RSS

ზნენი სამამაცონი – 45, საკრავნი

10 May

“იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი”
შოთა რუსთაველი

სამთავროს ერთ–ერთ სამარხში ნაპოვნი უძველესი სასულე საკრავი – სალამური ძვ.წ. XV–XIV საუკუნით არის დათარიღებული. მასზე ბევრად უფრო ძველია ძალიანი (სიმიანი) საკრავები, რომლებიც ყაზბეგსა და უფლისციხეშია მიკვლეული და ძვ. წ. IV–III ათასწლეულებით თარიღდება.

ეს არფისებური საკრავები, ისევე როგორც სვანური ჩანგი, შუმერული არფის ნათესავად მიიჩნევა. საინტერესოა, რომ შუმერულ არფას თავდაპირველად ერქვა “ბან” (მშვილდი), რაც ლარის დასხლეტის ხმას უნდა ასახავდეს და ძველი ქართული საკრავის – “ებანის” დასახელებაც, მეცნიერთა ვარაუდით, აქედანვე უნდა მოდიოდეს.

საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისით სულხან–საბას ლექსიკონში ჩამოთვლილ საკრავთა შორის სწორად “ებანის” განმარტება იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, ოღონდ აქ იგი დასარტყამი საკრავის სინონიმად არის მიჩნეული – “დაფი, ტინბანი, საკრავი განმარისხებელი გულთა კაცთა”.

თუ გავიხსენებთ, რომ საკრავი ტიმპანი ჯერ კიდევ “არგონავტიკაში” მოიხსენიება, ცხადი ხდება რა ხნის ისტორია აქვს ჩვენში საკრავით გულთა განრისხებას. ამგვარი მუსიკალური “დოპინგის” არსებობა თავისთავად მრავლისმეტყველია.

mechangeასეთსავე ემოციას იწვევს საჭიდაოს უეშმაკო მელოდია, ხოლო “ხორუმი” ამ მხრივ ალბათ მწვერვალია და არა მარტო ჩვენი ხელოვნებისა. მშვენივრად გადმოცემს ამ შეგრძნებას სტრიქონები ლადო ასათიანის “სალაღობოდან”:

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს…”

სტრაბონს მოხსენიებული აქვს თრაკიელთა მიერ ხმარებული არაბერძნული
(სავარაუდოდ ფრიგიული) საკრავნი “ნაბლასი” (შეადარე საბას ლექსიკონში: – ნავალა – ქნარივით) და “სამბიკა” (შეადარე საბას ლექსიკონში: – სამბიკი – მცირე ნაღარა).
სტრაბონისვე ვარაუდით მთელი თრაკიული მუსიკა წინააზიურია.

მეჩანგის ეს თიხის ფიგურა უფლისციხეშია ნაპოვნი და ძვ. წ. VII–VI საუკუნეებს განეკუთვნება.

mechange1მომდევნო, კომპოზიციურად მისი მსგავსი მეჩანგის ფიგურა კი ათენის მუზეუმშია დაცული და ძვ. წ. V ათასწლეულს განეკუთვნება.

 

ათძალი – სიმებიანი საკრავი
ალყა – სიმი, ძალი, ლარი, ჯალი, ჯა
ასოსრა – ვერცხლის წყრთეული საყვირი
ბარბითი – სიმებიანი საკრავი
ბირგიელი – ხუთიანი ლარჭემის ლულა
ბობღნი – დაფდაფისნაირი
ბუკი – დიდი საყვირი
ბუშტი – ჩონგურის მუცელი
გადატანილი – მეჭიფაში (მეგრ.), სოინარის/ლარჭემის მეოთხე ლულა
გალი – ჯორაკის ჭკდე,
გამაჭყაფური – ლარჭემის მესამე მილი
გურაგი – დოლივით
დალაბანდი – დარაბანდი, დამბურა
დამწყები – გუდასტვირის დედანი, ჩომგურის სიმი, ლარჭემის/სოინარის მეხუთე ლულა
დაული – დავლი, დავილი, დოლივით
დაფი: – ცალ მხარეს ტყავიანი – დაირა,
– ორ მხარეს – დაფდაფი
დედნები – გუდასტვირის ორი სტვირი
დრაში – ტაბლაკის საცემელი
დუდგულა – სასტვირე ხე
დუმბული – მცირე ნაღარა, სამბიკი
ებანი – დაფი, ტინბანი, საკრავი განმარისხებელი გულთა კაცთა
ეჟვანი – საჟღერი
ვახი – საკრავის სახეა
ზაბილური – დაფდაფისმაგვარი საკრავია
ზანზალაკი – მცირე ზარი, კუდუნი
ზარაზინი – დიდი ეჟვანი
ზარი – რვალის დიდ სარეკელი
ზიკიპინტი – ზიკიპინტრე, მცირე ჯორა
ზილი – მსხირპანე ძალი
ზროხაკუდი – მომცრო საყვირი, ნაფირი
ზურნა – ქართულად სტვირი
თანბური – საკრავის სახეა
თეზენა – “––––––––––”
თეჟარა – ჩაღანა, ჩონგურის დასაკრავი ბლის ქერქი
კითარი – ათძალი, ჭიანურივით
კინკირა – წინწილა
კორა – სიმიანი საკრავის ნაწილი, კოპიჭი, საკუდარი
ლარჭემი – სოინარის მაგვარი
ლინი – რვალის საჩხარუნებელი
მალიკი – სოლი ფანდურის ყელში
მაღალი – ხუთიანი ლარჭემის ლულა
მაჭყაფალი – ხუთიანი ლარჭემის ლულა
მებანე – დიდი ბანი, ლარჭემის პირველი ლულის სახელია
მეექვსე ხმა – კრიმანჭული, ლარჭემის მეექვსე ლულა
მეშხუაშე – ექვსიანი ლარჭემის ლულა
მეჭიფაშე – ექვსიანი ლარჭემის ლულა
მომძახილებელი – ჩონგურის მეორე სიმი
მძნობარი – მომღერალი საკრავით
ნავალა – ქნარივით
ნართი – ძალნი საკრავთა
ნაფირი – სიმებიანი საკრავი
ნაღარა – სამპიკი
ნესტვი – ხის, ძვლის ან რქის ჩასაბერი საკრავი: აჭარპანი, ნა, პილილი (ლაზ.), სტვირი, ჭიმონი, ავილი, გუდასტვირი, ტურულა, სალამური, ზურნაიკი, შუშულა, საზანდარი, ტუტულაკი, თულუმი
ნოაგი – სამწყობრო საკრავია
ნობა – დაფი ლითონისა
ოკე – საყვირი (მეგრ.)
ორტყაფე – ლარჭემის სალტე
პირხვეული – ჩონგურის სათლელი
ჟირი – ძალი მსხირპანესა და ბოხს შუა
საგულე – სიმებიანი საკრავის გულის ფიცრის ნახვრეტები
საკრავი – ყოველი სამწყობრო ძალთა და ნესტვთაგანი
სამუსი – სიმებიანი საკრავი
სანთური – სიმებიანი საკრავი
საზი – სიმებიანი საკრავი
საორძალე –
საპიტინა – სასტვენი
სასტვინელი – უენო ჩასაბერი საკრავი
საყვირი: ბუკი, ქანარა, იობელისნი, ყვიროსტვირი, ზროხაკუდი და სხვანი
საჩხირე – სიმის თავის დამჭერის ბუდე
სოინარი – სტვირნი შეწყობით შეწებებულნი
სპერიმური – სპილენძჭური, სპერჭური, ნაღარასავით, ქოსი, ქოსნაღარა
ტაბლაკი – მცირე ნაღარა
ტაბლი – საქორე ნაღარა
ტიკზარი – გუდასტვირივით
ფანდური – სიმებიანი საკრავი, ფანტური
ფერდი – ჩონგურის მეოთხე სიმი
ქამანი – ჭიანურის ხემი, ქამანჩა
ქანარა – სამხედროთა საკრავია
ქარა – დოლის ხის რკალი
ქარახსი – ჭიბონის რეზონატორი
ღოროტოტო – საყვირისმაგვარია
ყელი – სიმიანი საკრავის ნაწილი (კოდიდან თავამდე), ჩასაბერის ნაწილი (ტუჩიდან ხვრელამდე)
შვილდაკი – ძუაგაყრილი ხემი
ჩალიკი – ნაღარის საცემი ჯოხი
ჩანა – კოდი, სიმიანი საკრავის მუცელი
ჩანგი – ალყიანი საკრავი, ქნარი
ჩასტა – ექვსსიმიანი საკრავი
ჩაღანა – სამსიმიანი საკრავი
ჩახანა – სპილენძის საჩხაკუნო
ჩახრუხა –
ჩონგური – სიმებიანი საკრავი
ჩუგური – ოთხსიმიანი საკრავი
ცანგალა – სიმებიანი საკრავი
ძნობა – დაკვრა
წინწილი – საცემი საკრავი სპილენძისა
წიპილი – პილილის ენა
ჭიანური – ხემიანი საკრავი
ჭიბონი – გუდასტვირი, თულუმი
ჭიფეში – ხუთიანი ლარჭემის ლულა
ჭუნირი – საკრავის სახეა
ხუთძალი – ხუთსიმიანი საკრავი
ჯორა – სიმთა ქვესადგამი, ჭალი

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: