RSS

რუბიკონი – ვაი, ნენა…

22 May

რუბიკა – გურამ, გუშინ მაბილნიკზე ეგ მამივიდა, რა ჰქვია? ეს ჩემისი…

გურამა – ესემესი?

რუბიკა – ჰო. შიგ ეწერა – თქვენ მოიგეთ ნივა, ოღონდ ჯერ პროცედურებისთვის საჭირო ასი ლარი უნდა გადმორიცხოთ ამ ნომერზე.

იი! მეთქი ვინ ჩვენ მოვიგეთ? ვინ ჩემთან წილში არის?

იქედანაც ვიღაცამ მრეკა – ნუ ღელავთ, ნივა მხოლოთ თქვენ მოიგეთ, პირადად.

მეთქი – ჰო, ეგ სულ სხვა საქმეა, ოღონდ, ჯერ ნივა მამე და ფული მერე გრიცხამ.

იქედანაც – შე ჟადნო, მაგხელა პრიზი გერგო და შენ ას ლარს ჟოჟკავ?

მეთქი – არა ვჟოჟკამ, ჰალალი იყოს, ოღონდ ჯერ ნივა მამე. მაგდენი ფული ერთად ჩემ ძმა გურამაზე არასდროს ვსესხებ.

მაგანაც ეგრე დასტოინათ დამიწყო ლაპრაკი, მითომც მასაჩუსტების შტატნი გუბერნატორი მყამდეს, დედის მაგისისამ.

ეგ წესი ჩვენი კომპანიის პრომოუტერმა და დეველოპერმა ეგრე დაადგინესო, ეგეთი არის საერთაშორისო ნორმებით რეკომენდიზიროვანებული პროცედურაო, მაგ წესის შეცვლა ჩემს კომპეტენციის ფარგლებს სცილდებაო და ეგეთი ვაჟნი რამეები.

მეთქი – შენ შენი წესი გაქ, ღმერთმაც ხელი მოგიმართლოს, მეც კიდე ჩემი მაქს და მაგისი შეცვლა მამიჩემის ანდერძის ფარგალებს სცილდება.

არა, ვეღარ გავიგე, რა მოვიგე, შენა თუ ნივა. რას გადმომეკიდე, ძმაო–ჯან, არ მინდა ფულის გადმორიცხვება, ძალას ხარ?

ეხლა თუ მე ასი ლარი შენ მოგცე, იმ მაშინას ან გაფორმების ხარჯი არ უნდა, ან ბენზინი, ჰამაც ისა, ჰამაც ესა და ხედამ, უჟე რამდენი გამოდის?

ჰო, მართლა, მაშინის ასაღებად სად უნდა მოვიდე?

ისაც – უიმე დედაია! ვინ ყოფილა აი აბეზარი, არ გამიჩინა ბუასილი?
გასწი, დამეკარქე ვინცხა ოხერი ხარ, თვარა მაშინა კი არა, მთელი ცხვიმპირი გაგიხდება სანატრელი.

მეთქი – იი! რა იოლად იძახი! წადი რას მიქვიან, პირველი მე გრეკე თუ რა.

შენ არ უთხარი, რო ნივა ჩემია?

განა არ ვიცი, რო ეხლა სპეციალნა ასი ლარი მთხოვ, რო მე ატკაზი ვქნა და შენც შენ ბოსს უთხრა – რა ვჰქნა, ბოსო–ჯან, ამ ნივის მამგებს ორჯერ მაბილნით ვრეკე და არ მოვიდა.

ისევ ჯობია ჩვენ ორზე ეგ მაშინა გავაყოთ.

ვერ მოგართვით მოხრაკული ბადრიჯანი. ჯერ ჩემი ნივა მომე და ასი ლარი მერე ვნახოთ.

ჰო, კსტაწი, რა ფერია ეგ ჩემი ნივა?

ამ ჩემს ბეზაბიდნი კითხვაზე მაგას ვდრუგ ეგეთი ისტერიკები მოუვიდა, რო ხმა ჩემი მაკასინის წვეტივით წვრილი გაუხდა.

თანაც, ალაგ–ალაგ სტრანნი სიტყვების ძახვა დაიწყო – ოო, სი ჩათლახ კოჩი, ზონაში არ ვიყო, კაი ნივას განახებდი, სკანი მუნდი და რამე…

მეთქი – რატომ ეგრე ბრაზობა, ჩქიმი ჯიმა, არა სჯობიან, მე ჩემი მამცე და ერთმანეთს ტკბილად გევეყაროთ?

მერე ვნახოთ, იქნებ მაღარიჩიც იყოს. განა მეც შენსავით წურწურაქი ვინმე ვარ.

ჰო, ეგ ნივა სერიული არის თუ ნავაროტკებით…

ეგაც უჟე ეგეთი ხმა გაუხდა, როგორც პატეფონზე რო პლასტინკა გათავდება – რა გინდა ბიჭო, რას მერჩი, ვიხუმრე, აღარ ვიზამ აწი, სკანი გოლუაფირო, ახლა მაცალე და რო გამოვალ, ნივასაც გიყიდი და პაბედას კიდო.
კაცი არა ხარ, შე ჩემი ცოდვით სავსე?

მეთქი – შენ თითონ ჩემი ცოდნით სავსემ აბნაგლელ, ელი! ჩემი ნივა დადე და სადაც გინდა, იქ ილოცე. ვააჰ! ეს ინჩ მაზალო ლატარია, ტო.

ერთ ტრაწიან ვიგრიშზე მთელი ჩემი 5 ლიტრა სისხლი არ გაშრო?

რახანც პატარა კაცი ვარ, გინდა რო ჩემი თავზე ჯვო?! დროზე ნივა დადე, თორე მთელი უბნის გიჟები მანდ მოვა და მერე ნახამ მუნდი ფხონდი და ეგეთი რამეები.

კსტაწი, რასაც რო ეხლა ლაი–ლაი კარტოჩკა ვხარჯამ, შენი ასი ლარიდან გაგირასხოდებ. მაგიტომ გერჩივნია დროზე ჩემი ნივა დადო…

ეგაც, როგორც მამელუკოვი კინოშია, ეგრე ნაზათა სთქვა – ვაი, ნენა… – და მაგის მერე ვაბშეე ხმა აღარ გაღო.

აი, ეგრე დამტოვეს უმაშინოდ ეგ აფირისტები.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: