RSS

ზნენი სამამაცონი – 39, სამოსი–აღკაზმულობა

08 May

“ყაწიმები გიხდებოდა შავლეგო”
ხალხური

ამ თავში თავმოყრილია ჩაცმულობის ყველა ის სახეობა და დასახელება, რაც კი ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებში მოიპოვებოდა. ბევრ მათგანს, ეთნოგრაფიულთან ერთად, გამოყენებითი ღირებულებაც შემორჩენია.
მაგალითად, დარბაზში ვარჯიშის დროს საუკეთესო ფეხსამოსია ბაგვი, კაპჭანა ან კარაჭინა, ხოლო ისეთი სამოსნი, როგორიცაა ჭონია, ჩაქურა, კვერტო, დურა და მისთანანი, შეუცვლელიც კი.

ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით დათარიღებული თრიალეთის ვერცხლის თასის ამ ფრაგმენტზე გამოსახულია სარიტუალო მსვლელობა, რომლის მონაწილენიც ნიღბებში, კუდიან მოსასხამებსა და ჭვინტაპრეხილ ფეხსამოსში გამოწყობილან (სვანეთში ჩვენს დრომდე შემორჩა მგლის ტყავის მოსასხამები, რომელთაც კუდი ჰქონდა დატოვებული).

საინტერესო ცნობას გვაწვდის სტრაბონი ერთი საგანგებო აღჭურვილობის შესახებ. მისი თქმით თოვლზე სავალად მთიელები (კავკასიის) ფეხზე იმაგრებენ ლითონის წვეტებით მოჭედილ ხარის გამოუქნელი ტყავის ფართო ნაჭერს.

ასევე საინტერესო თემებია ბრინჯაოს ხანის ნაირგვარი აბზინდები, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნოლოგია, შურდულად გამოსადეგი თავსაბური – ფაფანაკი, დამცავი დანიშნულების ნახატები ტანისამოსზე, ზედა წიბოში მავთულგაყრილი თუშური ქუდი (ტრავმის შესასუსტებლად) და სხვა მრავალი.

ალბათ ღირს ყურადღების საგანგებოდ შეჩერება ხევსურულ ტალავარზე. ეს სამოსი (თუ საგანგებო შემკულობაზე უარს ვიტყვით) საოცრად შესაფერია სავარჯიშოდ შედარებითი სიიაფის, დამზადების სიმარტივისა და მოსახერხებლობის თვალსაზრისით (იხ. ილუსტრაცია)

ტალავარი

თავსარქმელი

.

ფეხსამოსი

აბზინდა – კარშიკი (ხევს.), ყუნი (მეგრ.), საჩხვლეტელიანი ბალთა
აგრაფი – მოსასხამის შესაკრავი
ადიმი – მოუქნელი ტყავი
ალაქანი – წინდის ძირზე გამოკერებული ტყავი
ამოსაზიდი – პაჭიჭის სამაგრი რგოლი
ასტარი – სარჩული (ფერეიდ.)
აყოშა – მუქი შინდისფერი ჩოხა
ახალუხი – ახალოხი, ჩოხის პერანგი
ბაბთურა – ალალ ნაქსოვზე შიბებს შორის გამოყვანილი რაიმე სახე
ბაგვი – მატყლის სქელი წინდა, თოვლში სავალი
ბალთა – ილეკროს შესაკრავი სარტყელთა და მისთანათა
ბანდული – ლანჩადაწნული წაღა, ბინდული
ბარჯღალა – ცხვრის ტყავის გრძელბეწვა ქუდი
ბაჭკო – მწყემსის საწვიმარი
ბახტარი – პაიჭის აბზინდიანი თასმა
ბელყაიში – ტყავის სარტყელი
ბილაზუკი – სამაჯური
ბილაონი – საზაფხულო თხელი წამოსასხამი
ბორკი – შარვლის ტოტი (მეგრ.)
ბოხოხი – მოქნილი ცხვრის ტყავის თავსარქმელი
ბჟანტი – ქამარი
გამოღვედული – თასმით შეკერილი ქალამანი
გარე–თმა – ტყავის სამოსი ბეწვით გარეთ
გეიშა – მოკლე ტყავის ქურთუკი
გერგელა – აჭარული ფარფლიანი ქუდი
გვაბანაკი – ნაბდის მოსაცმელი
გუგუმა – დიდრონი ღილი, ტატაბო, უტურა
გულთათა – მასრების ჩასაწყობი ჩოხაზე
დუმბარა – თავსაბურიანი სამოსი
დურა – კაცთ საკუხი, ტყაბუჩი
ვარმე – იალმაგი, ვარში
ვაკასი – ვარშამანგი, სამხრე, მოკლე მაზარა, საბეჭური
ვაშკარანი: – გვალაგი, ტომარა, მახალი, მანდიკი, შულდაკი, ხალთა, ჩახვი, ჩალათა, ბალანტი, ქისა
ზანგალი – უთათო პაიჭი
ზეზი – ოქროქსოვილი
ზორტი – სამოსელთ შესაკინძავი
ზოსტერი – სარტყელი
ზუბუნი – ორჯიბიანი საყელოიანი ახალუხი
თათმანი – ქურო
თალფაქი – ქუდის სახეა
თასმა – ტყავი სამუშაკოდ მზა
თაქნაბადი – კარგი ნაბადი
თელუგა – ღაზლის უყელო წინდა
თექურა – უხარისხო ნაბადი
თოლა–ბულუხი – უჯრულა აბრეშუმის სარტყელი
თოხა – აბზინდა
იაფუნჯა – ნაბადი (ჯავახ.)
იახა – არშია
იკა – პაიჭის თასმის ჩამოსაბამი სარტყელი
იჩლუგი – უსახელო თბილი სამოსი
კა – ახალუხის შესაკრავი (მეგრ.)
კაზმა – მორთვა
კაკდები – თხილამური, ზანკალი
კალთა – ჩოხის წელსქვემო ნაწილი
კაპჭანა – უყელო წინდა
კარაჭინი – ნაქსოვი წუღა
კარჩიელი – საქალამნე ტყავი (საქონლის უკანა კანჭისა)
კაწაპი – წუღის ჩასაცმელი სასხლეტი
კენდოი – თოკის უხეში სარტყელი
კვარაჭინა – დაბალი ქუდი
კვართი – პერანგი
კვერტო – მოკლე ჩოხა, კორტუა, კვარტუა
კვეტენა – თასმის ღილი
კიდარი – ქუდი
კობალა – ხეშის, ტილოს სარტყელი
კომიჭი – დუგმა
კოპი – მოუქნელი თასმა, ქალამნის ამოსასხმელიც
კოპური – ნაოჭიანი ქალამანი
კოხუჯი, კოხუნჯი – იმერული ქალამანი
კუკი – ჭუპრა, ნიღაბივით
კუპრიალა – ტყავის დურა ბეწვით შიგნით
კუტაუხა – წინდის სახეა
ლაბარი – ქალამნის შესაკრავი მსხვილი ძაფი (სვან.)
ლეკვერთხი – წვივსაკრავი
მაზარა – წამოსასხამი
მარყუჟი – ადვილგასახსნელი ნასკვი
მაშია – ფეხსაცმლის სახეა
მესტი – მოკლეყელიანი უძირო მეშის ფეხსაცმელი
მოგვი – ჩექმა
მომკაული – სამკაული
მუქასარი – შარვლის ტოტი
ნაბადი – მითელილი მატყლის წამოსასხამი
ნაბდურა – ტყავისძირიანი ნაბდის წინდა
ნათი – სამოსის ზურგი (მეგრ.)
ნამორი – ნემსით ამოხვეული ნაწიბური
ნატა – მოქნილი ტყავი, თალათინი
ნაწიბური – ქსოვილის ნაპირი
ნაჭრელი – ორნამენტული შემკულობა
ნახჭი – ამოკვეთილი ორნამენტი
ნეონი – ქალამნის საკერი ძაფი (სვან.)
ნესკორ – ლესკორ, წვრილი თოკი (სვან.), სამტოტად დაგრეხილი და ცვილში გაგოზილი საბანდულე ძაფი
ნეჭა – წმინდა ჭილოფი
ოიმა – ჩოხის უკანა კალთა, ბეჭებთან ერთად გამოჭრილი
ორტყაფი – ქამარი
ორჩოფეხა – მაშია წინ და უკან ქუსლიანი
ორხაო – ახალუხი, პერანგი
ოსარე – ჩოხა (სვან.)
პაიჭი – კანჭის სამოსი, პაჭიჭი, პაჭანიკი, საკოჭური
პაპანა – ფაფანაკივით ქუდი
პეპელი – ღილი
პერპერა – ფიდულობა, მორთულობა
რუბი – ღილის კილო, რუფი
საბეჭური – კაცის პერანგის მოქარგული გულისპირი
საბიძალი – შარვლის უბე, ჭაჭი
საგულე – ახალუხი
საკართული – წვივსაკრავი
საკოჭური – პაიჭის ლანჩის თასმა, შარვლისაც
სამყადი – სამფერა სარტყელი
სამხედრო – ტალავარის კალთის ჭრილი, ჩაქი
სარმუზა – ფეხსამოსი
სარქმელი – ქუდისნაირნი
საჩიხი – წინაფრა, საჩრდილობელი
საცვეთი – ჩაქურაზე ამოსაცმელი პაიჭი
საწელა – შარვლის ზონარი
საწმართულო – შარვალი
სახაწლე – შარვლის ზონარგასაყარი
სახელი – ტალავარის სახელო
სახვიელა – წინდის ყელის შესაკრავი
სიბა – სარტყლის ადგილი
სიკუნი – ნასკვი
სირიფი – წვრილი სარტყელი
ტალავარი – ჩოხის სახეა (ხევს.)
ტალმა – მოსასხამი
ტანთი – ტანსაცმელი, ტანკორტი, ურუბა
ტოლამა – ბეწვიანი ფართო სამოსელი
ტოლაღი – წვივის და მაჯის არტახი
ტყავკაბა – ბეწვიანი სამოსი
ტყაპუჭი – ტყავის ზედა სამოსი
ფამფარა – გრძელბეწვა ცხვრის ტყავის ქუდი
ფანდაკი – მოგვის მაღალი ქუსლი
ფარაგი – ფშაური გულსაფარი, ჯიბიანი წელსარტყამიც
ფარგული – თუშური გულსაფარი
ფატან – პერანგი (სვან.)
ფაფუჭი – ჩუსტი
ფაჩაჩი – ნაბდის ფეხსაცმელი
ფაითმანგი – წვივსახვევი (ფერეიდ.), ფეთმაგი
ფეხსამოსი: პაჭიჭი, წინდა, კარაჭინი, წუღა, ფეთმაგი
ფეხსაცმელი: მაშია, ბანდული, მოგვი, ხამლი, უძირო, წაღა, ქალამანი, მესტი, ფაფუჭი
ქალაშა – ნაქსოვი ფეხსამოსი (ფერეიდ.)
ქამე არშუილ – შარვალი (სვან.)
ქანდა – ვარაყი
ქევანი – უბრალო ნაბადი
ქეჩურა – ნაბდის ჩექმა, ბაგვი
ქინქილა – შილიფი
ქუნჩი – ჯუბა (მეგრ.)
ქუქუნაკი – ჯუბა (მენჯამდე)
ღართი – საწვიმარი ნაბადი
ღილშატი – ფარაგის შესაკრავი
ყალამა – ქუდის ფარფლი
ყისინა – უხეში საჩოხე ქსოვილი
ყოში – გადაკეცილი მაჯისპირი
შალვარი: ორკეცი ნიფხავი – როპანაგი; გარედან ამოსაცმელი – საწმართული ან პერიკამი;
ჩაბალახი – საომარი თავსაბური
ჩათუა – ტყავის ღვედი
ჩაფურასტი – ტალავარის საკინძე
ჩაფულა – ჩაფლა, პაიჭზე მიკერებული წუღა
ჩაქურა – ჩოხის სახეა
ჩაჩი – გრძელი ქუდი
ჩახსაკრავი – ლეკვერთხი, პაიჭის შესაკრავი
ჩიგლამა – მოსათელი ნაბადი
ჩითა – ორპირი ღაზლის წინდა
ჩიჩლათანი – ხის ქერქის ქალამანი
ჩოხა – მატყლის სამოსი
ძაღარა – ბეწვმონაკერები კიდური
ძიგვა – უხეში შალის შარვალი
ძირახალი – ახმზე გაკერილი ქალამანი
წაღა – ყელიან–ქუსლიანი ფეხსაცმელი
წვივსაცმელი – სარჩულიანი პერიკამი
წინდურა – უყელო წინდა
წიპწიპა – საჩიხიანი ზონარი
ჭაპი – ბანდულთა და წაღათა შესაკრავი
ჭუპანა – წინდაზე ან მანდიკურზე ზონრის გასაყრელი ყური
ჭონია – მოკლე ჩოხა გურიაში
ხამი – მსხვილი სამოსელი
ხამლი – ფეხსამოსი
ხიდები – ქალამნის საკოჭე თასმები
ხრიკა – მაჯის შესაკრავი
ხაფთანი – ჯავშანქვეშა კურტაკი, იგივე ვეფხის ტყავის ჯავშანი
ხუნჩა – წნული ქალამანი, ბანდული
ხუფთანი – ჯავშნზემოდან საცმელი
ჯორაბი – წინდის სახეა
ჯოში – უხეში ნაქსოვი
ჯუბა – მსხვილი პერანგივით, დაბამბული კურტაკიც
ჯუბაჩა – მოკლე ჯუბა
ჯღანი – ძირგამობლანდული ქალამანი

 

ტეგები: , , , , , , ,

3 responses to “ზნენი სამამაცონი – 39, სამოსი–აღკაზმულობა

  1. გულნარა

    October 28, 2010 at 3:55 pm

    აქ იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინეეეეეეეე
    დიდი მადლობა კობა

     
  2. ნინაგდო

    January 21, 2011 at 9:04 am

    ჩოხა-ახალუხის თარგსაც გაგვაცანით თუ შეიძლება. რატომღაც გასიდუმლოვებულია დღევანდელ თერძებში. დიდი მადლიბა ამ ლექსიკონისთვის. ბევრი ლამაზი სიტყვა გვაქვს ქართველებს ჩაცმულობზე რომ აგარაფერი ვთქვათ

     
    • matekari

      January 23, 2011 at 10:46 pm

      ნინაგდო, ამ წიგნში თავმოყრილია რამდენიმე ათეული დარგი, რომელთა ცოდნა ერთი კაცის თავში ვერ ჩაეტევა. ამიტომ ეს წიგნი ძალზე ზედაპირულია და შესაბამისად, ავტორის ცოდნაც.🙂.

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: