RSS

რუბიკონი – კულტურათა კონფლიქტი

14 May

გურამა – რუბიკა, გერმანულ კულტურასთან თუ გქონია რაიმე შეხება მაგალითად?

რუბიკა – მე არა. ჩემ ბიძაჩემსა ჰქონდა.
როცა რო ნემეცკა–ფაშისტსკი–ზახვატჩიკნერა ჩვენი მიწა–წყალი თავისთვინ მოუნდომეს, მაშინ ძაძ პოღოსა თქვა – დედის–თქვენისამ! – და ეგრევე ომში წავიდა, სადაც მაგისი ტალანტი სრაზუ დაფასდა და ეგრევე ბატალიონის ზამ–პოვარა გახდა.

ატაკის წინ სალდათებს ვაენნა–პატრიოტიჩესკი აბრაბოტკა ეგ უტარებდა – ტავარიშჩი! ბრატია ი სიოსტრი მაი! ესლი მნე ვაშა ატაკა პანრავიტსია, ს ლიჩნოგო რეზერვა ია ვამ გარანტირუიუ პა დვესტი გრამ ატლიჩნოგო სპირტა ს ზაკუსკოი!

უჟე დროა ეგ ფაშისტები გავაგებინოთ, რო აქ ეგენი არ ვაბოგინებთ. ურჩევნიათ წავიდნენ და სხვაგან სადმე იბოგინონ.

ერთხელაც სტალინის პამოშნიკი მოვიდა და მაგას უსმინა. ეგრე მოეწონა, რო სპეცპადგატოვკა გაუკეთა და ნემცების უკნიდან შეაგდო, როგორც დივიზიონნი პოვარი.

მანდ პოღოსამ თან დიდი ფული აკეთა, თანაც სტალინის ზადანია ასრულებდა, აქეთ ინფარმაცია ძლევდა, იქეთ ძველი კალბასით ნემცების ატბორნი დივიზია ნელ–ნელა სწამლამდა.

მაგის მერე ნემცების ბოგინი ჩვენი შობელი მიწაზე მალე მორჩა.
გურამა – რაღა დროს მაგ ამბების გახსენებაა, რუბიკა. მაგ ომის მერე, დამარცხებული გერმანია რო გამარჯვებულ სესერეკაზე კაი პივას უშვებდა, ამაზე რას იტყვი?

გალექსილად რო ვთქვათ

გამარჯვებულ სესერეკას წყობა ავარიული,
დამარცხებულ გერმანიას – ლუდი ბავარიული!

არა ძმაო, გერმანული კულტურა მართლაც უნიკალურია. ჯერ მარტო ეს ერთი სახელი – გიოტტე, რამხელა ასოციაციებს აღძრავს ჩვენში..

რუბიკა – იი! რა გიოთ, ტო! ნეუდობნა, ელი.

ისე, მეჟდუ ნამი, ეგ სიტყვა მართლაც რომ აღძრამს ჩვენი მამედას ასო, თავისი ცია–ციებით…

გურამა – რაებს ბოდავ! კაცობრიობას თითებზე ჩამოსათვლელად ჰყავს მაგოდენა ბუმბერაზი.

რუბიკა – იი! რაღა ეგ გიკვირს, თბილისში ბეიმურაზის მეტი რა დადის.
გურამა – ჯერ მარტო მაგისი ფაუსტი რამხელა რამეა…

რუბიკა – იი! რამხელაც არი, სუ მაგის ჯანში იყოს. დაიცა, მაგას ნემცურად ფაუსტი ჰქვიან?

გურამა – ან მეფისტოფლის შექმნა არ გინდოდა.

რუბიკა – დიდი რამე, ჩემგან შექმნული ტუფლი რა, მეფის ტუფლი არ არი?

გურამა – ახლა ტორკვატო ტასოს არ იკითხავ?

რუბიკა – იი! რა კვატო, ტო, ტასოსნაირი გოგო ამ უბანში არ გაივლიდა.
გურამა – აბა რა გელაპარაკო, მახათის მეტი არაფერი გეინტერესება. კაცი კლასიკას თუ არ იცნობ, ნახევარი კაცი ხარ, იცოდე.

რუბიკა – რაზე არ ვიცნობ. ჩემი პირველი ცოლი მთელი ღამე “კონსუელო” მიკითხამდა, მეორე ცოლი – “დეკამეროვი”, ეხლანდელიც “მადამ პოვარი” და რამე.

ჩემთითონ წაკითხვილი მაქ “ჩელავეკ–ამფიბია”, “სევილსკი პარიკმახერი”, “ტევტონი და არაბი”, “მგლის ბილიკი”, “დავიდ სასუნცი”, “ვასიოკ ტრუბაჩოვი”…

მაგენებიდან მთელ–მთელი ამბებიც მახსომს, დაჟე გვარები.
ნაპრიმერ – ლა როშელი რო გატრაკა და მუშტუკიორები რო მანდ ომი ჰქონდათ, მაგების სარდინალი ხო რიშელიე იყო.

გინდაც, პარიჟში რო დიდი ბრატაუბისტვენი რეზნია მოხდა, რომელიც ბართლომეს ღამე, მეჟდუ კატოლიკნერა ი პროჭესტანტნერა.

დაჟე, ნაიზუსტ ვიცი ბლომად კლასიკოვი ადგილები.
ნაპრიმერ ეგა:
– ბარევ–ძეს ლენინ–ჯან, ვონცა გორძა?
– კამაც–კამაც, ცავატანემ. ინჩ პრობლემ, კამო–ჯან?
– ეს ჩათლახ კონტრა ტროცკი ასუმა – რევალუცია კორწრაწა.
– ინჩ ასუმა? ლესირ, ჯიგარო–ჯან. ტერქუმ ტროცკი ხაიტარაკუმენ მერ რევალუცია.

ანდაც: – დეზდემონ, გედნე დნემ ქეს ეს კუბოი თაღემ, ურა მერ პლატუკ, მამაითქ…ნემ?

მეტიც გითხრამ, კლასიკებზე ჩემი ლექსების მიძღვნერებაც მიქნია:

ვრაცი, კაკ ვი ნადაელი, უჟე დაჟე აბნაგლელი
ჩვენს უკნიდან რო ატყუებ, მოთმინებას ნუღარ ელი,
გაიძახი ჩვენი არი ცურტავ–ელი, რუსთავ–ელი,
მაშტოცამდე ანბანები სულ არ გქონდათ ვაბშე, ძველი.
ეგ ამდენი სიაფანდი მაგ ანაბნით წერეთ ელი?
უ ვას სპრასი, ვსე გრუზინი, დაჟე აკაკ წერეთელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: