 19 სთ–დან 21 სთ–მდე, და აგრეთვე შაბათი და კვირა დღის მეორე ნახევარი.

იყავით მეგობრულად თვაზიანი. ეს დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ ორმაგი ამოცანა:

* მიიღოთ შემოწირულობა თქვენი პარტიისათვის.
* შეიძინოთ მუდმივი მეგობრები ახალ ამომრჩევლებს შორის.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს პარტიას და მის სახსრებზე მოთხოვნილებას.

ხაზი გაუსვით, რომ ყოველი შემოწირული მანეთი დაეხმარება თქვენს პარტიას სახელმწიფო ხელისუფლების ისეთი ორგანოების ფორმირებაში, რომლებიც იმუშავებენ მთელი ხალხისთვის ყველა დონეზე.

პირველი საუბრისას აუცილებლად დაასახელეთ თქვენი გვარი, უთხარით, რომ მეზობლად ცხოვრობთ და ხართ თქვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდში სახსრების შეგროვების კამპანიის ჩატარების მოხალისე დამხმარე.

 

საარჩევნო კანონმდებლობა მიღებულ შემოწირულობათა სიდიდის მონაცემების შესახებ

შეისწავლეთ საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ შემოწირულობებს. ეს ინფორმაცია უნდა არსებობდეს თქვენი პარტიის შტაბ–ბინაში.

 

დატოვე კომენტარი