RSS

რუბიკონი – პაგანინი

10 May

ვართანა – რუბიკ–ჯან, ჩემი ტუფლი უჟე გატოვია?

რუბიკა – აჰა, ჟიგარო–ჯან, შვიდობაში გაცვითე და ისევ ჩემთან მოიტანე.

ვართანა – ვახ, შენი, ახალივით არ არი? რო ვიყიდე, ეგეთი მაშინ არ იყო. შავი ლაკიც მაგრა უხდება, ხო იცი, ეს ოქროსფერი გაროშკები ხო ვაბშეე.
საღოლ, რუბიკ. შენ ამ საქმის ეგეთი მასტერი ხარ, როგორც რო დუდუკზე გასპარიანი.

გურამა – მახათსაც ისე ხმარობს, როგორც პაგანინი.

ვართანა – მითომ რატომ პაგანნი, მაგის უკეთესი ვინ არი რო? მე მაგას ეგეთი პატივსა ვცემ, რო როცა მოვკვდები, შილა მაგან უნდა გამიკეთოს.

რუბიკა – იი! ძაძ ვართან, დარაგოი, პაკა ჟივოი, უტაჩნი პაჟალსტა, რომელი შილა უნდა შენზე გავაკეთო? რომელიც ფლავი თუ რომელიც მახათი? ვააი! ვააი! ააააი! მამა–ჯააან! (ეს სიცილია).

გურამა – ვააა–ხა–ხა–ხა–ხა–ხა!…

ვართანა (ნაწყენი) – აბა თქვენ კაცმა რა უნდა გელაპარაკოთ. თქვენზეა თქვილი – ხარი ხართან თუ მიაბი, ორი ხარი გექნებაო. (მიდის)

გურამა – ისე, ეგ ვართანა თლად კი არ ტყუა. მაგ მახათით და სადგისით გაქ დამკვიდრებული შენი ადგილი ამ მზისქვეშეთში. შენი რო ვიყო, მაგათთვის რაიმე მოსაფერებელ სახელებს შევარჩევდი.

რუბიკა – ოქრო და თამასუქი?…

გურამა – ფუჰ, ეგ თამასუქი რაღა იყო. მაგ სიტყვით საყვარელ არსებას რავა მივეფერები?

რუბიკა – რაზე არა. თანაც, თუ ქალი სუქანია, თამასუქი უფრო არ მოუხდება, ვიდრე ჩიტუნი?

გურამა – არა, აქ ლაპარიკია რაიმე კნინობით სახელზე. სიტყვის ფუძეზე შესაბამისი ბოლოსართის მორგებით.

რუბიკა – ეე! ეს ინჩ გრამატიკუნემ ხუჭუჭ–მუჭუჭ. მე რო მაგდენი პრავილები ვერ ვიცი?

გურამა – მაგას ნუ ჯავრობ. მე წაგეხმარები პაწას.
მაგალითად, ავიღოთ მახათი და ვაწარმოოთ მისგან კნინობითი ფორმა – მახათუნე. ხომ ლამაზია.
ახლა შენ სცადე, სადგისი როგორ გამოვა.

რუბიკა – იი! სადგისუნე?

გურამა – სად მისუნე და აქ მისუნე! ვაა–ხა–ხა–ხა–ხა–ხა! ხო გაჭამე!

რუბიკა – მაშ ეგრე, არა? აი, პივის ფული რო მოგინდება, მერე ვნახამთ ვინ ვიზე სუნებს.

 

One response to “რუბიკონი – პაგანინი

  1. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 10:08 am

    რუბიკა – ეე! ეს ინჩ გრამატიკუნემ ხუჭუჭ–მუჭუჭ. მე რო მაგდენი პრავილები ვერ ვიცი?

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: