RSS

რუბიკონი – ავიტამინოზი

06 May

გურამა – რუბიკ, რაცხა შენი ფერი არ მომწონს. ავიტამინოზი გჭირს ნამდვილად.

რუბიკა – უფრო ზუსტად – ცევიტამინოზი. ნახე რა ფერმოხდილი ვარ.

გურამა – ხოდა მაგას ეს წითელი ღვინო უშველის. საფერავია, დევის სისხლი.

რუბიკა – დიდზე დიდი მადლობაა, მაგრამ ხო იცი, რო სამსახურში არა ვსმევ. ან ჯეელობაში რო არაყი ვსვოდი, რა ხეირი, რო?

გურამა – რავა, წიხლი მიკარი სუფრას? შენც ახლა პოსტზე დგახარ და ლენინს ყარაულობ, ხო იცი. არიქა, ნორვეგას დაბრედილი ბასანოჟკები არავინ მოგპაროს.

რუბიკა – კაცო, ლენინი რა ჩემი პრაბლემა. ჩემი ლენინი კაკრაზ ნორვეგას ბასანოჟკია. დიდზე დიდი მადლობა ხო უჟე გითხარი და ამაზე დიდი რაღა გინდა?

გურამა – ამაზე დიდი ბებიაშენს უნდა, თუ კაია.

რუბიკა – ბებიაჩემს მადლობა არ აკლია, მუდამდღე კარობკა მარმალადი მაგისთვის ვყიდვილობ.

ვაბშეე, მე არცვინ არ მავიწყდება, ვისაც რო ჩემზე რამე ამაგი უქნია, ოღონდ რატომ ჩემი პატომსტვა იგივე არა ქნებს, რო საწყალი რუბიკა არც ვის ახსომს. მარტო ვისაც სესხვა უნდა…

ეეჰ, რო იცოდე ჩემი გულის დარდები.

გურამა – კაი ახლა, ნუ იპრუნცკები. ჩაარტყი ერთი–ორი ჭიქა და გაიქარვე დარდები.

რუბიკა – ხო, კაი, ერთი კრუჟკა დასხი, შენ ხო კაცი არ მიასვენებ.

გურამა – ჩემო რუბიკ, ისტორიული ბედუკუღმართობა ჩვენს წინაპარს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. მას არ ჰქონდა უფლება წამით შეყოვნებულიყო, რადგან დროს ჩამორჩენა დაღუპვას უქადდა. მთავარი კი იყო განუწყვეტელი, მუხლჩაუხრელი ძიება.

ზოგი ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, არ ამართლებდა და დავიწყებას ეძლეოდა, ზოგი კი ახალ თვისობრიობას უყრიდა საფუძველს.

ჩვენი, ქართული სუფრაც ხომ ერთი პოლიგონთაგანია ასეთი ძიებისა.
ამიტომ, ჩემო რუბიკ, ჩვენ, როგორც ამ ათასწლოვანი ტრადიციის მცველებს, ამ კოპწია სუფრის მადლი შეგვეწიოს და ორი ტკბილი სიტყვა ჩვენც შევაწიოთ ერთმანეთს.

რუბიკა – ვააჰ, რა ენა გაქს ტო. სუფთა ვალშებნი პალოჩკა, ელი. ერთი–ორი გააქნემ და ჩემი ტურტლიანი ტაბურეტკა ვდრუგ ვალშებნი სუფრა არ გახდა.

ეგეთი რამეები დაარქვი – მადლიანი, კოპწია და რამე, რო ვინუჟდენი ვარ შენა გჩუქო. აბა დღეიდან მაგაზე ტრაკი რაღა ნამუსით დავდო. აბა, გაუმარჯოს შენგან ნათქვამი ძვირფასი სიტყვები და ამბავში და გაგებაში, თავისებურად.

ვახ, რა ზაკუსკია. ერთი ჩემი ცოლი ვერ ისწავლა ეს ლობიანი პურები. სულ ტოლმაა – ქაბაბიი, ტოლმააა – ქაბაბიი…

გურამა – მოდი ახალა, ჩემო რუბიკ, ამ პატარა ჭიქით ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს, რომელსაც მე და შენ უყოყმანოთ შევსწირავთ თავს…

რუბიკა – იი! თუ შამშობლო ეგრე გიყვარს, რა თავის წირვება, ნააბაროტ, თავი კარგა უნდა შაინახო, რო ფული იშოვნო და ეგ შასწირო. შენთვინაც ეგა შჯობიან და შამშობლოსთვინაც ელი, თორე თუ ჩვენ თავი ვწირამთ, მერე ეგ ვისღას ეყვარება?

თუ ფული შესწირამ, კიდე იშოვნებ, თუ თავი შასწირამ, ვეღარც ფული იშოვნებ და ვეღარც ახალი თავი, გინდაც კუზანოვის პლემიანიკი იყავი, რადგანაც რო ეგ აკეთებს სილიკონოვი სისკა, ზადნიცა, დაჟე ჩლენი, მაგრამ აბა სად გინახნია სილიკონოვი თავი?

მერე წადი და მღერე – თავო ჩემო, ბედი არ გიწოვნია, ჩუნგა–ჩანგო ეშხით არ გიმღერნია.

გურამა – კაცო, სვამ თუ პატრული გამევიძახო აწი. ეეე, ბოლომდე! მასთეე.
რუბიკა – ავოეე! აჰა, ძმაო–ჯან, ბოლომდე. ვახ, რა ღვინოა, ჯიგრის მალამო. ისე, ჩვენი სუფრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თვითმყოფადობის შეცნობადობის კლებადობის ფონზე…

გურამა – აუუ! რავარი გაბრტყელება გცოდნია. შენგან კაი თამადა დადგება, ხო იცი.

ახლა კი ჩვენი კაცური ღირსების სადღეგრძელო შევსვათ, ჩემო რუბიკ, და ამ სადღეგრძელოზე ერთი ამბავი მინდა გავიხსენო.

როცა მონღოლთა მხარეს მებრძოლმა დემეტრე თავდადებულმა ქაიროს კედლებს შეაწყვიტა რჩეული ქართველი მხედრობა, მონღოლთა სარდალმა ჰკითხა თურმე – რათა ჰქენი ეგეთი სისულელე, წინ რად გაიჭერი, ხალხი არ დაგენანაო?

დემეტრემ უპასუხა – არა წესად გვაქვს ქართველთა ომში სხვისი ზურგის ცქერაო.

კარგ მთქმელს კარგი გამოგონი უნდაო, თქმულა. ეგ მონღოლი კიდე რაის გამგები იყო. მხრები აიჩეჩა თურმე და უთხრა – ჩვენი საქმე გაკეთდა, ქაირო აღებულია და ამიტომ მიპატიებია, თორემ მაგისთვის სიკვდილის ღირსი ხარო.

რუბიკა – იი! რა აზრიანი უთქვია, ტო. მითომ არა ჯობია, რო ქართველები იმ მანგოლის სადღეგრძელო ვლიოთ ხოლმე?

გურამა – რას ჩრუტუნობ, ჯერ ორი ჭიქა არ დაგილევია და დაკარქე ხო ტრაკის გასაღები. იქნებ შახ–აბასის და თემურ–ლენგის სადღეგრძელოებიც გვმართებს?

რუბიკა – რა არი რო? ეგ შახ–აბასი, რახანც რომ ბებიამისი ქართველი, აიღო და სულ ყველა ვაჟნი დოლჟნოსტები ქართველებზე მისცა, თანაც მაგხელა ტერიტორია მუქთად გჩუქათ, რომელიც ფერეიდანი. თქვენ კიდე მაინც ეგეთი უმადური.

ეგ რო ჩვენებისთვის მიეცა, ხო ყველა მაგისი ტრაკზე ვაკოცებდით.
თქვენ კიდე საქმე ეგრე გაუხადეთ, რო საწყალი პანოსით მოკდა.

გინდაც თემურ–ლენგი ნახე. სანდედან ეგ კაცი აქ მოვიდა, რამდენი ხარჯი ქნა, როცა გაგო, როგორ ქართველები მთელი დრო ქეიფობაზე და პახმელიაზე ფლანგამენ.

ეგ კიდე, თითონ იცი, თუ რა აპასნია. ამდენი გიჟი ვრაცი ერთად? აი, მამაჯან! ლუბოი თქვენი ქეიფი არის დიდი საშიშროვნება მთელი კაცობრიობის მასობრიობის… ეტაპობრიობის… თვისობრიობის… ამბავში და რამე…

აბა, ერთი სხვისი თვალიდან შენი თავი უყურე. დალემ – ატრაკამ, კიდე დალემ – კიდე ატრაკამ. თანაც, ყველა სვამს და ყველა ატრაკამს.

ჰოდა ეგ თემურაც მოვიდა, რო ვინაგრადნიკები აჩეხოს. იფიქრა, იქნებ ეს გიჟები სხვა რამეზე ხელი მოჰკიდონ, ან ტუფლი კერონ, ან აბრიკოსისგან ჩირი აკეთონ, ანაც სხვა რამე პალეზნი.

მაგრამ რა, ეგ წავიდა თუ არა, პირველ რიგში ეგრევე ახალი ვინაგრადნიკების კეთვა.

როგორც ჩვენი მგოსანი სედრაკ სარქისოვი იძახის – მარტო ვაზი გაქთ აჟურში, იხრჩობით მაგის ნაჟურში…

არა, ყველაფერი რო გეზარებათ, ეგ რატო არა?

გურამა – ოო, ეგ კარგი რამე გამახსენე. ჩვენი სიზარმაცე სიცოცხლის უდიდესი იარაღია.

მშრომელ ადამიანს გაკვალული ბილიკით სიარული უყვარს, ზარმაცი კი ერთთავად საქმის გაიოლების ძიებაშია.

აი, ეს გაიოლების პროცესია სწორედ პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჰოდა, ამ ჭიქით ზარმაც კაცს გაუმარჯოს, ჩემო რუბიკ.

რუბიკა – ავოოეეე! აბა, ცხოვრებაში ეგ ვიფიქრებდი, რო ზარმაცების სადღეგრძელო ვლევდი?

პივით მაინც იყოს, ჰალალად გამამივიდოდა. სლავა ბოგუ პაპიკა არ მხედამს, რაები ჩავდივარ, თორე ამ საპოჟნი ნოჟით ყელი გამამჭრიდა.

გურამა – მოდი, ჩემო რუბიკ, ახლა კი ის ხალხიც მოვიგონოთ, ასეთ დროს ქართველის მეტს რომ არავის გაახსენდება…

ასეთი კაცია ყარაჩოღელთა უკანასკნელი მოჰიკანი, კუტურიეობას ბეწვზე აცდენილი, მოდელიორ–დიზაინერი, ცნობილი ტუფლოლოგი და მოქალაქე რუბიკა, რომელიც, თავისი ცისმარე რუდუნებით ჩვენ, პრანჭია ქართველებს, სიამაყეს გვინარჩუნებს, რადგან მისგან შეკეთებული ტუფლი ახლადშეძენილზე უფრო ლამაზად გამოიყურება.

მაშ გაუმარჯოს ამ უპრეტენზიო ადამიანს, რომელიც თავის ციცქნა ჯიხურში, როგორც უქრობ კერიაში, ინახავს ჩვენი დიდი ქართული თავმოყვარეობის კვასკვასა ნაღვერდალს.

რუბიკა – მადლობელში ვარ, ჩემო გურამ ეგ ძვირფასი სიტყვებისთვინ, რომელიც რო ჩემ გულში მუდამ დარჩება. ნაღდი კაცი ხარ, რო ეგრე ამბობ. მე ყველასთან პირდაპირში ადამიანი ვარ და მაგიტომ ვინც რომ ჩემს უკნიდან რამე ცუდი გაუკეთებია, თვითონს უკან შეუვიდეს.

ხოლოთ თუ ეს ქალაქი ჩემი ამაგის ფასი გაგებს, ერთი ლექსი მაგაზეც მზადა მაქს:

მე არც არავის არ შევედრები და არც არავის შევევედრები,
ძეგლს თუ არ მიდგამთ, არც მედარდება, რა მჭირს ვიღაცის დასაყვედრები.
თუმცა, თუ მაინც დადგმას აპირებთ, ერთი პატარა თხოვნა მექნება,
ან ყვავის სკინტლის ფერი შეცვალეთ, ან სკინტლისფერი დადგით ძეგლები.

 
2 Comments

Posted by on May 6, 2009 in რუბიკონი

 

2 responses to “რუბიკონი – ავიტამინოზი

  1. ნინო

    May 10, 2009 at 1:02 pm

    მოკრძალებული აზრი – რუბიკა, პრანჭია ქართველებს სიამაყეს გვინარჩუნებს არა მხოლოდ იმით რომ “მისგან შეკეთებული ტუფლი ახლადშეძენილზე უფრო ლამაზად გამოიყურება” არამედ იმითაც, რომ თვით ჩვენ – “პრანჭია ქართველებს” არ გვიწევს ტუფლის შეკეთება

     
    • admin

      May 10, 2009 at 10:27 pm

      ეგეც, კი…

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: