RSS

ზნენი სამამაცონი – 44, ხმა და ჰანგი

09 May

“რა ესმოდათ მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან”
შოთა რუსთაველი
 

“მრავალხმიანობა ქართულ მუსიკას წარმართობის ხანაშივე უნდა ჰქონოდა და იმ დროითგანვე უნდა ჰქონდეს საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული” – აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი.

ქართული ზმნისა არ იყოს, დასავლეთ საქართველოში ოთხხმიანი შრომის სიმღერებიც კია დადასტურებული.

მკვლევართა აზრით საერთო ქართველური მუსიკალური ფუძე–ჰანგი ჩვენი წინაპრების ყოფასთან დაკავშირებული რიტუალებიდან იღებს სათავეს.

მაგალითად “იავნანას” ძირი ნაყოფიერების ღვთაება ნანასთან არის დაკავშირებული, ხოლო ეს ღვთაება, არქეოლოგიური მონაცემებით, ნეოლით–ენეოლითის ხანაშია ჩასახული, ანუ დაახლოებით 12 ათასი წლის წინ.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და ფოლკლორისტი დიმიტრი არაყიშვილი კი ერთ ასეთ მოვლენაზე ამახვილებს ყურადღებას:

” საკვირველი არ არის განა ის გარემოება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვხვედრია ისეთი სიმღერა, რომლის თემა სამშობლოს უბედურება იყოს, მისი თავგადასავალი? ეს მაშინ, როცა საქართველოს ისტორია არის ერის ტანჯვის ისტორია… ესოდენ მდიდარ ქართულ ფოლკლორში არ არსებობს საერო სიმღერა, დამარცხებულის ტკივილსა და ტანჯვას რომ ასახავდეს.”

გარდა სულიერი სიმხნევისა, ეს ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს წინაპარს გულის მოსაოხებლად სხვა წესი ჰქონდა დათქმული.

როგორც ცნობილია, ნადური სიმღერები ორგანულ კავშირშია მიმდინარე ფიზიკურ მოქმედებასთან და მნიშვნელოვნად ზრდის მუშაობის ნაყოფიერებასა და მუშაკის მხნეობას.

ამ შედეგს, გარდა ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა, განაპირობებს ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის სიხშირის გათვლილი მონაცვლეობა და ალბათ სხვა ფაქტორებიც, რომელთა ანალიზიც საგანგებო ცოდნას მოითხოვს.

ამ მხრივ ჯერ კიდევ შესასწავლია ქართული საბრძოლო ჰანგები და რიტმები.

მაგალითად ხორუმის რიტმი კმარა, რომლის გრძნეული ზემოქმედების ძალაც ყოველ ჩვენთაგანს საკუთარ თავზე გამოუცდია.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სიმღერა გურიაში ღმერთის მოსამადლიერებელ რიტუალად ითვლება და გაწყვეტინებას ჩხუბი მოსდევს.

ზოგიერთი ჩვენებური საბრძოლო ვარჯიში შესაბამის გაბმულ და მოკლე შეძახილებთან ერთად სრულდება და ამ ბგერით თანხლებას უდავოდ თავისი საგანგებო დანიშნულება უნდა ჰქონდეს.

მაგალითად, ცნობილია, რომ სხვადასხვა ბგერითი მოდულაცია იწვევს სასის ამა თუ იმ ხარისხის ვიბრაციას, რაც აღაგზნებს ჰიპოფიზს, რაც, თავის მხრივ, ხსნის დამატებით ფიზიკურ რესურსს და ა.შ.

ადრაზაგი – ზავთი, ბაქი
ავაჯი – მაღალი, სხვადასხვარიგი ხმიანობა
აზრახება – ხმის ამოღება
ალალეო – მისამღერი (სვან.)
ამყოლი – ბანის მთქმელი დალაიში
ასაყარი – ლაშქრის ასაშლელი ჰანგი
აღება – საწყისი ჰანგი
აშტი – სიმშვიდე
ახა – ცუდი ხმა
ახაია – ჰანგის სახე, სამუსიკო ნიშანთაგანი
ბაგაბუგი – რბილზე ცემის ხმა
ბამბი – ბამი, ალყის ბოხი ხმა
ბანი – ხმის შეწყობა
ბგერება – სიარულის ხმა
ბილა – სასიმღერო ხმის აცდენა
ბოხი – მსხვილი ხმა, დუმბო
ბრდვინვა – მოშლილ საკრავთა ხმიანობა
ბუბუნი – ყურთ გამოხმიანობა
ბუვილი – ფუტკართა ხმა
ბუხუნი – რისხვის ხმა
ბღავილი – ცხვართა ხმიანობა
ბღუილი – ხართა ხმიანობა
გაგანგალება – წვრილად გაგრძელება
გადასაშობი – მუხლი სიმღერაში, რის მერეც მელოდია იცვლება
გამკივანი – მაღალი ხმა ოთხხმიან ნადურში
გვერდნი – რვახმიანის მეორე ოთხეული
გვრინი – სიმღერის სახეა
გრგვინვა – მიწისძვრისა და მისთანათა საზარელი ხმა
გრიალი – წისქვილის ხმა
გრუტუნი – მტრედის ხმიანობა
გუგუნი – ცეცხლის ხმა
გურგური –
დაბალ–მაღალი ბანები – სასიმღერო ხმები
დალაი – თუშური საწესო სიმღერა (ზარი)
დგერა – ფეხის ხმა
დგრიალი – მრავალთ ფეხის ხმა
დვრინი – მეორე, დაბალი ბანი
დიდი წილთქმა – სასიმღერო გასაღები
დუმბი, დუმბო – სიმღერების ხმებია
ზათქი – ერთგვარი დიდი ხმა
ზახილი – მაღალი ხმიანობა
ზილი – შუა ხმა სამხმიან სიმღერაში
ზირზილი – აურზაური, ოდიგარი
ზმუილი – ხართა დაბალი ხმიანობა
ზორმა – აყალ–მაყალი
ზრიალი – საზარელი მრავალხმიანობა
ზრინვა – ჯართ დათქრიალება
ზრუნი – გოდების ბანი
ზუზუნი – ჩუმი გოდება
ზუილი – ნასროლის ხმა
თვითხმოვანი – ჭრელის კილოთაგანი
თქმელი – სასიმღერო ხმა (გურ.)
თქრიალი – ჯოგის სრბოლის ხმა
იასამანი – ძველი ღიღინი (გურ.)
კაპაკუპი – კბილთცემინების ხმა
კილო – ხმის მიმოქცევის მუხლი
კიპკიპი – ქორთ ხმიანობა
კიჟინა – მაღალი ხმა სილაღისა
კრიმანჭული – კირკანტელი, მანჭული კრინი, I ხმა გურულ სიმღერაში
კრინი – სასიმღერო ხმა
ლაშქრული – სალაშქრო სიმღერა
მაჟოლი – მეორე ხმა (სვან.)
მთიბლური – სიმღერის სახეა
მთქმელი – დამწყები, II ხმა
მიმყოლი – დამწყების შემდეგ შემსვლელი ხმა
მოდალაკე – მთქმელი დალაიში
მომძახილებელი – მოძახილის მთქმელი
მომძახნელი – კრიმანჭულს და ბანს შუა
მოძახილი – მეორე ხმა სიმღერაში
მღნავი – დაბალი ხმა
ნოინი – სასიმღერო გასაღები
ოდია – ჭრელის კილოთაგანი
ოინი – ჭრელის კილოთაგანი
ოლოლო – ნიშნისგების შეძახილი
პარი – პირველ ხმასავით ითქმის
ჟრიალი – ეჟვანთა ხმა, ჟღრიალი
როყიო – მაღალი, უშნო ხმა
რუზრუზი – ხმაურის სახეა
საბრუნავი – ჭრელის კილოთაგანი
სადაგი – ჭრელ–სადაგი, სამუსიკო სახეა
სამწყობრო – მუსიკათა გაწყობა
სისონდი – ჩამიჩუმი (მეგრ.)
სიცილი:
– სიცილი – მცირეხმიანი;
– ღიმილი – უხმო, მშვიდი;
– კაშკაში – მაღალი, მოხდომილი;
– კასკასი – მაღალი, წვრილი;
– რახრახი – მაღალი, უშვერი;
– თქართქარი – მრავალთაგან შეხმობილი;
– ღინცილი – მიწყივ უწესო;
– ფრუსტუნი – მალიად ჩაცინება
სნეკვა – კვნესა
სტვენა – ბაგით წივილი
სუსხუნი – გატყორცნის ხმა
ტაში – ნებთა ცემის ხმა, ტკაცნი
ტყაპნი – რბილად დაცემის ხმა
უსული – ხმის დიდად დაწევა
ფშტვირი – სიმღერის ხმა ერთგვარი
ფხაკანი – ხმის სახეა
ღაღადება:
– კივილი – მაღალი, უკაფიო ხმა;
– ყივილი – სიტყვიანი კივილი;
– ყაყანი – ერთუსმინართა ლაპარაკი;
– კიჟინა – ომთა შიგან ღაღადი;
– ზრინვა – სასიხარულო ხმაყოფა;
– ღუღუნი – წარზიდული ამო ხმა;
– ზრიალი – შეწუხებულთა ღაღადი;
– ჟღავილი – შეშინებულთა ღაღადი;
– ყვირილი – უგვანი ღაღადი;
– ჰაი–ჰაი! – გაკვირვების შეძახილი;
ღუღუნი – სიმღერის სახეცაა
შემხმობარი – მაღალი ბანი ოთხხმიან გურულ სიმღერაში
შეყრილი – სასიმღერო გასაღები
შუშხუნი – გატყორცნის ხმა
შხუილი – სახრის დაქნევის ხმა
შხივილი – მხურვალის წყალში ჩაგდების ხმა
ჩამორთმევა – ფერხულის სიმღერის შესრულება გუნდთა მონაცვლეობით
ჩურჩნა – მცირე ჩურჩული
ჩქამი – მცირე ხმაური
ჩქეფა – თხიერის სხმის ხმა
ძაბრალი – მისამღერი (მეგრ.)
ძახილი – ხმამაღალი მოხმობა
ძგრიალი – მაგართ შეხლის ხმა
წილთქმა – სასიმღერო გასაღები
წკაპნი – წვეთის ხმა
წკარნი – ილეკროთა წკრიალი
წკლაპუნი – პირის ტკბარუნების ხმა
ჭექა – აბჯართა ცემის ხმა
ჭრელები – სამუსიკო ნიშნები
ჭრიალი – კართა და ურემთა ხმიანობა
ჭრიხინი – შეშინებულ შაშვთა და მისთანათა ხმიანობა
ჭრხიალი – ხოხბის ხმიანობა
ჭყავილი – ტურათა ხმიანობა
ხავილი – მელათა ხმიანობა
ხაფი – ბოხი, საშინელი ხმა
ხმანი – რვახმიანის პირველი ოთხეული
ხმის გამომრთმევი – მთქმელის შემნაცვლებელი ხმა
ხნაშა–ხნუში – ომში ხვნეშა
ხრიალი – ჩამოცვივნის ხმა
ხროხინი – ბოხი ხმით ლაპარაკი
ხუხუნი – გატყორცნის ხმა
ჯახა–ჯუხი –
ჯლაყუნი – ცხენის ლაჯის ხმა
ჯღარა – ჟღრიალი
ჰანგი – საქცევი, კილო

 

ტეგები: , , , , , , ,

3 responses to “ზნენი სამამაცონი – 44, ხმა და ჰანგი

  1. თამთა

    May 10, 2009 at 1:04 am

    გაოცებული ვარ ჰანგთა ამხელა ლექსიკონით, ეს მართლაც საოცრებაა. დარწმუნებული ვარ არცერთ ენაში არ მოიძებნება ამდენი ჰანგისა თუ ხმის აღმნიშვნელი სიტყვა.
    ასევე საინტერესოა დიმიტრი არაყიშვილის სიტყვები, რადგან ჩემი აზრით მართალია “ჩაკრულო” საბრძოლო შემართებას ახალისებს, მაგრამ ჩაგვრაზეა. ასევე სიმღერა “ბინდისფერია სოფელი”.

     
  2. ია მერკვილაძე

    June 14, 2010 at 4:08 pm

    ბრავო, კობა. ბრავო!

     
  3. ელდორადო

    July 6, 2010 at 8:52 am

    სიმგერას დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში.თითხმის ყველა ჟანრის მუსიკა მომწონს.განსაკუტრებით ხალხურები.საგალობლები.და სხვა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: