RSS

პოლიტიკური მარკეტინგი – თემა 1

16 May

პარტიის განვითარების გეგმაში შემავალ
ძირითად ამოცანათა ნიმუში

 
I ფაზა

1. შიდა ორგანიზაცია და სისტემური განვითარება
– დაადგინეთ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლო კანდიდატურები და შეხვდით მათ.
– ჩაატარეთ კანდიდატთა სწავლება, გამოამუშავებინეთ მათ საჯარო გამოსვლის ჩვევები.

2. შტაბის ორგანიზაცია
მიზანი: დროის ფარგლებისა და აუცილებელი ბიუჯეტის განსაზღვრა შტაბის მოსაპოვებლად და აღსაჭურვად (კომპიუტერის, ფაქსის, ქსეროქსის და სხვა მისთანათა შეძენა).

3. საწყისი ბიუჯეტი
მიზანი: სავარაუდო ხარჯის განსაზღვრა შემოსავალთან შესაბამისობით. აუცილებელია ამთავითვე გამოიძებნოს ფონდები და შენარჩუნდეს არჩევნებამდე. ასევე აუცილებელია გეგმის მკაცრად დაცვა.

4. მოვალეობათა განაწილება
მიზანი: გარკვევა იმისა, თუ ვინ ვის წინაშე აგებს პასუხს; ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება; როგორია ურთიერთდამოკიდებულება პოტენციურ კანდიდატთა, კამპანიის მენეჯერთა და სხვა ლიდერთა შორის (პარლამენტში, ცენტრალურ ოფისში თუ კამპანიის შტაბში). პარტიის ორგანიზაციული სქემის შედგენა თანამდებობა–მოვალეობათა მითითებით.

5. სისტემური დაგეგმვა
– კამპანიის მსვლელობისას თქვენს ოფისში მუდმივად მოხდება რაიმე. შემოვა შემოწირულობანი, მოხალისეები გამოთქვამენ პარტიაში შემოსვლის სურვილს და ა. შ.
თქვენ მზად უნდა იყოთ ამგვარი სიტუაციებისთვის.

ა. ფინანსური სისტემა
1. ფულადი სახსრების შემოდინება
მიზანი: ყველა შემოსული თანხა და მათი შემომტანი აღირიცხება სათანადო ფორმით. ნებისმიერი შემომწირველი ღებულობს მადლობას.
2. ფულადი სახსრების ხარჯვა
მიზანი: წერილობითი მოთხოვნის შედგენა; გასავლის დამტკიცების პროცესი; გასავლის მიკუთვნება პარტიის ბიუჯეტის განსაზღვრული სტატიებისადმი.

ბ. ღონისძიებეთა ჩატარებაზე მოთხოვნის დაგეგმვა
მიზანი: წერილობითი მოთხოვნა; სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ; შემოსულ მოთხოვნათა აღრიცხვა; დაგეგმილ ღონისძიებათა განხილვა შესაბამის წრეში; მოთხოვნებზე დროული პასუხი; ლიდერთა და კანდიდატთა გეგმაში ყოველი ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაციის შეტანა.

გ. საჯარო გამოსვლები და სხვა ღონისძიებანი პარტიის ლიდერის მონაწილეობით.

მიზანი: პარტიის ლიდერის (კანდიდატის) განრიგის დეტალთა შეპირისპირების სქემა – მონაცემები მძღოლზე, ღონისძიების მისამართი, საკონტაქტო პირთა კოორდინატები, გამოსვლისათვის საჭირო მასალები, რეგლამენტის მოთხოვნები, პრესის საკითხი, ბუფეტის არსებობა და ა. შ.

 
მოხალისენი

აუცილებელია მოვძებნოთ და მოვიმხროთ მოხალისეები – სტუდენტობა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ინტელიგენცია.
მიზანი: მოხალისეზე მთელი აუცილებელი ინფორმაცია იკრიბება და შედის მონაცემთა ბაზაში. მოხალისეს ვუხდით მადლობას და ვაძლებთ კონკრეტულ დავალებას.
პრესასთან მუშაობა და პასუხები ჟურნალისტთა შეკითხვებზე
მიზანი: განისაზღვროს პრესიდან მომავალ შეკითხვებზე გაცემის სისტემა; გამომავალ პრეს–რელიზთა დამტკიცების სქემა; პარტიული მასალების ასლთა შენახვა ნაბეჭდი, აუდიო თუ ვიდეო სახით.

 
გამოკვლევა

კანდიდატის შესწავლა
– წინამორბედ კამპანიათა, კანდიდატის პირადი და პროფესიონალური ბიოგრაფიის მონაცემთა შეკრების ვადის დადგენა; ინფორმაციები საგაზეთო და სხვა წყაროებიდან; იურიდიული ჩანაწერები და სხვა. მზად უნდა გქონდეთ ოპონენტთა თავდასხმის მოსაგერიებელი მოკლე გეგმა.
ოპოზიციის შესწავლა
– პოტენციურ ოპონენტთა შესახებ არსებული მთელი შესაძლო ინფორმაციის შეკრების ვადის განსაზღვრა. მათი საქმიანობის მოძიებისა და გამონათქვამთა აღრივხვის სისტემის შექმნა. ოპონენტთა შესაძლო შეცდომები სავარაუდოა ადრეულ სტადიაშივე გამჟღავნდეს.

 
პესპექტიული განვითარება

ინფორმაცია საქმიანობის დასაფოკუსირებლად
– შეაგროვეთ ინფორმაცია ელექტორატის შესახებ საარჩევნო უბნისა და ხმის მიცემის ადგილთა დონეზე. განსაზღვრეთ არჩევნებში გასამარჯვებელ ხმათა რაოდენობა, დემოკრატიულად განწყობილ ამომრჩეველთა რიცხვი, ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რათა იგი გამოცხადდეს ხმის მისაცემად.

მასალათა აღრიცხვა

შეადგინეთ ყველა სიათა საერთო სია ბიუჯეტის სტატიათა და შესრულების ვადების მითითებით. სიაში შეიძლება შეიტანოთ მონაცემები ადგილობრივ ორგანიზაციათა, პენსიონერთა, მცირე საწარმოების მფლობელთა, მედიცინის დათა და წინა კამპანიების მოხალისეთა შესახებ.
ძირითადი კონცეფციები და შეხედულებანი

– კანდიდატისთვის შეაგროვეთ ინფორმაცია კამპანიის ძირითად საკითხებზე. თუ მიზანშეწონილად მიიჩნევთ, შეადგინეთ განსაზღვრულ პრობლემებზე კანდიდატის შეხედულებათა მოკლე თეზისები. ყოველი შემთხვევისთვის და არა მარტო შიდა მოხმარებისთვის მოამზადეთ ოპონენტის მხრიდან დაუსაბუთებელ თავდასხმებზე პასუხის ვარიანტები.

ელექტორატის შესწავლა საცხოვრებელი რაიონის მიხედვით

1. რაიონის რუკა
2. ამომრჩეველთა რაოდენობა
3. საცხოვრებლის ტიპები
4. ხელფასის დონე
5. დასაქმების ძირითადი სახე (პროფესიები)
6. ამომრჩეველთა სამუშაო ადგილები
7. განათლების დონე
8. რელიგიური კუთვნილება
9. ორგანიზაციები და გავლენიანი პირები (შეიტანეთ ცალ–ცალკე)
10. წამყვანი ბიზნესმენები
11. საზოგადოებრივი ორგანიზაციები
12. ადგილობრივი ორგანიზაციები
13. სპორტული ორგანიზაციები
14. რელიგიური ჯგუფები
15. სავაჭრო დაწესებულებანი
16. ქალთა ჯგუფები
17. გარემოს დამცველთა ჯგუფები
18. კულტურის მუშაკთა ჯგუფები
19. პენსიონერები
20. ახალგაზრდობა
21. მასწავლებლები, ინტელიგენცია

საიდან ღებულობს ხალხი ინფორმაციას და ქვემოთჩამოთვლილთა პოპულარობის დონე

1. გაზეთები 2. რადიო 3. ტელეარხები და პროგრამები 4. სხვანი

სად იკრიბება ხალხი

1. პლაკატის გასაკრავი ადგილები
2. სად უნდა გამოჩნდეს ხოლმე კანდიდატი
3. სად გავავრცელოთ სააგიტაციო ფურცლები

ძირითადი საკითხები და პრობლემები, რაც ხალხს აღელვებს

1. პარტიის პოლიტიკა ამ მიმართულებით
2. ოპოზიციის პოლიტიკა ამ მიმართულებით

ფონდების მოზიდვის სისტემის დამუშავება

– სახსრების შეგროვებაზე პასუხისმგებელი გუნდის შექმნა. განსაზღვრა პოტენციური სპონსორებისა, რომელთაც ძალუძთ კამპანიის მხარდაჭერა. გაიაზრეთ, თუ რა სახის ღონისძიებით შეიძლება სახსრების შეგროვება. განსაზღვრეთ საწევრო შემოსატანი.

 

II ფაზა

სოციოლოგიური გამოკვლევები

თუ არ შეგიძლიათ გამოკვლევის დაფინანსება, მოაწყეთ გამოკითხვა კარდაკარ სიარულით.

პრეს–გეგმა

– შეიმუშავეთ საერთო გეგმა, დროის ფარგლები პრეს–ინფორმაციის გავრცელებისთვის და პრესასთან შეხვედრის მოსაწყობად. ჩართეთ პარტიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, მნიშვნელოვან პირთა სია, აგრეთვე კანდიდატთა, რომელთაც უნდა წარმოადგინონ პარტიის აზრი საკვანძო პრობლემებზე.

საქმიანობის დაგეგმვა

– შეადგინეთ იმ ღონისძიებათა გეგმა, რომლებშიაც ღირს კანდიდატთა მიერ მონაწილეობის მიღება.

მხარდაჭერის მიღების სტრატეგია

– შეადგინეთ იმ პირთა სია, რომელთა მხარდაჭერაც უპრიანია. როგორ შეხვდებით მათ? რა ვადებია თითოეული ამ შეხვედრისთვის საჭირო? რომელ ავტორიტეტულ პირს შევხვდეთ და როდის? როგორ გამოვიყენოთ პარტიის ახალ წევრთა მხარდაჭერა, თუკი ასეთნი გვეყოლებიან?

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის გეგმა

– მასობრივი ინფორმაციის სასუალებებთან ურთიერთობის კონსულტანტმა შეადგინოს გეგმა პრესასთან მუშაობისა და რეკლამის გაშვების კუთხით, ჩართოს ამ გეგმაში სცენარების მომზადების ვადები, გადაღების თარიღები, საეთერო დროის მოცულობა და სავარაუდო ხარჯები.

საბიუჯეტო გეგმა

– რა თანხებია საჭირო? როდის უნდა გაიხარჯოს ისინი? ძალუძთ თუ არა პარტიის წევრებს გამოგვიყონ ოფისები და აუცილებელი რესურსები.

ახალ წევრთა მოზიდვის გეგმა

– ყოველთვიურად დაგეგმეთ ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პარტიაში ახალ წევრთა მოზიდვა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: