RSS

რუბიკონი – ფიფქია

06 May

(რემიქსი)

რუბიკა – გურამ–ჯან, გახსომს ზნამენიტი სკაზკა როა გასათხოვარ სომხის გოგოზე…

გურამა – სომხური კი არა, ქართული ზღაპრები არ ვიცი მე.

რუბიკა – ნაღდად? დაჟე ცანცარქექია? არც ქოსატყუარა? წნილი და ჭანჭველა, წუნა და პრუწუნა, წიქარა–მიქარა და რამე? ნიჩევო, მე გიშოვნებ.

ჰოდა, მაგას გეუნებოდი, გახსომს მაგ გოგოს ბოროტი მაჩიხა რო არ უნდა, რო თავის გერზე მზითვები მისცეს და მაგიტომ სლუგას ეტყვის – ტყეში წაიღე და დაბრიდე.

სლუგა კიდე შეეცოდა და ნააბაროტ ერთი კარზინკა პეჩენია მისცა – წადი ბაბოს წაუღე და შენც იქ იყავი. ეგ გოგოც ტყეში ერთი სტრანნი სახლი იპოვნებს და იქ დარჩება.

საღამოზეც ეგ სახლის ხაზეინი შვიდი ჯუჯი შინ მოვა და თავის კრავატში ეგ გოგო იპოვნიან. ხო გახსომს, რა პანიკები ქნეს? სულ ერთმანეთზე რო ახტებიან… აი ეგ გოგო იყო ჩემი სიდედრის პირველი ქრმის მამიდა, დიანა ასტვაცატურიანი, შინაურებშიც პროსტა ბელასნეჟკა.

გურამა – რაღა ბელასნეჟკას სომხობა მომინდომე. ყოჩაღი თერძი მაინც გეთქვა შე ოხერო. არა, მაინც რა ნიშნითაა ბელასნეჟკა სომეხი?

რუბიკა – იი! ეგეთი შრომელი და პატიოსანი მა ვინ იქნებოდა? სარეცხი ეგ რეცხამდა, თოხლი ეგ კეთამდა და თანაც ატნაშენიებში არაფერი ლიშნი, ვაკრუგ მაგდენი შრომელი და ხალასტოი მამაკაცი, ეგ კიდე ყველასთან პროსტა როგორც ბრატ–სესტრა.

გურამა – ბელასნეჟკა რაღატომ ქვია, შენი აზრით?

რუბიკა – იმიტომ, რომ თავისი ბაბო ბელასნეჟნი შაპკა შეუკერა, რო მგლები არა სჭამონ.

გურამა – თითონ რა ფერი იყო? ცოტა ხო არ წაიშავგვრემანებდა.

რუბიკა – რა გიხარია. გავიგეთ, რო ჩემზე ბლედნალიცი ხარ. აღარ უნდა გაათავო მაგაზე?

გურამა – ის თუ იცი შენ, მგელმა რატომ ვერ შეჭამა. იმ დღეს მიყვებოდა – იმას რა მაჭმევდა, რო დევინახე, გულს შემომეყარა, ოტელო მეგონა, მერე ვუპი გოლდბერგიო.

რუბიკა – ეგ რომელი ოტელო, ბანდარჩიკის თუ ნასტაიაშჩი? გეყოს რა, ბოლო–ბოლო, მუდამდღე შაყირობა. არა ჯობია უსმინო და ცოდნა აგროვო?

კსტაწი, ეგ სკაზკის ავტორი იცი ვინ არი? შარლ აზნავური.

გურამა – შარლ აზნაური კი არა, შარლ პერო იქნება.

რუბიკა – იი! პერო პროსტა ხელში ეჭირა. მა რაღაცით ხომ უნდა სწეროს.

გურამა – კი, გამიგია თქვენი ანდაზა: თუ არა გაქვს ხელში პერო, როგორ სკაზკა უნდა წერო.

რუბიკა – აი, ბარეევ. თან ნახე, რა ძველი ნათქვამია. პეროთი ხალხი იცი ჯერ კიდევ როდისა სწერამდა? ეგრე კი არ არის, თქვენი ხატვრები რუსთაველის შაპკაზეც რომ სპეციალნა პერო მიახატეს, მითომ ნახე, ეგეც რა ძველია.

გურამა – აბა ახლა არ გამაფრენიო, თვარა…

რუბიკა – დაიცა, დაიცა! ერთხელ რო მეც ვიხუმრო, უფლება არა მაქს? ხუმრობა რა, ქართველების ექვსკლუზივნი საკუთრებაა?

ჰო, კიდეეე, კიდე ისაც ჩვენია, ხო იცი, რომელიც კალსონი…

გურამა – რას მეუნები, კალსონი ნიფხავი არ არი? ნიფხვის ზღაპარი აღარ გამიგია.

რუბიკა – რა ნიფხავი, ნააბაროტ, პრაპელერი. კრიშნაიტი რო იყო, კრიშის ბინადარი, ელი.

გურამა – ვინღა დარჩა. ანდერსენიც ჩაიჯიბეთ ბარემ და მთელი კომპლექტი გექნებათ.

რუბიკა – იი! ჩაჯიბე რა, ისედაც ჩვენი არ არი, რო? ეგეთი ბალთავოი ცხვირი ხო მარტო ჩვენიანი ექნებოდა.

გურამა – შენ თუ იცი, ბაბუაჩემი რო ბროლის გამოჩენილი ოსტატი იყო ქუთეისში.

რუბიკა – დაპუსტიმ. მერე?

გურამა – ჰოდა კონკიას ბროლის ქოშები მაგას გამოუთლია.

რუბიკა – აუუუ! ინჩ ბეიმურაზი მართა, ტო! რა, დასწრებაზე ხარ?!
არა, თქვენი სკაზკებიც განა ცუდია, მაგრამ ჩვენები უფრო აზრიანი კანეცი აქს. ნაპრიმერ:

ჭირი იქა, ლხინი აქა, ფქილიც აქა და ქატოც აქა!
აბა მა რატო ქატო იქა? წადი ღორზე აჭამე, ეგეც ვიჩინა გახდება, ელი…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: