RSS

რუბიკონი – აღმართ–აღმართ მივდიოდი

18 May

რუბიკა – ბედი არის როგორც ბაჟესტვენი ლატარია. მილიონ კაცზე არაფერი მოდის და ბოლოს ყველაფერი, რაც რამეა, ვდრუგ ერთი ვინმეს ჯიბეში ვარდება.

ეგ ერთიც კიდე, მითომ რატომ იზბრანნიკი არის, თითონაც ვერ იცის.

აი, მე რო მამიჩემის კვერცხებში უჟე საპოჟნიკი რუბიკა ვიყავი და ვიღაც კიდე გაჩენის დღიდან სრაზუ ვროტშილდი ან ვანდერბლიადი, გინდაც ბოზარჯიანცი, ეგ რა სამართლობაა?

ხარაშო, დაპუსტიმ მანდ საქმე სხვადასხვა კვერცხებშია, მაგრამ ეგრეც რო არ არი!..

ნაპრიმერ თუ გინდა, ჩემი უბნელი ბიჭები აიღე, ქურთი გრუზჩიკები. ეგეთი ძმები იყვნენ, ცოტა ნეპრილიჩნი სიტყვა როა.

გურამა – ბლიზნეცი?

რუბიკა – ოოო, აი ეგა. შენზე თქმულა – მუნჯის ენა დედა გაგებს.

ჰოდა, ეგ ძმები ხო მაინც ერთი კვერცხის პრადუკტები იყვნენ, ვაბშეე ერთნაირიანები – ერთნაირი უსიკები, ერთნაირი სტრიჟკა, დაჟე, აბანოში რო გენახნა, ვაბშე ერთნაირი.

გვარიც ერთი – ნადოევი, სახელებიც ხო პაჩტი ერთნაირი რქვოდათ – შამილა და ბახჩო…

მაგრამ ბედი?

აი, ელბაქიძოვი აღმართი ხომ იცი? ბახჩოსთან ვეჩნად ეგეთი კლიენტი მოდიოდა, რო მაგან რაიალი მაგ ქუჩაზე აიტანოს, შამილასთან კიდე ნაბაროტ, რო ქვემოთ ჩაიტანოს.

შაშინებული ბახჩო დაჟე ექსტრასენსოვი გადალკასთან წავიდა, რო გაგოს, რაში საქმე არის.

ეგ კიდე ათი რაიალის ატანის ფული მოსთხოვა, რო მაგისი ვრედნი აურა მოსხნას და მაგის სახლიდანაც ბარაბაშკები განდონ…

გურამა – განდევნოს?

რუბიკა – აი, საღოლ. შენზე თქმულა – ამირან გულში მღერებდა, გურამა გარეთ ესმოდაო.

ჰო, ჰოდა ბახჩოც თქვა – ათჯერ რაიალი იქ ავიტანო და მაგისი მთელი ფულიც შენზე ვძლიო, ეგ ხო უარესი თარსობა გამოვა.

აურა–ზაურა მე არ ვიცი, ზატო ვიცი ეგ რატომ მამივიდა. შკოლაში რო ვიყავით, აკაკ წერეთლის ლექსი უროკზე მოგვცეს.

მე პერვი პალავინა ვისწავლე, სადაც რომ იძახი – აღმართ–აღმართ მივდიოდი მე ნელა…

შამილა კიდე ვტაროი პალავინა – დაღმართ–დაღმართ…

ბოლო–ბოლო ეგრე გამოდის, რო ყველა თავისი თავზე თარსობა შვრება, და ცოტაც ქართველი პოეტები ეხმარებიან.

აბა, თუ ბახჩო პრავია, წარმოიდგინე ეს ლექსი რო ისწავლო, რა მოგივა:

ვიცი გამყვება დიდხანს ვალები, მაგრამ ვიქნები სულ მხიარული…

ანაღვლეე!

ანდაც ესა:

რა კარგი ხარ, რა კარგი, შუშპარა და მჩქეფარე,
როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე…

აბა უცქირე, თუ დიდი ხნის მერე სიკვდილი აპირებ, ეგ შენი გულის მურაზიც ხო მაგ დროს ბებერი იქნება და მაგისგან ძეგლობა რაღათ გინდა.

ზნაჩიტ ჯეელი გინდა რო მოკვდე, და თანაც ეგეთი ენერგიული, შუშპარა და მჩქეფარე გოგო შენი საფლავის ზემოდან მთელი დარჩენილი ცხოვრება გაჩაჩხული უნდა იდგეს.

აზრობ, ინჩ მაზალო კარტინკა?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: