RSS

ზნენი სამამაცონი – 25, საცემნი

07 May

 

“კოპალას, კარატიონსა, ლახტი აქვს მომარჯვებული”.
ხალხური

 

kvertxiგარდა საბრძოლო დანიშნულებისა, საცემი იარაღის ნაირსახეობა კვერთხი ოდითგან სარიტუალო დანიშნულებისა იყო. “მეთაურის კვერთხის” ეს ფრაგმენტი ჭიათურაში, გვარჯილის კლდეშია ნაპოვნი და ზედა პალეოლითს განეკუთვნება.

როცა გამუდმებით რიცხვით აღმატებულ მტერთან გიწევს ბრძოლა და დილიდან საღამომდე იარაღის ტრიალი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძალის გამოზოგვით ხარჯვას.

ამდენად, თუ სამკვეთლო იარაღის ერთ–ერთი დადებითი მახასიათებელი მისი სიმსუბუქეა (რათა ნაკლებად დაღალოს პატრონი), საცემი იარაღის მოხმარება განსაკუთრებულ ჯანს მოითხოვს.

იგი შედარებით მასიურია, მაგრამ სამაგიეროდ მის წინააღმდეგ უძლურია აფარებანი და დამცავი საჭურველი.

sacemni

ასეთი იარაღით მებრძოლნი ძირითადად ძლიერი აღნაგობისანი იყვნენ. ამის დასტურია “ვეფხისტყაოსნის” ეს სტრიქონებიც: “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა, მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შაირყეოდა”.

ამუდა, ემუდა – ჯაჭვებიანი რკინის ჯოხი
გავაზის ლახტი – ირმის რქის ძირისა
გურზი – უფრთო ლახტი
ეკალბურთა – ჯაჭვიანი საცემი
კედა – რკინის გრძელი ჯოხი
კვერთხი – საცემი იარაღი
კინიკეტი – ქარცახი, რკინის ჯოხი
ლახტი – უმკვეთლო საცემი
ომბოხი – კვერთხისნაირი
სანგი – რკინის დიდი კვერი
ურატა – მომცრო ურო
ურო – რკინის ხვედა
ხეტი – კაუჭიანი კინიკეტი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: