RSS

ზნენი სამამაცონი – 46, ეტლი და საზიდარი

11 May

uremეს საოცრად სრულყოფილი ეტლი და სათამაშო ურემი დაახლოებით 5 ათასი წლისანი არიან.

როგორც ხედავთ, მათ უკვე იმ დროისათვის მიუღწევიათ პრაქტიკულად დასრულებული ფორმისთვის, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ამ მიწაზე უხსოვარ დროში მოიშინაურეს საჭაპანო პირუტყვი.

არგონავტიკაში აღწერილი სპილენძისჩლიქიანი ხარებიც უდავოდ იმის მიმანიშნებელია, რომ კოლხებს სელექციის განსაკუთრებული ცოდნა და კულტურა გააჩნდათ.

ცხენოსნობისადმი მიძღვნილ თავში უკვე მოგითხრეთ წარმოშობით მატიენი კიკულის შესახებ, რომელსაც ეკუთვნის უძველესი (3400 წლის) სახელმძღვანელო ცხენის ეტლში შესაბმელად გაწვრთნისა.

ცხენი 7 თვის განმავლობაში იწვრთნებოდა, რაც ნიშნავს, რომ საბრძოლო
etliეტლს საკმაოდ რთული ამოცანები ეკისრებოდა.

ასევე ჩვენს წინაპრებს მიეწერება შექმნა საბრძოლო ეტლისა, რომელიც გადატრიალება იყო საბრძოლო ხელოვნებაში.

ეტლის ეს ბრინჯაოს მოდელი კახეთშია ნაპოვნი და სამ ათასწლეულს მოითვლის.

აპეური – სამალდი, ტაბიკის თოკი
არაბა – ურმის სახეა (მეგრ.)
არიში – ურმის გვერდები
აჩაჩა – ურმის სახეა
ბარის ურემი – მაღალი ურემი
ბეწვა – ჭინჭილაკი, ჭანჭალაქი, ღერძის ჩასაყარი
ბოლოთრია – ურმის სახეა, გოგრაჭა
გა – ურმის ორი დედო ძელი
გარეწანა – მარხილის ნაწილი
გაშდუდი – ურმის დედოს თავი
გელმა – ციგა
გოგორა – მცირე ბორბალი
დოთა – მარხილის ნაწილია
ეტლი – ცხენის შესაბმელი
ზესადგარი – ურემი თვლების გარეშე
ზეწრები –
თავკავი – მარხილის სახეა
თათები –
თვალი – ბორბალი
თვალის რკინა –
თურში – თუში, მარხილის სახეა
კამპო – ურმის წინა ნაწილია
კანდაულა – ურმის კვერნა
კაპეხი – ურმის ნაწილია
კონკილა –
კოპე – საპოხის კვახის ჭურჭელი,
კორაქი – კორაკი, ტაბიკშუა წნელი
კოტა – უღლის რიკი
კოფო – დანდალი, გარა, დასაჯდომი
ლართხი – ურემზე დასაგები ლასტი
ლაფათინი – იატაკის საყრდენი განივი ქილიშები, ფალმანდი, უწყვეტი
ლეკვი – დუმა, თვლის ხელნასთან არმიმშვები
ლეკმარხილი – მცირე მარხილი
ლეკჩი, – მარხილის გრძივი თოკი (სვან.)
ლუტფი – მარხილის განივი თოკი (სვან.)
მაზიდა – ურმის სახეა
მანა – მომცრო მარგილი
მანჯიკი – მომცრო მარხილი
მარტუღელი – ერთი ხარის შესაბმელი
მარხილი – უგოგო ურემი, საუ (სვან.)
მარხილე – დაბალი, ანუ ფარდის ურემი
მორგვის ზალტა –
ნალო – ეტლივით მარხილი
ოლოლა – პატარა ურემი
ორბა – ურმის თვლის კუნძი
პეშვა – აჩაჩა ურმის ღერძის ამოსადები
საბარო – მცირე ურემი
საგორავი – მუხრუჭივით
სავი – მარხილის სახეა
საკირცხავი – მარხილის ნაწილია
სალმანა – ურმის ხელნა
სალტე – თვლის ლითონის რკალი
სამცობა – ურმის ნაწილია
სარეკავი –
სართაულა – მარხილის სახეა
სარმანა – ურმის ჭალი
საცურავი – მარხილის, ციგის ნაწილი
საყევარი – მარხილის ხელნა
საყევრის უღელი –
საწაფი – უღლის დასამძიმებელი
სელი – ორთვლიანი მარხილი
სოლი –
სფორა – მარხილის ნაწილია
ტაბიკი – უღლის ნაწილი (შუა, ნაპირა)
ურემი – ხარების შესაბმელი ორთვალა
ურიკა – ცალუღი მომცრო ორთვალა
უღელი – ქედზე დასადები
ფამფალაკი – მცირე ბორბლის ღერძი
ფერსო – ურმის თვლის გარეშემო
ფინა – ურმის ნაწილია
ფორანი – ოთხთვალა
ფრჩხილა – ურმის სახეა
ღირღიტა – მცირე ბორბალი
ღო – მარხილის ფეხი
ტყლაპა – ხელნის საცვეთი
ჩაუ – მარხილის ჩელტი (სვან.)
ჩოჩიალა – ურმის სახეა
ცალუღი – ერთი ცხენის შესაბმელი
ციგა – პატარა მარხილი, დომბურა
ძარა – მოწნული სათავსი ურემზე
ძიგლიგა – პატარა ურემი
ჭაპანი – სქელი ღვედი
ხელნა – ფორანის დამაკავშირებელი უღელთან, ბიჭაკი (მეგრ.)
ხელნის თავი – ხელნის ზალტა
ხიზეკი – მარხილის სახეა
ხინდიკა – ჯაჯგუნა ურემი
ხოროკია – ურმის სახეა
ხოხა – ურმის სახეა
ჯაგვი – ფორანივით
ჯალავარი – ქვის საზიდი ლასტი
ჯინი – გოდორ–მარხილი

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 46, ეტლი და საზიდარი

  1. ნელი-ნელი

    July 16, 2009 at 12:16 pm

    სოლი – არის უნაგირისა და ეტლის დასაკავშირებელი პატარა ხის ჯოხი.

    ზემოთ გამოტოვებულია სოლის განმარტება, მოკრძალებით გიწერთ მის განმარტებას, თუ არ მიწყენთ.

     
  2. უბატონო

    October 2, 2009 at 5:55 pm

    დიდად ვაფასებ თქვენს ყოველივე ღვაწლს მაგრამ მაქვს ერთი შენიშვნა, რომ ეტლი რომლის სურათიც ზემოთ არის დატანიებული არის ხორნაბუჯიური ეპოქის საბრძოლო ეტლი და ის ნაპოვნია ქალაქ დედოფლისწყაროში და არა კოლხეთში.

    ამ არაზუსტი წყაროთი შ იძლება ბევრი შეცდეს.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: