RSS

რუბიკონი – ძირს კოლაბორაციონიზმი!

13 May

გურამა – ისე, ამ ბოლო ხანს რა სწრაფი პროგრესია, თუ აკვირდები. ასი წლის წინ შვილდისარს სროულობდა კაცი და ახლა ნეიტრონული ბომბით დასდევენ ერთმანეთს.

რუბიკა – რაღა ბომბზე ახტები, შენ კაი კაცო. შენ ტუფლის ფასონი ნახე, რამდენია. ადრე თუ ყველა ერთნაირი მაკასინის ზაკაზი იძლეოდა, ეხლა რამდენიც კაცი, იმდენიც ვკუსი.

ისე კი, პრაგრესი როგორ ვერა ვხედამ. ადრე რო ჩემი პაპის პაპა ნალი ვირზე არტყამდა, მე უჟე კაცის ტუფლზე ვარტყამ. ვ ასნავნომ რუსის ვაენასლუჟაშჩებზე, მაგრამ ეგნებიც ხო თავისებურად ადამიანები არიან.

აი, მაგათი ცოლები კიდე ვაბშეე ძალიან კარგი ადამიანები არიან. მაგაზე ხო მაინც საგლასნი ხარ? არა, ეგეთი გულკეთილი ხალხი ვაბშეე არ მინახნია. რა უნდა სთხოვო, რო ატკაზი გითხრან…

გურამა – რავა, შენ კიდე ოკუპანტებს ემსახურები აქანე?!

რუბიკა – არა, შენ იცი ნაღდი პრაფესიონალიზმი რა არი? პირველ რიგში შენს ხელობას პატივი უნდა დასდო, ელი. კინოში ხო მაინც გინახნია, ექიმი რასა შვრება. დაჟე მაგისი ვრაგი რო კვდებოდეს, ეგ მაგის გადარჩენა ჩალიჩობს.

ჩემი ხელობაც ხო პაჩტი იგივეა.

როცა ჩემი პირველი ცოლი, არევიკა გამაიცვალა თავისი მეორე ქმარი… კაროჩე, ჩემგან არტუშასთან რო წავიდა, მაგ არტუშას სვადებნი მაკასინების ზაკაზი ჩემთან მოიტანა და უთხრა – რუბიკ–ჯან, ეს ერთი უსლუგაც მიყავი.

ეგეთი ტუფლი არტუშასთვინ უნდა შაკერო, რო ხალხი იძახდეს – ვაა, არტუშა ნახე, ნაღდი პრინცია. ეგეთი ჯეელის გულისთვინ ლუბოი ქალი ოჯახი მიატოვდა.

მეც ავდექი, და ეგეთი შედევროვანი რამე შავკერე, რო არტუშა, ზედ თავის ქორწილში, კიდე ორი ქალი შეაბა, ელი.

ეხლა შენ კიდე უძახე, რო მე ოკუპანტებს ვემსახურები. თუ მე ჩემი ოჯახის ოკუპანტ არტუშაზე უარი არ უთხარი, ეგ ანგელოზივით ქალბატონები რა დამიშავეს. ბოლო–ბოლო, რასაც გაძლემენ, განა იმდენი უკან რა იღებენ, რო?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: