RSS

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 2

17 May

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

ადგილობრივი პარტიული აქტივისტის მეგზური
(ამონარიდი)

3. მოამზადეთ საარჩევნო ოლქის დაწვრილებითი რუკა.
4. მოიზიდეთ მოხალისეები და შეუდექით მათ წვრთნას.
5. შეადგინეთ არჩევნების დროს უბნებზე მომუშავე გუნდი.
6. უზრუნველყავით მომხრეთა ხმების მაქსიმალური რაოდენობა.
7. უზრუნველყავით (მთელი წლის განმავლობაში!) თქვენი პარტიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა კავშირი სხვა ოლქებთან.

გახსოვდეთ: თქვენი პარტიის კანდიდატთა გამარჯვება არჩევნებში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებთ მოწინააღმდეგისაზე მეტი რაოდენობის მომხრის მოყვანას ურნასთან!

ეს თქვენს მიზნად უნდა იქცეს.

II. ადგილობრივი საარჩევნო ოლქი
დაიწყეთ საქმიანობა თქვენი ოლქის დეტალური შესწავლით.
ოლქები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ამომრჩევლები. ეფექტური ორგანიზებისთვის საჭიროა შეისწავლოთ მდგომარეობა ოლქის ტერიტორიაზე.

ოლქის რუკა
მოიძიეთ რუკა ოლქის საზღვრების აღნიშვნით. ასეთი შესაძლოა თქვენს რეგიონულ ხელმძღვანელობასაც აღმოაჩნდეს. საზღვრები იცვლება ხოლმე და ამიტომ მოგიწევთ რუკის სასწრაფო რედაქტირება..
ამ მიზნით:
1) მოიპოვეთ თქვენი ოლქის ტერიტორიის რუკა;
2) მასში შემავალი დასახლებული პუნქტების რუკები (ქუჩების აღნიშვნით);
3) გადაიტანეთ ოსაზღვრები ოლქის რუკიდან დაწვრილებით რუკაზე.

პოლიტიკური საქმიანობის კალენდარი
წარმატებული საქმიანობისთვის საჭიროა თქვენი პარტიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებათა კარგად დაგეგმილი, დაწვრილებითი კალენდარი.

მასში უნდა შედიოდეს საარჩევნო კანონით მითითებული არჩევნების ვადა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხაზით ჩასატარებელ ღონისძიებათა თარიღები, წინასწარი და საყოველთაო არჩევნების თარიღები, ასევე თქვენი პარტიისა და თქვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა თარიღები.

კალენდრის წარმოება საშუალებას გაძლევთ ოლქის საზოგადოებრიობის საქმიანობაში მონაწილეობისა.

ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიები
შეძლებისდაგვარად მოიპოვეთ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სიები შეიცავენ ამომრჩევლის ვინაობას, მისამართს, საარჩევნო უბნის ნომერს და რეგისტრაციის თარიღს.

წინა არჩევნების შედეგები
წინა არჩევნების შედეგები აუცილებელი მასალაა ანალიზისა და დაგეგმვისთვის.
შეისწავლეთ ამომრჩევლის რეგისტრაციისათვის დაყენებული მოთხოვნები.

მოიძიეთ არჩევით თანამდებობებზე მყოფი თქვენი პარტიის ხელმძღვანელები და ხელთ იქონიეთ მისამართები და ტელეფონები იმ პარტიული ხელმძღვანელებისა, რომლებიც სხვადასხვა დონის (ცენტრალურიდან ადგილობრივის ჩათვლით) არჩევით თანამდებობებზე იმყოფებიან.

ოლქში არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა
უნდა შეგწევდეთ თქვენი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ტენდენციათა შეცვლის უნარი ამომრჩეველთა რიცხვის თქვენთვის სასარგებლო კუთხით შემობრუნების თვალსაზრისით.

გაარკვიეთ – რომელი პოლიტიკური განწყობილება ეხმარება თქვენს პარტიას ხმების მოპოვებაში და რომელი არა.

შეძლებისდაგვარად შექმენით მოსახლეობის ასაკობრივი დისლოკაციის რუკა (რომელ ზონაში რა ასაკი სჭარბობს).

საქმიანობის შემდეგი ეტაპია სხვადასხვა კომიტეტთა მუშაობის ორგანიზება

ადგილობრივ პარტიულ ლიდერთა დანიშვნა
ოლქის სიდიდისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით განსაზღვრეთ, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი დაგჭირდებათ. აარჩიეთ ისინი სხვადასხვა კატეგორიის მოხალისეთაგან.

არჩევნებში არმონაწილე ამომრჩეველთან მუშაობის კომიტეტი
ამომრჩევლები, რომლებიც პოტენციურად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ძირითადად არიან:
1. უფროსკლასელები და სტუდენტები
2. ბიზნესმენები, რომლებსაც მივლინებებში უწევთ ყოფნა
3. ამომრჩევლები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ადგილზე არ იქნებიან
4. საავადმყოფოებში მწოლნი, ინვალიდები და ხანდაზმულები.

საარჩევნო ბიულეტენთა დაცვის უზრუნველყოფის კომიტეტი
იმის მიუხედავად, რომ ასეთი კომიტეტი მხოლოდ ერთ, არჩევნების დღეს მუშაობს, მისი საქმიანობის დაგეგმვა გაცილებით ადრე უნდა მოხდეს.
ამ კომიტეტს აკისრია ყველა ვარგისი ბიულეტენის დათვლის და აგრეთვე ბათილადსაცნობი ბიულეტენების გამოვლენის და გაუქმების პასუხისმგებლობა.
ამ კომიტეტში მოზიდული უნდა იქნას სპეციალურად მომზადებული ხალხი, რომელთაც იციან საარჩევნო კანონი, ხმის მიცემის წესი, აგრეთვე უნარი შესწევთ დროულად გამოავლინონ დარღვევები.

ამ მიზნით მათ მთელი დღის განმავლობაში არ უნდა დატოვონ საარჩევნო უბანი. მათ თვალყური უნდა ადევნონ, რომ ყუთი სწორადაა დალუქული.

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის უფროსმა უნდა გამოყოს საგანგებო ადგილი ამ პირთათვის, სადაც თავს მოიყრის მთელი ინფორმაცია გამოვლენილ დარღვევათა შესახებ.

 არჩევნებზე არმოსულ ამომრჩევლებთან მუშაობის კომიტეტი
კომიტეტი მუშაობს არჩევნების დღეს და მისი ძირითადი ფუნქციაა ასეთი ამომრჩევლის დარწმუნება ხმის მიცემის აუცილებლობაში.

სატრანსპორტო კომიტეტი
მუშაობს ასევე არჩევნების დღეს. აწესებს მორიგეობას საარჩევნო უბანზე იმ გათვლით, რომ ნებისმიერ დროს შესაძლო იყოს შესაბამისი ამომრჩევლის სატრანსპორტო მომსახურებისთვის.
 
III. პარტიული ხელმძღვანელის მოვალეობანი
ა. საკუთარ ოლქში მუშაობის ორგანიზება
ბ. ყველა კრებაზე დასწრება
გ. პარტორგანიზაციის გეგმიურ ღონისძიებათა ჩატარების უზრუნველყოფა
დ. დაგეგმილ პროექტებში უშუალო აქტიური მონაწილეობა
ე. ახალ წევრთა მოზიდვა
ვ. პარტიის პლატფორმისა და წესდების ცოდნა
ზ. პოტენციურ კანდიდატთა მუდმივი ძიება.

მოადგილის მოვალეობანი
– ხელმძღვანელის დახმარება მიმნდინარე მუშაობაში
– მისი არყოფნისას მოვალეობის შესრულება

მდივნის მოვალეობანი
– დოკუმენტაციის გაფორმება და მოვლა
– კრების ოქმთა შედგენა
– შემოსულ–გასული კორესპონდენციის დამუშავება
– ორგანიზაციულ საკითხებში ხელმძღვანელის დახმარება

ხაზინადარის მოვალეობანი
– პარტიული ორგანიზაციის საფინანსო დოკუმენტაციის წარმოება
– საფინანსო ანგარიშების რეგულარული მომზადება და წლიური რევიზიისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგება
– საბანკო ანგარიშთა წარმოება და ხელმოწერა პარტიის კიდევ ერთ წევრთან ერთად
– საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: