RSS

ზნენი სამამაცონი – 47, ნაგებობანი

12 May

tixa“ვინა თქვა თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი.”
სიმონ ჩიქოვანი

თიხით ნაგები ეს ნამოსახლარი ძ.წ. VI–V ათასწლეულით თარიღდება. საცხოვრებელთა მჭიდრო განლაგება თავდასაცავად უფრო საიმედოა.

tadzarბერიკლდეებში ნაპოვნი ამ ტაძრის ასაკი კი დაახლოებით ექვსი ათასი წელია.

მას გარს ერტყა 2 მ. სიგანისა და 4 მ. სიმაღლის გალავანი, რომელსაც გარე ღრმა თხრილი გასდევდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს ერთ–ერთ უძველეს ციხე–სიმაგრესთან.

ხართავა სვეტისთავი ციხისგორიდან ძ.წ. III ათასწლეულს მიეკუთვნებxarTavaა.

დაახლოებით ორი ათასწლეულის შემდგომ (510 წ.ძ.წ.) იმავე ელემენტით დარიუსის სასახლეა შემკული, რაც წინამორბედი დიდი ცივილიზაციის

გავლენით უნდა აიხსნას. სვეტისთავს ჩვენში დღესაც ბუღაურს ეძახიან.

გაუგონარ ჟამთა სიავეს მრავალი ნაგებობა შეეწირა, ხოლო რაც გადურჩა, ამგების ნიჭიერებით დღესაც აოცებს მნახველს.

1876 წელს, ხალდეზე შეტევისას, რუსის ჯარმა ქვემეხები უშინა 11 სვანურ კოშკს, მაგრამ ვერა დააკლო რა. ერთ მათგანს ძირი გამოუთხარეს, აუფეთქეს და წააქციეს, მაგრამ არც ის გატყდა.

სვანური კოშკი თავისი დროის საინჟინრო და სამხედრო აზროვნების შედევრია არა მარტო როგორც საოცარი სიმტკიცის ნაგებობაა, არამედ როგორც დახვეწილი თავდაცვითი სისტემა.

იგი გათვალისწინებულია ხანგრძლივი ალყისთვის, აქვს საგანგებო სათავსოები საკვებისა და წყლის დიდი მარაგებისათვის და ავტონომიური რესურსები საბრძოლო მასალის, კერძოდ – “შავი დენთის” წარმოებისთვის.

სვანური რიტუალი “ადრეკილაი” ლამის იმ უხსოვარი დროიდან მოდის, როცა გაზაფხულზე ბუნების გაღვიძების დღესასწაულები ჩაისახა. ამ რიტუალში ნარჩენი თოვლისგან აგებული მურყვამი შერკინების დროს რომელი სოფლის მიმართულებითაც წაიქცეოდა, იმ სოფელს ნაყოფიერი მოსავალი ექნებოდა.

ამდენად, მურყვამი განუზომლად უფრო ძველი ნაგებობა უნდა იყოს, ვიდრე ვარაუდობენ.

საბედნიეროდ ჩვენი ციხე–კოშკები ზედმიწევნით არის შესწავლილი და ლიტერატურაც უამრავი მოგვეპოვება. მათი მოვლა–პატრონობის საქმე კი, სამწუხაროდ, ბევრად უარესად არის.

მომავალში, იმედი გვაქვს, ყველა რაიონში შეიქმნება ქართული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთა კლუბები, რომელთაც თითო ასეთი ნაგებობის მოვლა რომ დაისახონ მიზნად, ციხესაც ეშველება და ამ საქმეში ჩაბმული მოზარდებიც იმთავითვე სახელოვანი წინაპრის ღირსეულ მემკვიდრედ იგრძნობენ თავს.

არდაბაგი – კანკელი, ფანჯარა, ლანძვი
ბოჭიტა – სათოფური
ბურღო – კოშკის სახეა
ბუღაური – სვეტისთავი
ბჭე – დიდი კარი
გამერი – სახლის თავხე (მეგრ.)
გოდოლი – ქვის მაღალი კოშკი
დათვა–ბოყვა – კლიტის სახეა
დარანი – მიწისქვეშა სამალავი
დარბაზი – საცხოვრებლის სახეა
დურო – ქვიტკირის ბინა–კოშკი
ზეთასთვალი – კოშკის მეოთხე, საომარი სართული (ხევს.)
ზღუდე:
– გალავანი – გრძლადნაგები კედელი;
– გისონი – სამი წყრთა სიმაღლისა;
– დრუსო – ქვის კოშკებიანი ზღუდე;
– ყერო – სხვილ ძელთა აღმა დასობით;
– ხირხალი – სხვილი ძელით სიგრძეზე სამ–ოთხ რიგად შემოვლებული;
თავხე – სახურავის გასამართი მთავარი კოჭი, კეზი (ხევს.)
კამარა – თაღი
კოშკი – წვრილი, მაღალი ციხე
ლაკურა – ფანჯარა (სვან.)
ლარტყა – ბრტყელი ლატანი
ლარძაყინი – სახურავის ელემენტი
ლატანი – წვრილი და გრძელი ძელი
ლიბო – საძირკველი
მაჩუბ, მაჟიბ – სვანური საცხოვრებლის I და II სართულები
მოსინი – მოსინიკთა ხის კოშკი
მურყვამი – სვანური კოშკი
ნაგი – ანაგები, ნაგებობა
ნივნივი – სართულის გარდანაჭდობი
ოდა – საცხოვრებლის სახეა
ორკე – სარკმელი, ჭუჭრუტანა
ოსხირი – საძირკველი (მეგრ.)
საგდოლი – კარში გასაყარი
საგვერდული – ბანის კიდურა კოჭები
საგუშაგო – გუშაგის სადგომი
სათოფე – სათოფური, მცირე სარკმელი სიმაგრეში, დურო
საკიდური – კუთხის ლოდი
სამზერი – სათვალთვალო
სამცხვირ – კოშკის სათოფური (სვან.)
სანგარი – საფარი, პატნეზი, ხანდაკი, შდულ (სვან.)
საძალნი – კარის კლიტე–ურდულნი, საკვალთი, საგდოლი, დათვა–ბოყვა, ბარამბია, რაზა;
სიმაგრე – თავდასაცავი ნაგებობა
ფაცხა – საცხოვრებლის სახეა
ფლისკინა – თხრილი სიმაგრის ირგვლივ
ქავი – ციხის გალავანი
ქარაია – კარის მაღლითა კოჭი
ქორა – ზედა სართული
ქორეთის მკერდი – დარბაზის გამყოფი ხის დიდი ძელი
ქორკაპი – სამკუთხა მინაშენი ციხეზე, ბრძოლაში მეციხოვნეთა საფარად
ქონგური – გალავნის დაკბილული თავი
ყავარი – სახურავი მასალა
ყორე – ლიტონი ქვით ნაგები კედელი
შიდაციხე – ქალაქშიგნითა ციხე,
შუათვალი – სართულის სახელი
შუკუმი – ერდო
ჩარდახი – ციხის ნაწილი
ჩარხილი – საცხოვრებლის სახეა
ჩუქურთმა – შაბაქა, გრეხილ–ხვეული, მუდახილი, კოზმიდი
ციხე – თავდასაცავი ნაგებობა, ჯიხა
ძირისთვალი – სართულის სახელი
წინამო – ფასადი
წირთხლი – კარის ამყოლი
ხულა – საცხოვრებლის სახეა
ჯარგვალი – საცხოვრებლის სახეა
ჯებირი – ლაშქართ საფარი

 

ტეგები: , , , , , , ,

3 responses to “ზნენი სამამაცონი – 47, ნაგებობანი

  1. ელდორადო

    July 16, 2010 at 10:53 am

    ძალიან საინტერესოა

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 10:14 am

    საინტერესოა და საჭირო

     
  3. ქეთევან ჩიკაშუა

    October 30, 2012 at 12:39 pm

    ძალიან გამომადგება

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: