RSS

რუბიკონი – ქართული სიმღერა

06 May

გურამა (ღიღინით) – ჩემო კარგო რუბიკა, რაზედ მოგიწყენიააა. რავარი ბეჩავი სახე გაქ რუბიკ, რამე ხო არ მოგპარეს?

რუბიკა – ჩემი ნერვები მოპარეს, გურამ–ჯან. მაგაზე დიდი ქონება კიდე რაღაა, რაზვი ჩტო ბრილიანტოვი პორტსიგარი…

გურამა – თუ ვინმემ გაწყენინა, მე რატომ არ დამიძახე?

რუბიკა – რო უფრო მეტი ვინერვიანო? სპასიბა, გურამ–ჯან, როგორც რუსულში იტყვიან, ხაროშეგო – პა ნემნოჟკუ.

დილით აქ მანუკა იყო. “არინანო” როა, რესტორანი, მანდ ზურნა უკრამს. ერთი სატრუდნიკი თან მაიყვანა, პევეცი ნოდარა, რო მე მაგისი ტუფლის პაჩინკა ვქნა.

შეხედამ, ანგელოზივით ბიჭია, ეგეთი მშრომელი ვიდი აქს, დაჟე სომეხი გეგონება.

მაგრამ მაგას აქ თავისი ბლაკნოტი დარჩა, სადაც რო მაგისი რეპერტუარის სიმღერების ტექსტების სიტყვების ბუკვები სწერია.

ვაიი, იქ ამბები ეწერააა. დილიდან ჩემი თვალები მაგნიტივით მაგისგან ვერა შორდება. თან ტუფლი ვკერამ, თანა ვკითხვილობ, თანაც წარა–მარ ნერვნი შოკი…

გურამა – მაჩვინე ერთი! ეროტიკაა?

რუბიკა – ეროტიკა კი არა, მთელი პარნაგრაფიაც ეგ არი.

აბა, უყურე – კაცი სულ ორი დასტოინსტვითა ფასობს. ერთი ფულია, ერთიც – ნამუსი. აქ კიდე ორივეზე სუხოი ატკაზი იძახით და, თანაც, სულ – დელა–ოდილა რანინა და რამე.

აბა ნახე – იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები. ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული!…

ძმაო–ჯან, ჯერ რაც რომ წრის შიგნიდან შვრები, ეგ რატო უნდა სხვასთან ჰყვე, მერე კიდე მაგ წრიდან გადასული. მა ეგ რა, პარნაგრაფია არ არი? ეგ რო იმღერებ, მაგის მერე როგორღა ბავშვს ნატაციები უნდა უთხრა – რატომ შენ პაპიროსი სწოვებ!

ეხლა ამას ნახე, რა ჯიგრიანად იწყება. მეთქი ფულზეა: – ყოველ დილას ვხვდები შენი მოგონებით, ღამდება და შენზე ფიქრით მეძინება,
და, ვდრუგ – სად არიან თბილისელი გოგონები, მარტო შენ ხარ, სულელივით მეცინება.

აბა, ეგეთ კაი ნაჩალაზე ბოლოს ეგრე უნდა ჩაჯვა? თანაც, ყველა გოგონები რო ერთად გინდა, ეგ რა, გრუპენსექსი არ არი?

ან ეგ რა დურაკობაა – გარეთ თოვს და გულში მაინც დარია.
თუ კლიენტი ვერ მოდის, შენ რაღა გიხარია?

ანდაც – თავს მოვაჭრი ღორივით გასიებულ მიკიტანს, ჩვენს საკადრის სუფრას თუ არ გაშლის.

აბა ეგეთი ნეასტაროჟნი სიმღერა როგორ იქნება? ეგ რო იმღერებ, მიკიტანი რო ეწყინოს და შენი ღვინოში რო ჩაფსას, ახი არ არი?

ხოლო თუ როგორი კარგი ანგარიში თქვენ იცით, აი, ამ სიმღერაში ჩანს – შაური შენ, შაური მე, შაური მამაშენს, სამ შაურად სულ გიყიდით შენ და მამაშენს…

ეხლა ეგ ვარვარსკი სიმღერა ნახე – ტრულაილას ფული რად უნდა, ამაიღებს და დახარჯამს, მითომც სულ არა ჰქონია.

ბავონც! აბა, თქვენი გიჟი თავი უკეთესი რა მაიფიქრებდა.

ესეც კიდე კაცები რო ბოზი ქალის მაგივრადა მღერიან:

– საბრალოა ყველა ქმარი, ვინც ჩვენ ერთგულად დაგვსახა,
და მე სიცილითა ვკვდები, მეცინება – ხა–ხა–ხა–ხა!

ხარაშო, ცოლი ბოზობს და ეგრე იძახის, აი, შენ რაღა გამღერებს, თანაც ვა–ხა–ხა–ხა…

გინდაც ესა ნახე:

მე რო მკითხო, ყურძნის მარცვალს ოქროზე არ გავცვლიდი,
რიონი რო ღვინოდ იქცეს, ერთ კვირაში დავცლიდი…

მალადეეეეც!

და მამა–ჯაან, ვინ იცის, კიდე რამდენია ეგეთი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: