RSS

ზნენი სამამაცონი – 34, სატყორცნი

08 May

ქვის სატყორცნი იარაღის ხმარების ტექნიკა განსაკუთრებითაა განვითარებული იმ მხარეებში, სადაც, სიღარიბის გამო, სხვა იარაღზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი. თუმც კი, ამ ფრიად მოსახერხებელი და ეფექტური იარაღის ფლობაზე არცერთი ფენის მეომარი არ ამბობდა უარს.

შურდული თვით სამეფო გერბზეც არის გამოსახული.
ეს საკითხი ჯერაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი. არადა, სწორედ კაცის მიერ ნასროლი პირველი ქვა არის წინამორბედი ყველა იარაღისა.

საქართველოში ოდითგან იმართებოდა შეჯიბრები ლოდის შორს გადაგდებაში და ფალავნებიც ძალზე დაფასებულნი გახლდნენ. ასევე პოპულარული იყო მცირე ზომის ქვის მიზანში და სწრაფად სროლა. ასეთი გადმოცემაც კი არსებობს – ოკრიბელისთვის ბიჭობა ის არის, ყანაში მწყერი რომ აუფრინდება, ქვის ასაღებად მერეღა დაიხაროსო.

satyor fres

“აღივსო უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლველვითა თვითა სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთა”. – წერს დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვების შესახებ. საინტერესოა, რომ ფილაკავანი, ანუ სიმაგრეთა შესამუსრი ლოდსატყორცნი მანქანა საკმაოდ იშვიათად მოიხსენიება ჩვენს წყაროებში.

ფრანგი მოგზაურის ჟაკ ფრანსუა გამბას ცნობით “…ილორში არის კიდევ ერთი უძველესი ეკლესია, სადაც სულ რამდენიმე წლის წინათ იდგა კატაპულტები, ურნალები და სხვა საომარი იარაღი, რომელსაც თოფის წამლის გამოგონებამდე იყენებდნენ…” (XIX სკ–ის ოციანი წლები).

თუ რა მახვილგონივრული განვითარება ჰპოვა ქვასატყორცნმა იარაღმა ჩვენში, ამის მაგალითად რაჭული ხრიკოლა კმარა.

ეს არის ღრუ ცილინდრი, გვერდით გაჭრილი ღარით. მასში წინასწარ ლაგდება რამდენიმე ქვა. ბოლოსწინა ფიქსირდება ცერა თითით, ბოლო კი დაქნევით გაიტყორცნება, მერე შემდეგი და ასე შემდეგ.

ამ და სხვა, უაღრესად საინტერესო ქვასატყორცნი იარაღების: რიკტაფას, რიკთოფას, გოგრიჭის და გვრიჭილას შესახებ მოთხრობილია მამა ავთანდილ გიორგობიანის გამოკვლევაში “ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები”. მოვიხმოთ მცირე ნაწყვეტი ამ სტატიიდან:

” – წარსულში არსებობდნენ საკმაოდ დაოსტატებული მეშურდულე ფალავნები, რომელთა ხელში ქვის სატყორცნელს ფილთა თოფზე და მშვილდზე ნაკლები ფასი არ ჰქონია.

იაშა არჩვაძის გადმოცემით, ქართლიდან ფუტიეთში მომავალთ, გარესამუშაოდან მობრუნებულებს, ჭერათხევში (იმერეთი) ოთხი კბილებამდე შეიარაღებული ყაჩაღი დახვედრია გაძარცვის მიზნით.

აქაც მეშურდულე არსენას დიდ გაწაფულობას თავისი საქმე უქნია, ქვით დაფინთიხებული ოთხივე ყაჩაღი უსულოდ ჩამოუგდია ცხენიდან.”

satyor c

ბუძგა გოგრიჭა –კაჟით მოკენჭილი თიხის გოგრიჭა
დაბრუნებული – ტყორცნის სახეა
გვრიჭილა – სატყორცნი (რაჭ.)
გოგრიჭეები –სატყორცნი ქვები
გოგრიჭი – ქვასატყორცნი (რაჭ.)
კბილი – რიკთოფას კაპი
კუდბაწარა – თოკმობმული ქვა
მოქნეული – ტყორცნის სახეა
რიკტაფა – ქვასატყორცნი (რაჭ.)
რიკთოფა – ქვასატყორცნი (რაჭ.)
სათითე – ხრიკოლას გვერდითა ხვრელი
ფაფანაკი – შურდულად ხმარებული თავსარქმელი
ფილაკვანი – ფილაკავანი, ლოდსატყორცნი მანქანა,
ქამარი – გოგრიჭის მხარიღლივა ღვედი
ღვლეჭი – რიკტაფას კბილების მოსაჭერი ღვედი
ყოტაში – პატარა შურდული
შურდული – თოკი ქვის ბუდით (შოლტი, დაწნული, ნაქსოვი)
ძუაჭაპანი – გოგრიჭეების ასასხმელი თასმა
ხვრელო – ხრიკოლას ცილინდრული ღარი
ხრიკოლა – ქვის სატყორცნი ღრუ კეტი, არსებობს უკვერო და კვერიანი. ეს უკანასკნელი საცემადაც გამოიყენება

ქვები

არძანი –
გორმეხი – უსწორმასწორო ქვა
გოხი – ქვიტკირისნაირი
გურნა – მრგვალი ქვა (სვან.)
კაპანი – მსხვილი ღორღი
კასილი – ხეხი, მაგარი ქვა
კაჭარი – რიყის ქვის ნაირი
კოხი – მქისე ქვა
ლოდი – დიდი ქვა
რიყე – ჭერეხი
საგორავი – დასაგორებელი ლოდი
სალა – ბრტყელი ქვა
სიპი – გლუსუნი ქვა
სოპი – ლოდისნაირი
ღორღი – მსხვილი ნალეწი ქვა
ქარწაბი – ქარწბია, მინისებრი
ჩიკორი – დიდი მრგვალი ქვა
ჩიშლი – შავი სიპი
ჭალანგარი – მდინარის მაგარი ქვა
ჭყერი – სიპის ნატეხი

 

ტეგები: , , ,

One response to “ზნენი სამამაცონი – 34, სატყორცნი

  1. გივი გოგრიჭიანი

    May 28, 2010 at 6:42 pm

    შესანიშნავი ინფორმაციაა. ვფიქრობ ჩემი გვარის ისტორია გოგრიჭიდან უნდა მომდინარეობდეს.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: