RSS

ზნენი სამამაცონი – 26, საჩეხნი

07 May

საჩეხი იარაღი, კერძოდ კი ცული, ერთ–ერთი უძველესია კაცობრიობის ისტორიაში.

ქვის ცულები საქართველოს ტერიტორიაზე შელის ეპოქის (დაახლოებით 600 000 წელი ჩვენს ერამდე) განათხარშია ნაპოვნი, ხოლო ჭიათურის რაიონში ნაპოვნი ეს კოპწია ხელცული აშელის asheliეპოქას მიეკუთვნება (400 000 – 100 000 წ.წ. ჩვენს ერამდე).

sachexi

ძვ. წ. მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ჩვენი წინაპარი უკვე ლითონის ცივ ჭედვას იყო დაუფლებული და სპილენძისა და ბრინჯაოს ცულებიც დაახლოებით ამ დროიდან მოგვდევს, ხოლო გვიანბრინჯაოს ხანის უაღრესად მრავალფეროვან კოლხურ ლითონნაწარმში ცული ერთ–ერთ უმთავრეს სახეობად გვევლინება.

მაგალითად, ასეთი ცენტრალურ–ამიერკავკასიური (მას ამაზონურსაც უწოდებენ) ცული ჩვენში ძვ. წ. III ათასწლეულიდან იყო გავრცელებული. ჩვენებური ცული არა მარტო ხელოსნური, არამედ მხატვრული ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუშიცაა.

culi 1

ცულები შეიძლება დაიყოს საომარი, სამეურნეო და საწესჩვეულებო დანიშნულებისად. განსაკუთრებულ ყურადღებას ცული თავისი ბოლო დანიშნულებით იმსახურებს.

შუაბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ქართულ ტომებში ცულის კულტი და, აქედან გამომდინარე, მისი სარიტუალო დანიშნულება ივარაუდება (შვეულად, ზემოდან ქვემოთ მიმართული მისი ბასრი პირი ზეციდან მოვლენილ სასჯელს ასახავდა).

culi

ამ პერიოდის ცულთან ერთად გვხვდება საომარი დანიშნულების სხვა იარაღიც: მახვილები, სატევრები, შუბისა და ისრის პირები. ისინი მრავალკომპონენტიანია (სტიბიუმიანი, დარიშხნიანი, კალიანი).

ასევე დადასტურებულია რთული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა პროცესში (ლითონის ყალიბები, შედუღება, ტვიფრვა, დაწურვა და სხვანი). გვიანბრინჯაოს ხანის მეორე ეტაპი (ძვ. წ. XI–VII სს) ფარავს ადრერკინის ხანასაც.

ათალდი – ფართოპირიანი წერაქვი
არგუნი – ნაჯახი (მეგრ.)
ბურჭული – წალდი (მეგრ.)
კადა – ცული (სვან.)
კადოლ – მცირე ცული (სვან.)
კეკი – პატარა წერაქვი
კინა – ცულივით
ნაჯახი – მცირე ცული, ლანჯახი
ნიღრი – წალდის ცხვირი
ორთოხი – ორგნით სათხროლიანი
სათული – მცირე ნაჯახი
ტაბარი – ორპირი ნაჯახი
ტაბარძენი – უნაგირზე დასაკრავი ნაჯახი
ქარჩი – ცალწვერა ბრტყელპირა წერაქვი
ქუცუცა – ნაჯახის უკანა წვერი
ჩუგლუგი – მცირე წერაქვი ან გრძელტარა ნაჯახი
ცულაფთა –სწორკუთხა ნაჯახი
ცულდი – ცული
ცულთოხი – საჭრელ–სათხროლიანი
ცულკავი – ცულის სახეობა
ცულქარჩი – ნაჯახწერაქვა
წალდი – საჩეხი იარაღი
წაკარტი – წერაქვი (მეგრ.)
წალკატი – ორწვერა წერაქვი
წერაქვი – სათხროლ–საჯგვერი

 

ტეგები: , ,

One response to “ზნენი სამამაცონი – 26, საჩეხნი

  1. გულნარა

    October 25, 2010 at 10:16 pm

    საინტერესო თემაა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: