RSS

ზნენი სამამაცონი – 43, ნადირობა–გარისობა

09 May

“იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.”
არჩილ მეფე

მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ.

ამ მიმართულებას ვუწოდეთ გარისობა. დამუშავდა შესაბამისი ტერმინოლოგიაც, რომელიც რამდენიმე ჯგუფისგან შედგება და ასევე გამოსადეგია მონადირეთათვის.

გარისობის მიმართულებით მუშაობს ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა ჯგუფი არჩილ გოგალაძისა და ბექა ოტიაშვილის თავკაცობით.

საერთოდ ნადირობა, გარდა ყოფითი დანიშნულებისა, იმთავითვე ფიზიკური აღზრდის ერთ–ერთი უმთავრესი შემადგენელი იყო და ეს არაერთი წყაროთია დადასტურებული.

თრიალეთის მცირე ხრამის კლდის მხატვრობის ერთი ნაწილი ნადირობის სცენებს ასახავს. ყველა ნახატში ხაზგასმულია, რომ ნადირობაში მთავარია არა დევნა ან მონადირება, ან უშუალოდ სანადირო იარაღი, არამედ წინასანადირო რიტუალი.

კომპოზიციის ძირითადი ფიგურაა მონადირე ხელში სახრით, იმდროინდელი სარიტუალო იარაღით, ხოლო მშვილდ–ისარი იქვე გვერდითაა გამოსახული.

ნადირობის თვალსაზრისით ასევე ძალზე საინტერესოა ბადით შეპყრობილი ირმისა და ცხენის გამოსახულებანი, რაც ამ ტოტემური ცხოველების მონადირის მიერ ფლობის ნიშანია და მონადირეში ქურუმის ფუნქციის აღმოცენებაზე მეტყველებს.

ამ პეტროგლიფთაგან ყველაზე უხნესი მეზოლითის ხანისაა (ძ.წ. XII–IX ათასწლეულები).

არქანჯელო ლამბერტი (“სამეგრელოს აღწერა”) მოგვითხრობს, რომ ნადირობა “მეგრელთა უმთავრესი საქმიანობაა და მას ყოველი წოდებისა და მდგომარეობის მეგრელი ეტანებაო” და იქვე მოჰყავს მეგრული ანდაზა – “ბედნიერი ის არის, ვისაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო”.

ნადირობაში მონაწილეობა ფეოდალურ საქართველოში ვასალური მოვალეობა იყო. ა. რობაქიძის აზრით “ნადირობის გასამხედროებული ბუნება უდავო ფაქტად გვეხატება”.

საინტერესოა ისიც, რომ ასეთ ნადირობაზე გამომსვლელნი სადროშოებად იყვნენ დაყოფილნი.

ივანე სურგულაძე “დასტურლამალის” კვლევისას ამბობს: – “ნადირობა აქ ისეა აღწერილი, როგორც ლაშქრობა: ჯარის გამოძახება, მისი სადროშოდ დაყოფა, სწორად სიარული ნადირობის წინ და სხვა”.

ზერელედ განათლებულ მავანთაგან გვსმენია – ქვეყანა თავს გვექცეოდა და ამ დროს მეფეები პოემებსა წერდნენ ნადირობასა და დროსტარებაზეო.

ამ დროს კი ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვახტანგ VI–ის დამოკიდებულება ხალხის მიერ ერთხელ მიგნებული ხერხისა და წლობით დაგროვილი ცოდნის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეს მცირე ჩანაწერი:

– “მუხის ფითრი მარიამობის თვეში დაკრიფე, რომელიც მკუხე იყოს. დაჭყლიტე, მერე წყალში ჩასდევ, იმაში კარგად ჭყლიტე, დააცალე. მერმე გარდასწურე. რაც ძირს დარჩეს, ან 10 – 12 წვეთი ზეთისხილის ზეთი, ან თაფლი დაასხი. მერე ალვახაზივით რა ზეთი გაერიოს და კარგად აიზილოს, ერთ ქილაში ჩადევ. როდესაც გინდოდეს, ჩხირებზედ წაუსვი, ქანდარებად გააწყევ ასეთ ადგილას, ფრინველი შესხდეს. რაც ფრინველი ან შეჯდება, ან ფრთას შეახებს – ვერსად წაუვა, დაიჭერს”.

მეფე თეიმურაზ ნადირობას მიმართულებებად ახარისხებს – “აქა ისრით ნადირობის თქმა”, “აქა ქორისა და მიმინოს ნადირობის ამბავი”, “აქა თევზის ნადირობის ამბავი” და სხვანი.

არჩილ მეფემ კი, ნადირობის აღწერით, არა მარტო უდიდესი ცოდნა შემოუნახა შთამომავლობას, არამედ კიდევ ერთხელ წამოსწია ომებსშუა განუწყვეტელი ვარჯიშის მნიშვნელობა და ყმაწვილთა აღზრდის საგანგებო ზნედ დასახა.

ივანე ჯავახიშვილის აზრით (“საქართველოს ეკონომიური ისტორია”) სანადირო ბეგარა დაკავშირებული იყო სამხედრო ბეგარასთან: – “ნადირობას მარტო კერძო გასართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო და ბეგარასავით სამხედრო ვალდებულებას წარმოადგენდა”.

“იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიმორჩილნა დადიან–გურიელნი და მთავარნი სხვანი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათათა”– აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.

ვახტანგ VI–ს გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოსათვის შეუწირავს 3 სოფელი, ოღონდ – “ლაშქარსა და ნადირობასა გვეახლებოდნენ”–ო, ანუ სრული თარხნობა იმიტომ არ მივეცით, რომ “ლაშქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა – ლაშქრობის მასწავლებელი”.

იმერეთშიც ასევეა: ბაგრატ მეფემ გელათს შესწირა სოფელი ნავენახევი “ხელშეუვალად და განთავისუფლებით, თვინიერ ნადირობასა კიდე და ნადირის ჯერგად ნუ დაგვაკლდებიანო”.

ნადირობის სამხედრო ბუნებაზე ნათლად მეტყველებს ფარსადან გორგიჯანისძის ეს ფრაზაც: “მას ჟამსა, ოდეს მეფემა როსტომ რომ სანადიროდ გაილაშქრა”…

ნ. ურბნელის თქმით “ძველ დროში ახალწელიწადს ვაჟკაცობის იერი ედო და მაღალი წოდებაც ამ დღესასწაულს ისე მიეგებებოდა ხოლმე, თითქოს საომარი დღეაო, საომარი ვარჯიშობაო… საახალწლო დღეობის სულსა და გულს ნადირობა შეადგენდა”.

ასეთი სულისკვეთება სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ მეფობდა ჩვენში.

” კავკასიის სადარი, ვგონებ, არ არსებობს სხვა მხარე, სადაც ნადირობა ესოდენ იყოს განვითარებული და სადაც ამდენი საოცარი ნაირსახეობით იყოს წარმოდგენილი, დაწყებული ყველაზე მარტივითა და უაღრესად სრულყოფილი ხერხებით დამთავრებული” – განცვიფრებით აღნიშნავს 1900 წელს დასტამბული “კავკასიური ნადირობანი”–ს ავტორი ა. კალინოვსკი წიგნის შესავალში.

ეს თემაც ცალკე და განსაკუთრებული შესწავლის საგანია. ამავე დროს, რაკიღა ნადირობის კულტურაში რაიმე საგანგებო წყვეტას ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოა, რომ არაერთი საინტერესო მასალის მოძიებაა კიდევ შესაძლებელი. საჭაშნიკოდ მოვიტანოთ რამდენიმე მათგანი:

ნადირობის მოყვარულის გივი ბადაშვილის გადმოცემით ნანადირევის შესანახად გამოიყენება შემდეგი ხერხი: ნანადირევი უნდა შეიტანო თოვლის ჩამონაზვავში მდინარის ან ნაკადულის მიერ გაჭრილ გვირაბში იმ სიღრმეზე, რომ მზის სხივი ვერ მისწვდეს. ინახება დიდხანს და, რაც მთავარია, არ ეკარება მწერი და ნადირი.

nadirobaასევე საინტერესოა გადმოცემა იმის შესახებ, რომ სახლიდან შორს გასული მთიელები გათოშვისგან თავდასაცავად სამოსსშუა ნამჯას იფენდნენ.

გასული საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ფერეიდნული სანადიროდ გასვლა: “საღომის სადაცღა რო მაგარ ტინებჩი დალაგდეს თხები, იმ ღამით ადგებიან და შაატყობინებენ ერთმანეთს. დაქუჩდებიან ერთგანა ჩუმ ჩუმადა, რო ხმა არ ავიდეს თაჩი.

ნამაი ქეჩის ქულაჯებს ჩაიცმენ და ფაითმანგებს დაიხოვენ ფეხებზე, ჯულის ქალმნებს ჩაიცმენ (ტუმარა – ქეჩა რაქთენი პირი და ემისი ქალამანია), ნამა დაიკოლთებიან და ფაიშამზე წავლენ თასათი”.

ნაწყვეტი გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: “ძუის მახე – კვერნის დასაჭერი მახეა. აკეთებენ ადგილობრივ: დაგრეხავენ ძუას, გააკეთებენ ხის გირკალს (კირკალი, ანუ მოხრილი ხე), დააბამენ ქვაზე. ძუას იმ გირკალში შუაზე გაუკეთებენ შატით (ყულფით). მერმე ხეს გადასდებენ წყალზე.

გირკალს, ქვასა და ძუას ერთად შეაერთებენ, დასდებენ ამათ გადებულ ხეზე. კვერნა წყალზე რომ გადავიდეს, უეჭველად იმ გირკალში უნდა გაძვრეს. გაძრომისას თავს ძუაში გაჰყოფს და თან გაიტანს. ქვა დატოკდება, წყალში გადავარდება და კვერნას თან გადაიყოლებს. პატრონი დამხრჩვალ კვერნას ამოიღებს.”

აბლი – ფერფლი, ნავლი, ფარველი
აგარანია – გობრიალა, კადინა, კოცონი
აერმონი – მოწყვეტა მხეცთა
ავარი – იავარი, ნადავლი
ამრეზი – მონადირე ფრინველთა ახურება
არჩივი – საკბილო
ბავლი – ქორის გასამართად პირველშესაპყრობი ფრინველი
ბაზიერი – მონადირე ფრინველის გამწვრთნელი
ბალარჯი – უფუარი პური, ხმიადი
ბალყი – ყლარტი
ბაღვი – ხის უმსხვილესი ტოტი
ბოინი – მდოვრე ცურვა ჰაერში
ბღოტება – კლდეზე ცოცვა
ბუკაკი – ქინქლა
ბუნაური – კაცის ბუნაგი
ბუნჩი – ხმელი კუნძი
ბურდანა – გამდგარი კვამლი
ბუჩუჩალა – ხშირბეწვა
ბუხება – ზრომა
ბღეზი – ავი ძაღლი
გაგება – ანკესთა ასხმულა
გადაკარება – წვიმის გადაღება
გამანძილება – საკმაო მანძილის გავლა
გამარაგისება – სალაშქროდ აღჭურვა
გამგნე – გზის მცოდნე
გამლამი – თავის შენახვის უნარიანი
გამოტყვრომა – უცბად გამოხტომა
გარევა – წყალში ფეხით გავლა
გარელე – მოშორებით
გარისობა – გარეულად ყოფნა
გასაპვა – განაბვა, გაჩქურება
გაქარავნება – განავარდება
გაქეჩვა – გეზის მიცემა
გეზელი – მამალი ქორ–მიმინო
გეში – ალღო
გვიფი – ჰაერში გამდგარი კვამლი
გვრიჭილა – სანადირო სატყორცნი იარაღი
გოლეული – ფიჭიანი თაფლი
გორილა – პატარა მრგვალი პური
გოსიო – მკვახე
გუზანი – მძიმე ტვირთი
გულისხმა – გუმანი, მიხვედრა
დალახვა – გადავლა
დამსხიტურება – ჩასაფრება
დამუხლება – ჩაჯდომით დასვენება
დანდალი – ალიკაპი, პირის მახე
დარანი – სამალავი
დარილი – ზვერვა, თვალთვალი
დარწყმა – მახის დაგება
დაწალიკება – მწკრივად სვლა
დაშამუშება – დაშვრომა, დაქანცვა
ეტერი – ნედლი ნაყოფი
ველობა – ლაშქრობა, სტოლა
ზინთა – სანადირო ჩანთა
თაია – გროვა, კონა
თანიობა – გუება, ატანა
თებიერი – მინავლული ცეცხლი
თელება – ფრინველის დაღირება დასაჯდომად
თულა – სანადირო ძაღლი
თული – მიმინოს დასასმელი ოდრიკალი
ილი – საზაფხულო კარავი (ფერეიდ.)
ირაო – ლივლივი, მდოვრე ფრენა
იჯრა – ულუფა, ერთი კერძი
კაკდები – თხილამურები
კარშიკ–მარწუხი – კარვის შესაკრავი რგოლი და კავი
კაწი – ნადირის სავალი ბილიკი
კეკება – ხეტიალი, თვალიერება
კვანძი – ხლართი, ნასკვი, ძაგრი, ხვანჯი, სიკუნი
კვეჟო – სააბედე ხის სოკო
კვესი – კაჟზე ჩამოსაკრავი ფოლადი
კიაპი – არწივის, ორბის, ხმიანობა
კიბალი – სამიჯოხა, ქვაბის შესაკიდი
კივი – ჯოგი
კიზილი – პუჟუნა, პატარა ცეცხლი
კიპორჭი – ძელი ხიდად გადებული
კირკილი – წყაროს რაკრაკი
კოკვა – ტაატით სიარული
კოლიბა – ქოხი, კარავი
კოჭიმელი – მზის ორბიტა
კუდბაწარა – გრძელი მწკრივი
ლაჭანი – წნელის საწოლი
ლივლივი – ნადირთ ხლტომა
ლიკინა – თონის გრძელი მჭადი
ლოპრი – ცხოველთა დუჟი, ლეზვი
მადე – ველური ფუტკრის მოსაშინაურებელი ჭურჭელი
მაზრა – სახელდახელო კარავი
მათარა – ნატის ჭურჭელი
მაინდი – მარაგი
მასანთო – მომცრო კვერი, ყველის ან ხავიწისგულიანი
მედუმლე – მიპარვით მკბენელი ძაღლი
მეკუდური – წალიკის ჩამკეტი
მემახური – მახის დამგები
მემთე – მთაში მავალი (ფერეიდ.)
მეძირე – ძირში დამრჩომი
მეწვერე – მთის წვერზე ამსვლელი
მეხეური – ველური ფუტკრის მომშინაურებელი
მიფაქვა – მიფიცხება
მიშერი – გოლეული, კარგი თაფლი
მუში – ცაცხვის ქერქის ლაფანი, სათოკე
მჭირავი – მონადირე ფრინველი, ბაზი
ნაბი – ნაბული (მეგრ.)
ნაგარი – მსუბუქი კვალი
ნარდი – ახალნაჩვევი კაპოეტი
ნაყრი – ცოტა (ფერეიდ.)
ნუზლი – საგზალი
ოკი – წაწვეტილი, ეკალი
ოშმანდი – რგოლზე ასხმული ჩხირები (სატყორცნი)
ოჭი – ფიჭვის კევი
რანგი – თაფლის ღვინო
რეწვა – ნადირობა, მოპოვება
რთობა – გზის დაბნევა
როგო – კაკლის წენგო
რული – მსუბუქი ძილი
რუწუნა – ტყის ხანძარი
სათევი – ღამის ბანაკი
სალოკი – მარილიანი ადგილი
სამგოჯა – სამწყერაო ხელსაწყო
სამფარჩხი – სამწყერე ჯოხი
საფარი – ბუსუნი, ხანდაგი, სახუნდარი, საყუჩი, სამზირი, სადარნო, ფარიზი
სახიბი – ძაღლის დასაბმელი
სენთი – გაგნება, ორიენტირება
სვერო – სორო
ტავარჯული – ტყავის ზურგჩანთა (ლაზ.)
ტები – ტყავი (ლაზ.)
ტეზი – ნედლი შეშა
ფათიელი – თხელი ლავაში, შაფართხელა
ფირსა – ხის ფისი (მეგრ.)
ფრაშფრაში – ფრენა
ფურკი – კვამლი (მეგრ.)
ქადა – მომცრო კვერი, ხავიწისგულიანი
ქამანდი – მარყუჟიანი საბელი
ქარდი – მსხვილი ეკალი
ქოჩობა – ?
შაგამი – თევზის სახოცი, ბარჯივით
შატი – მარყუჟი
შეკმაკება – აბღოტება
შელოპვა – სწრაფად აცოცება
შერში – ცეცხლის გასაჩაღებელი გოგირდოვანი ფითილი (მეგრ.)
შვები – ხის ტყავი (მეგრ.)
შლიგინი – შამბში სვლის ხმა
შხუილა – მწყერზე სასროლი
ჩანგალი – ძაღლის საყელო, ჯინჯილი
ჩახვი – ტყავის პატარა ჩანთა
ჩუილი – ხრჩოლვა, ფუჟვა
ძარი – ქორთ საჯდომი გოდორი
ძაღლი – მეძებარი, ბერძული, ნაგაზი, ქოფაკი, თართი, მწევარი
ძრო – ფსკერი
წალიკი – მწკრივი
წალი – კენტი ხე
ჭანგი – კლანჭი, ბრჭყალი
ჭვირთი – სათევზაო მუჯირა (მეგრ.)
ჭიკუ – ჯაჭვის რგოლი
ჭინო – ანკესივით მოწყობილობა. მისი ნაწილებია თუდენი, შქაში და წკეპელი
ჭკარი – ბურანი, ძილფხიზელი
ჭოგრი – სამზერი მილი
ჭოპინი – სხვის ქვეშ შედგომა
ჭრინვა – ჩიტთა ხმიანობა
ხაბაკი – რისამე ძებნა
ხალვა – რისამე დაბერტყვა
ხანთალ – კლდის პალო (სვან.)
ხარგა – მაზრა, სადგომი, ნაბდის კარავი
ხელაობა – ხელით თევზაობა
ხელსამფრე – სამიმინოე თათმანი
ხიზი – მდინარეზე გაბმული თოკი
ხოლი – ერთი კაცის ტვირთი
ხოხინი – სვენება
ხუმურო – მცირე ხვრელი
ხურდა – მიმინოს ფეხის სენი
ჯაბი – ნაკვალევი (სვან.)
ჯაბრაალ – ძირგამოქსოვილი სანადირო ქალამანი (სვან.)
ჯინი – ნადირობა (მეგრ.)
ჯერგა – სანადირო ადგილის ალყა

ანკესი, ბადე
სულხან–საბას განმარტებით ბადე ჰქვია – “ყოველთა მკედთა, თვალედად ნასკულთა”.

ანკესი – სათევზაო მოწყობილობა
ასმანაკი – ნადირთა ბადე
გოდორყური – ყელჩადგმული სათევზაო გოდორი
დიდბადე – გრძლადნაქსოვი, საღონიანი, მომძივული
ზეღმა –
იანღვარი –
კალბადე – ბადე ორტოტა ჯოხზე
კანკელი – მავთულის ბადე
კონი – ფაცერის სახეა
კოში – კონუსური კალათა;
კოკოჩინა – ძირწვეტა გოდორი, კოკოზა, კუდმოზვერა, პირშექცეული
ლიბი – წყალში ბადის დასაბმელი
მასე – ცალწვერა, ქვეკენჭებმობმული
მოსასმელი –
მოლოზნა – გასახლართი სათევზაო ბადე
ნემსკავი – ანკესის ნაწილია
ორგარგანა –
ორჭილი – ბადეში გასაყარი თოკი
ოსარო – ოჩხი, ფაცერივით,
პარაპატი – დიდი სათევზაო ბადე
პეტაკი –
სათხეველი – სასროლი ბადე
სალიკი –
საშრობი – გრძელი, უსაღონო, ქვემძივოსანი, ზე ფელოსიანი
საძირავი – სიმძიმე ანკესის ძაფზე
სახოპავი –
ტივტივა – ლიფლიფა, ქერქეჭელა
ფარონი – თვალაყრილი ბადე
ფაცერი – სათევზაო ლასტი
ფრინველთა ბადეები – აშრიალი, ოჯიჯი, სასირე, ჩიტბადე, ზოლოხი, ოკიდოშა
ქისაბადე –
ღრიპონი –
ღურკო – ანკესის გრძელი ჯოხი
ძროკუნჭულო – სათევზაო გოდრის სახე
ჩიჩქინური – საშრობზე მოკლე და ფართო
ხესკერი, ხესკელი –
ჩოგანბადე –
ხალბადე –
ხახალი – ლასტი
ხოკი – ბლის ქერქისაგან მოწნული თევზსაჭერი
ხოლიხი – წვრილთვალი, ბოლოკუნჭულოსანი

მახე, რაგვი:

ზალვანა –
რაგვი – სასხლეტიანი, ხაფანგი
საბრხე – ნადირის
მერული – მგლის
ირენჭკა – რენჭკა, ისხერტი, სასხიპურა
სარეგვავი – თავში დასაცემი
საფეხიო – ფეხის შესაპყრობი
საშვეტელი –
ილინჭა – გალიისმაგვარი,
აკანათი – ძუითა და ჩხირით, კაკანათი
ბალო – ძუიანი მახე
საზეკი – კვერნის მახე
საზიდარაეი – ჩიტის მახე
სახვეწაეი – თხის მახე
პოტიკო – მოზრდილ ფრინველთა
ქვასხლიპი – ჩიტის მახე
ქოსხლიტა – ჩიტის მახე
გაწარი – გრძლად ნაგები, მწყერთათვის
ფაცერკოდი – გრკალით
ხეძუა – ძუის მარყუჟი ორკაპზე
ჯიღა–მშვილდი – მახე–მშვილდი
გარა – მახის ნაწილი, მოღუნული ჯოხი

საბელი:

ავანგი –
ავრიტი – ხის ქერქის თოკი
ბაგირი – ყოველთა უსხო
ბაწარი – ხეზის უსხო
გვარლი –
გორალი – თივის თოკი
ევანი –
თოკი – ბაწრის უსხო, თაკვ (სვან.)
ლარო – ხეზისმაგვარი
მუკუდი – ცხენის ყელზე მოსაბმელი
საბანდი –
სავალდე –
სავალდახე –
საკიჭავი –
სახივი – შესაბორკი თოკი
ტოილო – ცხენის ფეხზე მოსაბმელი
შიშთვილი –
წალები –
წალია –
ჭაპანი – საკოჭავის უსხო
ხეზი – მკედის უსხო
ხიზი – ბადის თოკი

დრო:

ადრევა – უწინ
აეწ – აი ახლა
ავრუ – ახლორე, ხვალ
ალია – დროის მცირე მონაკვეთი
ალო – შესაფერისი დრო რისამე
ამგაის – მომავალ წელს
ამლეთ – ამაღამ (სვან.)
ბუნიობა – დღეღამსწორობა
განთიადი – თენ–უთენი, გაბინდებაი, დილბინდი, შეცისკრება, ცისკარი, რიბირაბო (რიჟრაჟამდე), გარიჟრაჟი, ჟიჟრიბანდი, რიჟრაჟი, ნარიჟრაჟევი, აისი, ალიონი (იალომი), მამლის ყივილი, დაფიონი, ამონათება, თენება, სისხამი, დილა
გარგეისი – გაისის მომდევნო
დაფიონა – ცათ ფერადად ელვარება
დილეულ – დილით ადრე
დღე – შუადღე, მზე შუბის ტარზე, ნაშუადღევი, სამხარი
ეარი – გაზაფხული
ეხლეფჩი – ახლახანს (ფერეიდ.)
ლადი – დღეს (სვან.)
მიმდემი – ყოველდღიური, მუდმივი
მსგეფსი – დღეის სწორამდე
ნაბუნიობა – დღისა და ღამის პიკი
პაალალა – პარასკევი
პწკალი – მზის პირველი სხივი
სადაგი – არაუქმე დღე
საღამო – მწუხრი (წუხრა), დაწვერვა, მოსაღამოვება (ხართაშვება), შეღამება, დაისი, ბილბანდი (ბინდბუნდი), ხშირბინდი, მზეჩაი, შეთვალისკიდება
უქმე – არასამუშაო დღე
ფეხგასული – თოვლის დადნობის შემდეგ
ღამე – მწუხრიდან გათენებამდე: შერიჟვება (მცირედ შეღამება), მწუხრი (დასვლა მზისა), ბინდი (სადა ძვილ სჩანდეს რაიმე), წყვდიადი (ფრიად ბნელი და სვლაშეუძლებელი), უკუნი (წყვდიადის უბნელესი), კაკაჩი (მთვარიანი ღამე), წკვარამი (უკუნეთი, კუკუნეთი, კუნაპეტი, კუკუნახი, კურკუმელა, ბენცი, ბერბეცი)
ცისმარე – ყოველდღე, დღებედღე
ცულის ტარზე – მზის დაშორება კინტროდან
წიქი – ბინდივით

სანათები:

ამზა –
ამპარია – ლამპარივით
ბაზმა –
ბიკონი –
ბჟუტია – ნავთის სანათი
ბრიალა –
ბუკვანი – ფიჭვის კვარი
გარნაი – სათევზაო ჭრაქი
კელაპტარი – დიდი სანთელი, კილანტარი
კეროვანი – ცვილის სანთელი
კვარი –
ლამპარი –
ლიფლიფა –
მაშუქი –
მაშხალა –
ნოთე – დიდი ჩირაღდანი (მეგრ.)
პუჟია – ჭრაქივით
ჟინჟღილი –
სანათი –
სანთელი –
ტალ–კვესი –
შუშხუნა –
ჩინჩხვარი – ხმელი ფიჩხი
ჩირაღი, ჩირაღდანი –
ჭრაქი –
ჭრიტინა –

მანძილი:

ადლი – 2 წყრთა, 4 ჩარექი (მეტრამდე)
ალაბი – გაშლილ მკლავთა სიგანე (მეგრ.)
არშინი –
ბიჯი – ორთავ ფეხის წადგმა
გაბაჯანი – სალოკიდან შუათითამდე
გოჯეული – ორი გოჯი
გოჯი – ცერას წინა სახსრის სიგრძე
ეჯი – სამ, ხანაც ხუთ ათას ნაბიჯამდე
თითი – 18 მმ.
მტკაველი – ცერსა და ნეკს შუა
მხარი – ოთხი წყრთა
ნაბიჯი – ერთი ფეხის წადგმა
სათურგნო – თოფის სასროლი მანძილი
ტერფი – ბიჯის მეხუთედი
უტევანი – ასორმოცდასამი ნაბიჯი
ჩარექი – 4 გრე
ციდა – სალოკიდან ცერამდე
წყრთა – იდაყვიდან შუა თითის წვერამდე

გზა:

ბილიკი – ვიწრო გზა
გზა – ზომიერი კაცთა სავალი
თავალა – გზის აღმართი
თანთანა – გზის გამდევი ბილიკი
თელილი – ვიწრო ბილიკი
ისარა – ტყის ბილიკი
კაპიშუკა – ვიწრო ბილიკი
მებოძირი – გზაჯვარედინი, გზათშესაყარი
მერდევანი – ოღრო–ჩოღრო,
მოსარები – შემოსავლელი
ნოქვი – ძნელსავალი
საცალფეხო – ვიწრო ბილიკი
ქაშანი – შამბნართა და თოვლთა ზედა გატკეცილი სავალი
წავარნა – ნადირის ბილიკი
შარა – ფართო გზა
შუკა – ორღობე
ხოლი – აღმართი გზა

ამინდი:

ალხი – დიდი სიცხე, ბუღი, ლული
ბაკმი – ბაკე, შუქის რკალი მთვარეზე
გამოკარება – გამოდარება
გაძგიფვა – მცირად შეყივნება
გერანი – ძალიან ცივი (მეგრ.)
გიჟე – ნელთბილი (მეგრ.)
გუგუბო – გრილსა და თბილს შუა
დათანთარება – დაცხუნება
ერკელია – ამინდის ცვალებადობა
ვარანგი – ზამთრის თბილი ღამე
ზამათი – არეული ამინდი
იაკამი – ნათელი მთვარე
იალკიალი – აქა იქ ღრუბელი
კაპოეტი – შემაწუხებელი სიცივე
ლაგაზი – წებოვანი ტალახი
ლალა – ლაფი, ლესთექი
ლელეჩი – მოთბო
ლუნგი – მზიანი, უქარო ამინდი
მარაგი – ცა ღრუბლით თხლად შემოსილი
მესეფი – ზღვიდან მორიგეობით ამოდიან შავით მოსილი კაცები (ავდარი) და გრძელკაბიანი ქალები (დარი). (მეგრ.)
მოკარკაცება – ნაავდრალზე ცის მოწმენდა
მოქურუხება – ცის მოქუფრვა
პულა – ღრუბელი (მეგრ.)
ორო – დახუთული ჰაერი
პაპანება – უზომო სიცხე, ჭრტიალი, ხვატი, ქარათო, ბოტორო, ბუღი, ალმური, ქელთა, ღვართი, დუგუნა, თაკარა, ალხი, ლული, პაპანება
პირტუქსი – სუსხიანი ამინდი
რაკი – მდინარის შეყინული ნაპირი
საზეველა – თოვლის დნობის დასაწყისი
ტარონი – ამინდი (ლაზ.)
ფიტი – ელვა (მეგრ.)
შიმე – ნესტიანი (მეგრ.)
ცისიერი – ელვა, წვიმა, თოვლი, ტატანი, ქუხილი, ვარსკვლავკუდედი, მეხი,
ციცაგი – თხლად მოღრუბლული
ცრიატი – ღრუბელაშლილი დღე
ცხუნება – მზის დაჭერა
ჭიატი – მცირე ხნით გამოდარება
ხანდარა – არეული ამინდი
ხიოდი – მზის გამოსვლა
ხლარცი – დიდი ტალახი
ხმელარობა – მშრალი ამინდები

თოვლი:

არხლი – ბზარქმნილი ფიფქი
ბარდანი – ხვავრიელი თოვლი
ბარდნა –
ბზარი – შემბალ–შეყინული
ბრილვა – მსხვილფანტელად თოვა
ბურხლი – წვრილი თოვა
ბუქი – ქარიანი თოვლი
ზვავი – მთიდან დაქანებული თოვლი
თოვლი – კოჭამდე მონათოვი
თოვნა –
ლანქერი – თოვლის ნადნობი
ლეღი – დნობა
ლეღმა – მზით შემთბარი ბზარი
ლილო – თოვლჭრელი
ნაბუქი – ქარით მიხვეტილი
ნამბული – წყალგამჯდარი
ნანქერი – ნამქერი, ჩუმქარი
პაპყი – ახალი თხელი თოვლი
ჟატყი – წყლიანი თოვლი, ყოპყო
ფანტელი – ფიფქის სახეა
ფარტენა – ფიფქის სახეა
ფინფლვა – ნელი თოვა
ფირნი – ყინულად შემარცვლული
ფირფლი – წვრილი ფიფქი
ფიფქი – ტერფამდე მონათოვი
ფშატალა – თოვლნარევი წყალი
ქურხლი – ხეზე დადებული, ხურხლი
ყაპი – პირველდათოვა
ყაპყი – როცა პირველად მოყინავს და ნესტით გაიჟღინთება ჰაერი
შვავი – მთიდან მომზღვლეული
ჩაგულვა – მკვრივად დადება თოვლისა
ცუფქარა – მშრალი თოვლი
წირხლი – უფრო წვრილი თოვა
ძენძეხი –
ჭატყი – მდნარი თოვლი
ჭოდი – სასიარულოდ გამაგრებული
ხიაწი – ქარით ახვეტილი
ხორტი – მთის ნაოჭში ჩარჩენილი
ხოშორა – წყლიანი და შეყინული
ხრილი – მშრალი ქურხლი
ხუშხუშა – ხშირი თოვლი
ჯიშთი – ხევში ჩარჩენილი

ნისლი:

არმური – სქელი ნისლი
ბორი – ნოტიო ნისლი
ბორიაყი – ხმელი ნისლი
ბური – თოვლიანი ნისლი
ბურუსი –
ბუგრი –
ბუერი – მონათოვი ნისლი
ბურსა – თოვლიანი ნისლი
კვიმი – ნისლი, გვიბი
ლემადე – ქარბუქიანი ნისლი
ნისლი – წვიმასა და მანანას შუა
ფოში –
ფოშფოში – თხელი ნისლი
ღვაპი – ბურუსიანი ამინდი
წიწამური –
ჯანღი – ქუფრი ნისლი

ყინვა:

ალთო – პირშეუკრავი ყინული
ენთელი – ფსკერიდან ამოტივტივებული თოში
თოში – შლორი, მდინარის მიერ დაძრული ყინული
თრთვილი – შეყინული ცვარი, რთვილი, კრინჩხი, მარახული
ინი – ყინი, ყინვა (ლაზ.)
კარჩხი – ჭირხლი ხეზე
კოპიჭი – მოყინული ნავალი
ლიპი – ნადნობი და მოყინული თოვლი
ლიჭყი – მიწა პირგაყინული, ძირმომლხვალი
ლოლო – ლოლუა, ჩონჩხარა
ლხვალი – ოდნავ შემდნარი
მყინვარი – უდნობი ყინული მთაზე
ნაოხი – სქელი ყინული, ხორგი
ნეფხვა – ხმელი სიცივე
სუსხი – დამწველი და დამაჭკნობელი
ტეხვრა – თოვლში სიცივე
ყიანეთი – გაუსაძლისი ყინვა
ყინტორი – წყაროს ყინული
შოლარი – შეხორგილი ყინული
ძგიფი – მცირედ შეყინებული
ჭირხლი – ხეზე შეყინული
ხორხალი – ყინულის დიდი ნატეხები

ქარი:

არავი – სამხრეთის ქარი
ბობოქარი – ძლიერი ქარი
ბუქი – ძლიერი ქარი
გამჭოლი – ორპირი
გრიგალი – დამანგრეველი ქარი
ზეკარა – ზეკარის მხრიდან ქარი
ზენაქარი – მთიდან წამოსული
ზეფირონი – დასავლეთის თბილი ნიავი
ზურგქარი –
ზღვაური – ზღვის მხრიდან მონაბერი ძლიერი ქარი
თელხი – სიოს სახეა
თერხვი – ზეფირონს და ჭალიკონს შუა
კენხრონი – ძლიერი ცხელი ქარი
კორიანტელი – თოვლიანი ქარი
ლიფსი – სამხრეთ–დასავლეთის ქარი
მერენი – ქარაშოტი (მეგრ.)
ნიავი, ნიავქარი –
ორპირი – გამჭოლი, გამკრავი
პირქარი – ზურგის ქარის საპირისპირო
რასა – ჩრდილოეთის ქარი
საბარული –
სიო –
ფიონი – ცეცხლაქარი, აღმოსავლეთის ქარი დასავლეთ საქართველოში
ქარი –
ქარიშხალი –
ქარაშოტი –
ქარბორბალა –
ქარბორია –
ქარბუქი –
ქარტეხილი – ძლიერი ქარი
ქარტლი – ქარბორბალა, სიფონი
ქარშეთი – უეცრად ამოვარდნილი
ქარშოშინი – ცხელი, მშრალი
ქვენაქარი –
ქიზი – მსუბუქი, ცივი ნიავი
ქსინი – ზამთრის ცივი ქარი
შურშული – გამკრავი ქარი
შხივი – ხეობის ქარი
წინწილა – მეტად ცივი ქარი
ჭალიკონი – სამხრეთ–დასავლეთის ძლიერი ქარი გურია–სამეგრელოში, წილიკონი
ხაბარული –
ხორშაკი – ქარი შემწველი, ხორშა

წვიმა:

არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
დეცა ნაკვიშ გიმდ ანღრი – ცის ნატეხი მიწად მოდის (სვან.)
ზესხმა –
ზეშვება – ძლიერი თქეში
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
თხროშო – თავსხმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოჟრავს – ცრის უსიამოდ
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მადეერა – ძლიერი ქარწვიმა (სვან.)
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟეჟღერა – წვრილი, ხშირი წვიმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟინტლვა –
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
უჩხე – წვიმა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შიშგარა – ნაზი წვიმა (სვან.)
შიშხიტინა – რბილი წვიმა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცა ფეხად ჩამოვიდა –
ცა ჩამოიქცა –
ცაიერადი – თავსხმა
ცას პირი მოერღვა –
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წაპა – წვრილი წვიმა (ლაზ.)
წინწკლვა – წვრილი წვიმა
წიფხარე – გამოდარებისკენ წასული წვიმა
ჭვემა – წვიმა (მეგრ.)
– გითოყუნელი
– გუმანტირელი – ცაზე რომ ძლივს ეტევა
– კირცხი – სეტყვა
– მერღვაფილი
– ჟუმორი – წვრილი, მოულოდნელი
– ჟღერი – ძლიერი წვიმა
– ჟღვერთი – მსხეპავი წვიმა
– ღვაბუნა – ღვარად მომავალი
– შიმორი – ხანმოკლე წვიმა მზიან დღეს
– შხიფი – ქარ-წვიმა
– ჩერეხი – ტალახიანი
– ჩინჩი – წვრილი
– ჩხაპალა – შხაპუნა
– ჩხაპია – ცქრიალა
– ცაში ნოტეხიქ გიმელ – ცის ნატეხი მოდის
– ცაცალი – წინწკვლა
– ციზაფი – ჟინჟვლა
– ცუნდი – ნამი
– ცხაკალი – მკენწლავი
– ჭეხი – ქარწვიმიანი ამინდი
– ჭიფე – წვრილი
– ჭყვარტი- შხეფი
– ხანდარა – ხანგრძლივი წვიმიანი ამინდი
– ხელერდი – თქეში
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა

ტყე:

ახო – სავარგულად გაკაფული
აჯამეთი – უღრანი ტყე (მეგრ.)
ბარდნალი – ბარდხშირი
ბაღარა – მცირე ტყე
ბოჯოლა – დაბალი ტყე
გვიზიბი – ეკლიანი ბუჩქნარი
დასო – პატარა ტყე
დენგარი – ჯაგი–მაგი, დენგრი
ელეი – ეკალ–ბარდი
კორომი – ხეთა ჯგუფი
ლატნარი – 15–20 წლის ტყე
მაღნარი – მთათა შინა ტევრნალი
მოხისი – შამბიანი, მთაზე მოდებული
ოლე – მოგრძო ტყე ველთა შუა
სასარე – საჯალჯე, საკაფი
სხრტე – ხშირნაყარი
ტები – ტყე (მეგრ.)
ტევრი – დიდი და ხშირი
ტყენარგი –
უდაბური – გაუჩეხავი
უსიერი – ბურვილი, უღრანი, უხუანი, ურმანი, ურეკი, უჯანგარი, ქურცხი, ღურღუთი, ღურღური, ჯეგი
ფარჩხატი – შეთხელებული
ფშიარი – პატარა ტყე
ქანჩახი – კლდოვანი ბუჩქნარი
შიმალი – ნორჩი
შურო – ტყეში ქედებშუა ჩაღრმავება
ჩხარი – შეთხელებული
ჩქოლა – ახლადამონაზარდი
ჩქონი – ჯაგნარი, ჩინჩხილი, ჯაგ–მაგი, ბუწკნარი
წარაფი – წვრილი მოგრძო ტყე
წვრილიანი – წვრილი ტყე
ჭალა – წყლის პირას
ჯალონა – ნათელტყიანი ადგილი (მეგრ.)

არე–მარე:

აგარა – საზაფხულო სადგომი
ავგავანი – თვალუწვდენი სივრცე
აზმახი – გუბე, ტბორი (მეგრ.)
აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, მყის ღრმა დაწყებასვე თანა
ამრეცი – აღმართი
აპანთა – კლდოვანი ადგილი
ბააბანი – ძალიან ვაკე ადგილი
ბანაკი – მანალი
ბერეთი – ბუნაგი, ხვრელი
ბეჩო – ჯილე, ბოლათი, ყობი
ბეჩოლა – გამოქვაბული, ღრმული
ბინული – ნაკადულისთავი
ბინური – წყაროს წყალი (მეგრ.)
ბიცი – აღდაჭი, უნაყოფო მიწა
ბოკერა – მინდორი ტყეში
ბოლცომი – მომაღლო ადგილი
ბონდორი – მოშლამული ადგილი
ბორო – მიყრუებული ადგილი მთაში
ბოტორო – შამბიანი ცხელი ადგილი
ბოშია – ქვიშნარი
ბრეგი – ბრეკი, გორაკივით
ბრილი – უმზეო ადგილი
ბუსნარი – მაღალბალახა კორდი, ბუსნო
ბღვარი – სამხრეთი, სამზევე
გაბარა – მაღლობი, სერი (მეგრ.)
გაგაჩი – ხერგილი (მეგრ.)
გარამი – უფსკრული (მეგრ.)
გაღმართ – ხევის მეორე მხარეს
გეზი – გასავალი წყლის კიდე
გვერდა – ციცაბო ფერდობი, ჩხოკო
გვერძნელი – უფსკრული, ღარდა
გიზი – ჩვილი ბალახი
გლუ – მიუვალი
გოლი – შენაგუბი წყალი (ფერეიდ.)
გორა – მცირე ბორცვი
გორაკი – მცირე გორა
გოჩგოჩანა – ქვაზე გადამდინარე ზვირთი
გულგული – შუაგული
გურაბი – მორევი
დალაუგა – პატარა ვაკე მთაში
დალდე – კლდეში შეზნექილი
დალი – დასავლეთი (მეგრ.), ლაქვა (სვან.)
დოკე – დაღმა (მეგრ.)
დაღმართი:
– წამრეცი – მცირე
– დამრეცი – მეტი
– ჩაღმართი – უმეტესი
– დაღმართი – ჩაღმართის უმეტეს
– ციცაბი – სრულიად ძნელი
– ირმიცი – დაქანებული
– ჯიქა – კმედო, ძლიერ დაქანებული
დვიბე – ხეობიანი უქარო ფერდი
დიკალი – ჩასასვლელი (მეგრ.)
დორანი – ფოთქი, ბეჩო, ჩიბე (მეგრ.), თევზთა შესაყარი
დუბე – დაბალი ადგილი, ღელდო, ხვანტი
დუზი – სწორი მინდორი
დღოწი – ლაფიანი წყალი
ეხი – კლდე ქვაბივით
ვაკე – ქვეყანა ბრტყელი
ვანი – სადგომი, სავანე
ველობი – მინდვრიანი ტყეში
ველტოფი – მეჩხერი ბუჩქნარი სათიბში
ვეძა – მუჯა, მლაშე წყარო
ზაგარი – მთა (სვან.)
ზეგანი – ვაკე მაღლობზე
ზეკარი – უღელტეხილი
ზენაკე – ზემოთკენ
ზენი – ველი (მეგრ.)
ზო – სამხრეთის ფერდი
თანითანაზე – წყლის გაყოლებით
თარა – კლდის გამოქვაბული
თასფეხი – მთის ძირი (ფერეიდ.)
თაღარა – გაშლილი ველი
კადა – ფერდობი (მეგრ.)
კანკასი – ანკარა წყალი, კანკარახი, წიმარო
კაპანი – კლდის ფერდის ფხა
კარკალი – ლოდ–არძანნი
კარჩხალი – კლდოვანი
კარწახი – დიდი აღმართი, კუსუპი, ფოფხი, კაწაპანი
კატარი – კენწერო რისამე
კაცხი – წვერი (სვან.)
კაწარა – პატარა რუ
კეტამი – კლდის ქიმი
კვარიხი – ნაპრალი
კვაჭალია – პატარა მინდორი ტყეში
კიამპო – ძნელი აღმართი
კიდე – წყალთა ნაპირი
კიკაბო – ციცაბო
კინტრო – ტატანი, ციბოლო, ცისკიდური
კინჭუხი – კლდის წვერი, წოპი, კოდმე, წინწიბური, წვეროკინა, კეტამი
კიპირჭი – ბუნებრივი კიბესავით კლდეზე, პარახელი
კირჩხალი – კლდოვანი ტიტველი მთა
კლდე – ქვის მთა, კოჯ (სვან.)
კლდეკარი – ვიწრო გასასვლელი კლდეებში
კმედო – კბოდე, კოდმე
კოდი – უტყეო, ბალახიანი მთა
კოდმე – გორის ფერდი
კოთორა – პატარა კლდოვანი მაღლობი
კონცხი – მაგარი და ძნელოვანი ცხვირი კლდეთა
კოპიჭი – მოყინული მიწა
კოჟი – მაღალი, ხვინჭკიანი ადგილი
კორდი – ბალახიანი ნაკვეთი
კორთი – ციცაბო აღმართი
კორკორა – სოკოსავით გორაკი
კორტოხი – გორაკი, ბექი, კუნტრუცა, ბექური, თაფა, ბურცობი
კოსორი – კლდის შვეული ფერდი
კოტორი – მწვერვალი, კურკუტო
კრანჩხი – ღრანტე
კრია – მიწა ხშირად ქვიანი
კრიამპო – კლდის პირი უფსკრულთან
კრიახი – კლდოვანი ადგილი
კრუტიელი – მორევი
კუნძული – ხერთვისი, ჭალაკი
კურბელი – ბორცვის წვერი
ლაგაზი – მწებარე ტალახი, თიხნარი
ლაფი – თხელი ტალახი
ლაქვა – დასავლეთით (სვან.)
ლაყვა, ლაკვა – წვიმის გუბე
ლენჭყი – ლენჭყო, ჭაობიანი ადგილი
ლეჟა – აღმოსავლეთით (სვან.)
ლეტა – ტალახი (მეგრ.)
ლია – ტალახიანი საფლობი, ნოყა
ლიაღვი – ლენქერი, მოდიდებული ნაკადი
ლიპი – მოყინული
ლიტაო – სალი
ლიხი – მაღალი შამბი
ლოდიანი – დიდრონქვებიანი ადგილი
ლოთომი – საფლობი ტალახი
ლორგო – მლაშე წყაროს წყალი
ლუხუმი – მდინარე, რომელიც წვიმის დროს ძალიან მატულობს
მარჩხობი – არაღრმა წყალი
მატალა – სტალაგმიტი
მაქანარი – ხევის პირი ფლატოიანი
მდელო – მწვანე მინდორი
მესხლეტი – ფეხის მოსაცურვებელი
მზვარე – უჩრდილო ადგილი
მთხრებლი – ორმო, მღვიმე, ხარო, ჭა, ხნარცვი, ლაკვა, ჯურღმული, ქვაბული, პარეხი, ბელღოჯი, დალდე, ქანქანა, ქარიზი, ღრუდო, ქერეთი, ეხი, ქვახვრელი
მირამორა – ახლომახლო
მისადევარი – ახლო–მახლო ადგილები
მონიო – წყნარი დინება
მრავალანი – პატარა დათვის ხომლი
მრუდი – გვლარძნილია ვაკოვანთა შორის ღელოვან–სეროვანი
მუშამი – მეტად ცხელი ადგილი
მყაყე – უძრაობით აშმორებული
მჭიდრე – ადგილი რამ იწრო
ნაგრილი – ჩრდილი
ნადგური – ნადგომი, ნასადგურალი
ნაზლობი – ქვიშა–მიწის ზვავი
ნაკა – ვრცელი (მეგრ.)
ნაპრალი – ნაღი, ვიწროდ გახეთქილი
ნარვალი – ოღრო–ჩოღრო, ოკრო–ბოკრო
ნაური – მცირე ხეობა, ღრანჩო
ნაშე – რიყე ფიჩხოვანი
ნაშლიანი – კლდის ნაშალი
ნოღა – მდინარის ნაყოფიერი პირი
ომანო – ომახო, ომანე, სორო, სვერო
ორო – ჩრდილი (მეგრ.)
ოროკო – ბაქან–ბაქან ვაკე
ორწოხი – ძნელმისადგომი
ორხევი – ორი ხევის შესაყარი
ოფო – მცირე საგუბარი
ოღრო – კრატერი
ოღრო–ჩოღრო – უსწორმასწორო
ჟვეპო – პეჟო, პერი, ქაფი
რეხი – მთის კლდოვანი კალთა
რზენი – ვაკე (მეგრ.)
რობუ – ხევი (მეგრ.)
რუვი – რუ
რუწკუმი – კარსტული ძაბრი
საბადური – ბადით სათევზაო ადგილი, სასალიკო
სალოკი – მლაშე წყარო
სანიავო – ნიავიანი ადგილი
სარაგ – წყარო (სვან.)
სახინძავი – სამალავი
სერი – მოგრძო გორა
სერტყიანი – ტყიანი მთა, ძნელსავალი
სკნელი – კიდესავით
სრუტი – სადა ზღვა დავიწროვდება
სტაგი – რუს სათავე
ტაფობი – ჩავარდნილი ადგილი
ტაშირი – ვაკე მთებშუა
ტიალი – ყოვლით საჩინო,
ტიბა – ტობა, ტბა (ლაზ.)
ტინი – პიტალო კლდე, ლიტაო, სალი
ტომონი – ჭაობი, შანტალა, უყე, საფლობი
ტრამალი – დიდი უშენი მინდორი
ტრიამელი – ტრიალი მინდორი
ტუბი – ხევი (სვან.)
უზვერული – კარგად შენიღბული
უნაგირა – მთებშუა ჩაღრმავება
უფთური – მიუდგომელი
უღაღი – ძნელსავალი, ღრატო
უღრაღი – უგზო, უკაცრიელი
უყეში – საფლობი
უშენი – უკაცრიელი, უდაბური
უჯმაჯური – ღრუბელმა ან კვამლმა მხეცის სახე მიიღოს
ფაფხი – მიუვალი კლდე
ფერცხალა – დაღარული გორა
ფიჩორი – მდინარის შესართავი
ფლატე – ფოტორი, ჯილე, ხმორდლო, ღრე, ჩამონახეთქი
ფოსო – მცირე დაღრმავება
ფრიალო – მეტად ციცაბო
ფშა – წყარო, მდინარის ახლო
ფხაკო – ხრიოკი ფერდი
ფხაწალი – მიუდგომელი ადგილი
ფხნეკი – ღრიანტელი – წყლის მიერ ჩამოქცეული ადგილი
ქანვარე – სადაც მდინარე მიექანება
ქანჩახი – კლდოვანი ბუჩქნარი
ქარაგოზი – კლდის ხავსი
ქარაფი – დიდი ფრიალო კლდე
ქარქარაკი – გამონარიყი შეშა
ქაქარი – აღმართი
ქედი – გორთა გადასაჭვრეტელი
ქიმი – წვეტიანი შვერილი
ქორში – ცივი და უხეში წყარო
ქოფთა – გამოქვაბული
ქოჩი – ბუჩქი
ქუდური – მოვაკული გორა, პლატო
ღადო – ოკრო–ბოკრო, ჩორახი (ტალღაც)
ღარისთვალი – მდინარის კალაპოტის ვიწრო ადგილი
ღარტაფი – ჩაღრმავებული ადგილი, ღმურჭულა
ღელე – მცირე ხევი
ღირღილა – ხმაურიანი რუ
ღრამპი – მცირე ორმო
ღრანტე – ღრმა, ვიწრო ხევი
ღრე – დაფლატული ადგილი
ღრმული – ფოსო, ფოსვი, მცირე ჩაღრმავება
ღრუჭუმი – ბუნებრივი ორმო
ღურღული – დიდი მორევი, ღურღუნცი
ღურჭუმელა – ამოთხრილი ორმო
ყაფარი – დაქანებული კლდე
ყეფი – ძალიან ცივი წყალი
ყვაპე – ჩავარდნილი ადგილი
ყრჩუ – ადგილი ვიწრო და ცხელი
ყურე – ხმელში შეჭრილი წყალი
შაზი – ტალახი
შანდაკი – მოსწორებული ადგილი
შანტალა – უყე, ჭაობი
შენი – კაცრიელი მხარე
შვალი – ღარი ტყიან ფერდობზე
შიბი – კლდის წიბო
შტოქედი – ქედის განშტოება
ჩაბალი – დაბალი მინდორი
ჩაბარუხი – ჩანჩქერი, ჩახრიალა, ჩქერალი, ჩხატი, ჩაქუხა
ჩავო – უმზეო, ჩრდილიანი
ჩანჩხი – კლდიანი კალაპოტი
ჩახვაფული – ჩაზნექილი ადგილი
ჩოფი – ცხელი ადგილი
ჩქერი – სწრაფი დინება, ღვართქი, შხივი
ჩხატი – ჩანჩქერის კლდე
ჩხმეტი – ქვიანი, კეჭინარა, ქვარნალი
ციგლიგი – ნაკადულის დინება
ცისკრეთი – აღმოსავლეთი
ძიძგაბი – ეკლნარი
წარბა – ოროკოს კიდე
წყალმარჩხი – თავთხელი ადგილი
წყარო – ფშა, ფშანი, ბინული
ჭალა – მდინარის ნაყოფიერი ნაპირი
ჭევლი – მდინარის ჩაციმციმება
ჭენჭეხი – გაუვალი ტალახი
ჭეო – ფიქალი, შრიანი კლდექანი
ჭერეხი – ქვახვინჭკიანი ადგილი
ჭიუხი – ჭაუხი, წვეტიანი კლდე, შხერი
ჭოროხი – მდინარისაგან შეყრილი ქვიშა
ჭოჭი – წყლიანი ადგილი
ჭურობი – კლდეთაშუა ვაკე
ჭურულა – რუს განშტოება
ჭყანტი – ჭანჭრობზე დიდი, ჭყანტობი
ხაბო – კბოდე (მეგრ.)
ხარო – ღრმა ორმო
ხაშმი – ავჰაეროვანი
ხახი – მდინარის დაკბილული ნაპირი
ხევანი – ხეივანი
ხვანტი – მთებშუა დაცემული ვაკე
ხმორდლო – ჩაფლატოებული
ხოფი – ჩაღრმავებული
ხრაო – ხრამი
ხრიატი – კლდიანი ფერდობი
ხურგი – საზღვარი
ხურხევა – ვიწრო გასასვლელი
ჯაგი – ეკლიანი ჩირგვი
ჯორგო – ღელე კლდეში
ჯურღმული – ძალზედ ღრმა ორმო

.

 

ტეგები: , , , ,

2 responses to “ზნენი სამამაცონი – 43, ნადირობა–გარისობა

  1. ავთანდილ ფარადაშვილი

    October 18, 2010 at 1:10 pm

    მივესალმები თქვენს მიერ გაკეთებულ ქართულ საქმეს. მე სანადირო და იარაღების სფეროში ვარ ჩართული და ძაან მომეწონათ ქვენი სტატიები და არა მარტო ეს. ჩემი საიტი მითითებულია და თუ რამე დაგჭირდათ, შემეხმიანეთ.

     
  2. კონსტანტინე ციხისელი

    October 29, 2011 at 12:10 pm

    დაილოცოს შენი მარჯვენა!
    გავიხარე ნახვითა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: