RSS

ზნენი სამამაცონი – 38, სხეული

08 May

ქართული ლექსიკა შესაძლებლობას იძლევა დაწვრილებით აღიწეროს როგორც შემტევის, ასევე თავდამცველის სხეულის შესაბამისი უბნები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ილეთის ჩასაწერად.

sxeuli tavi

ქვემოთ წარმოდგენილი სხეულის რუკა ამის ნათელი დასტურია. საყურადღებოა ისიც, რომ
დასახელებანი იცვლება მდგომარეობის, სივრცული განლაგებისა და გეზის მიხედვით.

sxeuli tani

sxeuli xeli

sxeuli fexi

ანგალა – მხარი უბეჭოდ
ახმი – ტერფის ზურგი
აშავერი – ბარძაყი, შახვარი
ბადანი – ტანი (ფერეიდ.)
ბაია – გუგა
ბაკანა – ქალა, კრენჩხა, ხაპერი
ბასმა – ტერფის შიდა მხარე
ბერა – ჯიგვი, ცერა თითი
ბეჭი – წიმორთი (მეგრ.), აფხა
ბეჭისთავი – ბეჭთა შესაყარი
ბოქვენი – სიპი, ჭიპქვეითა მუცელი
ბრატი – მყესი (სვან.)
ბღაჯი – ხელისგული თითებიანად
ბჭალი – ფეხისგული თითებიანად
გაზა – წვივის ძვალი
გალო – კიდურის ძვალი
გარჯღა – ლაჯის ზემო ნაწილი
გვერდა – არათითი
გოგი – თითის სახსარი
გოზა – წარბი
გოჯი – თითის წინა სახსარი
გულბანდი – მკერდი
დაყვი – იდაყვი, ვატაყი
დუდი – თავი (მეგრ.)
ვეგი – კოჭი, კომახი, კორნატი
ზემხარი – მხრის სარტყელი
ზურგი – მკერდის უკანა მხარე, კაპულა (ლაზ.)
თაბლა – ყურის ნიჟარა
თაგუნი – მყესნი
თეძო – პოჭოჭიკს გარეთ
თეძოსთავი – თეძოსზედა ნაწილი
თმა: ვარჯი – შეუკვეცავი; ქოჩორი – შემოკვეცილი; ჯენჯი – წამოზრდილი თავნაპარსი; ფაჩვნი – მკერდის ბალანი; გრუზი –ხუჭუჭი ხშირი თმა; ბლიკი – ქაჩალი; გენძერი – უხეში თმა; გეჯერი – მსხვილი, სწორი თმა; კოკროჭინა – თმის გვირგვინი კეფაზე; ბანჯული – ტანის თმა
ისქიო–იღუნიო – მუხლის მდრეკი მყესნი
იღლია – ჭიღვის სადრეკი
კაკნატელა – ცხვირსა და შუბლს შუა
კანჩალა – წვივი
კანწრახი – მაღალი წვივი
კანჭი – კოჭიდან მუხლამდე, ოჟგალა
კართი – კუნთი, კარსი
კაჩა – მუხლის სადრეკი, ქაცაცი, ღვირკი
კეფა – კისრის ზემოთ
კვა – შუბლი (ლაზ.)
კვანთი – მუხლის ძვალი, კვიტიტი, კვიშტავი, კვირისტავი, კორი, წირღვი
კვინიხი – კინკრიხო, კორტოხი, კოსრო, თხემი
კითი – თითი (მეგრ.)
კილო – თვალის გარე კიდე
კიმკიმა – ლავიწი
კინწი – კირწი, ქედი, კინჩხი
კიწანი – მტევნის გარე წიბო
კოპი – ჭაშას აქეთ–იქით ბორცვები
კოკორახი – კოხროლია, კოხრი
კოჟიჟი – კოჟრი
კუბუხი – სარქეს უკან კოპი
კუდუსუნი – კუჩაბა, კუკუზნაქი, კუკუხო
კუსუმპო – თეძო–საჯდომი
ლაში – ქვედა ბაგე, ჩარბი
ლაჯი – ბარძაყის შიდა მხარე
მაჯა – მტევნის სახსარი
მენჯი – ქვედა ძვლოვანი სარტყელი, მეჯი
მკერდი – ლავიწიდან მუცლამდე, კიდირი (მეგრ.)
მორფი – სხეული
მოსაქანი – სახსარი, მქანე, სადრეკი, კომი, ნაწევარი
მუცელი – მკერდიდან ბოქვენამდე
მყესი – კუნთის ძვალთან მაკავშირებელი
მხარი – ხუჯი (მეგრ.)
მხარუღელა – ლავიწს და ანგალას შუა
მხრიკიწი – მხრის სახსარი,
ნაკუთალი – კანჭის კუნთი
ნაქი – ყია
ნები – ნეფი, ხელისგულიდან მაჯამდე
ნეკი – თითნიკა, ნიკორა
ნიკაპი – ყბის წვერი, ნიკრისი
ნინუა – ღრძილი, ნონუა
ორანი – ხახა (მეგრ.)
პოპორი – ზედა ტუჩი
პოჭოჭიკი – ბარძაყის ძვლის თავი
პურტი – ფერდსა და ნეკნებს შუა
სავარცხელა – მტევნის ზურგი
საზალტე – მაჯის ზურგი
საზარდული – ბოქვენს აქეთ–იქით
სალოკი – საჩვენებელი თითი
სარქე – ჭაშას უკან აქეთ–იქით
საულვაშე – ცხვირიდან ბაგემდე
საფეთქელი – ყვრიმალს ზემოთ
საწინწკარი – ლავიწი, ავქაში, კინკიბა
სიბა – სარტყლის ადგილი
სოთი – ცხვირი კეხს ქვემოთ
ჟდომი – საჯდომი
ტაბუხი – მუხლისთავი, კვისი, ბურგული (მეგრ.)
ტატყები – მსხვილი ხელფეხი
ტერფი – ფეხი კოჭსქვემოთ
ტიღვი – მკლავი, ბწალი, კილე
ტლოკი – ბარძაყის უკანა მხარე
ტომაგი – სხეული უკიდუროდ,
უპე – ღაწვიდან თვალამდე
უჯი – ყური (ლაზ.)
ფენთხი – გვერდის უნეკნებო ნაწილი
ფერდი – ნეკნიდან თეძომდე
ფერცხალი – ნეკნი, კელავარი
ფრჩხილი – ბწკილი, ჭკილი, ქემერი (მეგრ.), ცხა (სვან.)
ქედი – კისრის ძირი
ქენდერი – ღიპი, ფაშვი
ქური – ლოყა, ღაწვი
ქუსლი – ტერფის უკანა ნაწილი
ღაბაბი – ნიკაპის ქვემოთ
ღვინჭიპა – ჭიპს ირგვლივა
ღინწი – კისრის ღრმული
ღრაჭა – ხრტილი, ლიხტი, ხიტკინა
ყბა – კრიჭა, ლოყის ქვემოთ
ყელი – ღაბაბიდან ლავიწამდე
ყვრიმალი – ლოყის ზემოთ კოპი, ჭოყვი
ყურისძირი – ყურის ქვემოთ
შეშაძარღვი – სადრეკთა მყესი
შეშუალი – შუათითი
ში – ხელი (სვან.)
შუასაძგიდი – დიაფრაგმა
შუშტუკი – ნესტო, პინჩვი
ჩანი – ქვედაყბა, ლაჟი
ჩერანი – წვივის გნდე
წელი – ზურგიდან გავამდე
ცანდი – ქუსლსზემოთ, ნაკუთალამდე
წინამხარი – იდაყვიდან მაჯამდე
წყრთა – იდაყვიდან შუათითის წვერამდე
ჭანჭალი – კვერცხების პარკი
ჭაშა – შუბლს ზემოთ
ჭვინტი – წკვერტი, ფეხის წვერი
ჭიპჭორა – ჭიპი, ჭუპეტი, გობეგი, ჩუპა (მეგრ.)
ჭიღვი – მხრის სახსარი
ჭლიკი – ტერფის წინა ბალიში, წკიპი
ხერხემი – ხირხალი, ხერხემალი
ხეცრო – მენჯის წინა ფრთა
ხვანჩი – ჯორჯა, ხორხი, ყრონტი, ყანყრატო
ხვაფი – გულის კოვზი
ხომი – ტერფის გარე წიბო
ხორხალი – მხრის ძვლის თავი

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: