RSS

რუბიკონი – ლიოჩიკ ჩკალოვ ჩკა, ელი?

22 May

რუბიკა – ნახე, რა ამინდია. ეგეთ დროს ჩემში ეკზიუპერის სევდა დგება.

გურამა – რაღა ეკზიუპერი, ჩკალოვიც მასე არ დეიკარქა?

რუბიკა – რა ჩკალოვი, ტო, ეგრეთი გვარი ვაბშეე ვის გაუგია.

ეგ იყო სტალინის ლუბიმჩიკი ლოჩიკი ლოვიკა ღამბარიანი.

ერთხელაც რო ეგ უკან არ დაბრუნდა, სტალინი პეჩალნად მიკოიანი ჰკითხა – ჩკა ლოვიკ?

პრავდის ჟურნალისტი კიდე ეგონა, რო ეგ არის მაგისი გვარი და დიდი ოჩერკიც მაგაზე დასწერა.

მერე ხალხიც სიმღერა თქვა – ჩკალოვს ჰკითხვილობს პოლუსი, ჩკალობს ჰკითხვილობს ტაიგა, ჩვენი შვილია ჩკალოვი, სად დაიკარგა, რა იქნა?

მაგ დროს კაკრაზ ომიც დაიწყო და პაპაჩემის ძმა პოღოსაც მანდ წავიდა.

ბერია რო გაგო, რო ეგ დომ პიანერაში ავიამოდელნი კრუჟოკის გამგე იყო, ეგრე უთხრა – თუ იგრუშკოვი სამალიოტი ეგრე აფრენდი, ნამდვილი სამალიოტის ფრენება უფრო იოლი არ არი?

თანაც, იქნებ შენგან მეორე ლოვიკა დადგეს, თორე სტალინი მაგაზე ჯავრისგან აღარ არის.

არადა, მაგას რო ეხლა რამე მოუვიდეს, კაკ მინიმუმ, ომი ვაგებთ.

და ლოჩიკად გაუშვა. თან პრიკაზი მისცა – რახან პოღოსა გქვიან, პო–2–ზე დაჯდები.

– კიდევ კარგი, რო მესროპა არა მქვიან, თორე მესერშმიტზე დამსვამდნენ. – იფიქრა პოღოსა.

ეგ პო–დვა იყო ფანერკის სამალიოტი, თანაც ეგრე ნელა ფრენამდა, რო ქვემოთ გრუზავიკები ასწრებდნენ.

პოღოსაც მაგრა გაუხარდა, რო ეგეთი სპაკოინი სამალიოტი მისცეს, თან იაფი, რადგან ფიქრობდა – თუ დავამტვრემ, ბევრი არ გამიტრაკამენ.

მაგ დროს ვდრუგ თავში ეგეთი იდეა დარტყა, როგორც კასიუს კლეის კულაკი.

მითომ რა იქნება, რო ჰამაც უკან პეშკომ მოვიდე, მითომ ჩემი სამალოტი ნემცები ჩამოაგდეს.

მაგის გასაღვას კიდე რა უნდა. ომია, რაღა, და სამალოტიც ყველა უნდა.

ჰოდა, სინამ ომი იყო, პოღოსა ათჯერ პეშკომ უკან დაბრუნდა და თქვა – ჩამამაგდეს, ეგ დამპლები, მაგრამ მეც ბომბა შიგ ჯიგარში დავადე.

რუსებიც უხაროდათ და მენდლები ძლემდნენ. ბოლოს იმდენი ჰქონდა, რო მაგების სიმძიმისგან ეგეთი კრივანოჟკა გახდა, წინაღამ კავალერიაში გაუშვეს.

ეგ კიდე თურმე პარიჟთან ახლოს, შიგ ბულიონის ტყეში, ერთი პატარა ლუჟაიკა ნახა და მანდ მითომ ჩამოგდებული სამალიოტები მალამდა.

როცა რო ომი გათავდა, პოღოსაც მანდვე დარჩა და მაგ სამალოტებისგან ავიაპერევოზკის კანტორა გაკეთა.

ეგეთი ბიზნესი გამოვიდა, რო ფრანგებიც უთხრეს – ნაგრადა გერგება, ორდენ პაჩოტნოგო ლეგიონა, რომელიც მარტო გენერალი დე გოლი ჰქონდა და მერე კიდე კამისარი ჟუვი მიიღო ფანტამასთან ბრძოლის ვაჟკაცობის ამბავში.

– არ მინდაა! – იყვირა პოღოსა, – ეხლა რო კიდე მე მთელი ლეგიონის მენდლები ამკიდონ, მაგდენი სიმძიმის ტარვა სადღა შამიძლიან, წლები მიდის, ჯანიც მიჰყვება.

ვეღარ გაუძლებ ცავატანემ.

ეგ რო ბავშობაში მცოდნოდა, აზირ შტანგაზე ვიარებდი.

ეგენი კიდე ფინჯაკის ვარატნიკზე წითელი ძაფის ერთი შოვი დაადეს.

ეგა ყოფილა მაგათი ორდენი.

აი, ეგრე ეგენი თავისი გმირების გაფრთხილება იციან.

ევროპა ვსიოტაკი ევროპა, ა ფრანცია – ვაბშეეე.

აი პოღოსა კიდე ყველგან პოღოსა იქნება, რადგანაც რომ ეგ არის უფრო ბეზსმერტნი, ვიდრე ლენინი და კაშჩეი ვმესტე ვზიატი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: