RSS

რუბიკონი – შეწყვეტილი ციკლი

13 May

გურამა – არიქა, რუბიკ, გოგია მოდის. მაგას წელს კაი რთველი ქონდა და დასალევზე უარს არ იტყვის. მოდი შენ თხოვე, თორე ჩემგან გაბეზრებულია.

რუბიკა – კი ვთხოვ, მაგრამ მე ხო ღვინო ვერა ვსვამ და ეგრევე ისქესებს რო შენ მათქმევინე.

გურამა – მაშვინ არაყი თხოვე. დაგვიდგი ერთი ბოთლი და კაცურად დაგლოცავთ–თქვა. მშრომელი კაცისგან დალოცვას არაფერი გერჩივნოს–თქვა.

რუბიკა – ჰო, კარგი, ოღონდ არაყი მეც კი ვლემ. ნახევარი ჩემია.

გურამა – ჰო, კაი, ჩაგისკდა მუცელი. ე, ბიჭო, მევიდა, დროზე… (თვითონ ჯიხურს ეფარება).

რუბიკა – გოგიას გაუმარჯოოს! ბარაქა არ მააკლოოს!

გოგია – ოო, მშრომელ კაცს გაუმარჯოოს! კაკრაზ ახლა მოვრჩი ზავოდობას, ჩემო რუბიკა და ეს ცეცხლივით არაყიც შენ წამოგიღე. ნახე რა ჯაჭვი აქვს, ამირანი ვერ გაწყვეტს.

რუბიკა – ვაი, ცავატანემ, რათა სწუხდებოდი…

გოგია – რათა და მე შენგან ამაგი მახსოვს, ხო იცი შენა. ჩემი სიდედრისთვის ვიწრო ფრანცუზკები რო შეკერე, განა დამავიწყდა. რაც მე მაგის სიმწრის ცრემლი ვნახე, და ჩემი სიცილისაც ზედ დავამატე, იმას გიბრუნებ ამ არყის სახით.

ოღონდ იმ მუდრეგ გურამას არ ჩააცეცხლო, იცოდე. მაგან იმ ჩემ სიდედრსა ი შენი ტუფლით დაწყლულებული ფეხი უცბად არ მოურჩინა რაღაც წამლითა, კოლხური მალამოა თუ რაღაც ოხრობა, მე მაგის…

რუბიკა – მაიცა! არ ჩავაცეცხლებ, ოღონდ არ შააგინო რა…

გოგია – მა ციკლი რით შავამსო?

რუბიკა – იი! მაცი კლირით შაამსო?! იი!? მაცი ხო კაცი, ეე!? იიი!?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: