RSS

რუბიკონი – ჩემი ტაჯ–ნახალი

05 May

გურამა – უუჰ, ჩემო რუბიკა, რო იცოდე წუხელი რა დრო გავატარე და რავარი ნასიამოვნები ვარ, შეიძლება შურმა დაგახრჩოს.

რუბიკა – ჯერ ერთი, რო შურა ეგ არ იკადრებს, ინტილიგენტნი ქალია… იიი! შენ საიდან ჩემი და შურას ამბავი გაგე? ნეუჟელი ჩემს უკნიდან შპიონობ ამხელა კაცი?

გურამა – მეიცა, მეიცა, ჩვენს რუბიკას ვინცხა ნაყვარება გონიაა! ის ფაშფაშა რუსის ქალი ხო არა, სემიჩკის ზეთს რო ყიდის ქუჩის ბოლოში? ჰაიტ! შე ციგანო! ღალატობ ხომ ურცხვად შენს ლუსიკას. არა, რა უნდა მომცე ისეთი, რო ამისთანა სიგლახე პირში დევიგუბო.

რუბიკა – ათი ბოთლი პივა…

გურამა – მოსულა!

რუბიკა – ხარაშო, მაგაში გავსწორდით, მაგრამ ერთი ეგ უთხარი, მე რატო შურა უნდა დამახრჩოს? ეგ საიდან იცის შენ ჯობია თუ მე? შენ რა, წუხელ მაგასთან იყავი?!

გურამა – აპა, ბიჭო, საქმე არ მაქ მეტი. მაგსისქე ქალთან რა გამარონიებს, ქალი დეილია?

გუშინ, მაგალითად, ისეთი კუკლა დავაბი, თეთრი, დიდრონთვალება. ცოტა გამიჯიუტდა, მარა მალე გავხედნე და მოვათვინიერე.

რუბიკა – დაიცა, დაიცა – დავაბი, დიდი თვალები, ჯიუტი, გავახედნე… იი! ოსლიკთან იყავი? მე კიდე მეგონა, რო ეგ საქმე მარტო მიხოები შვრებოდნენ…

გურამა – უი, უი, სულ გამოგათაყვანა ამ აცეტონის სუნში ჯდომამ. რაღაი შენ დადიხარ ძროხასთან, სხვაც შენფერი ხო არ გგონია. ისე, ვირს შენ უფრო არ გავხარ? შენც ქე გაქ დიდი შავი თვალწამწამი და მთელი დღე ამ ბუტკაში ხარ დამბული, თვარა, მე წუხელი გოგო მყავდააა, მაგნაირს შენ სიზმრათ ვერ ნახავ.

შხვართანა, ლურჯთვალა, ქერა, თან კაი გაზრდილი და ევროპულად დახვეწილი…

რუბიკა – ვაჰ! ეგ როგორიღაა – ევროპულად გახლეწილი? ეს ინჩ ბედნი დევუშკა, შტო ზა სადიზმ, მამაძალი. ეგ ჩემისები რო ცხოველების უფლებები იცვამენ, თუ რატომ ქალები მაგების ტყავები იცვამენ, რატომ თითონ ეგ გოგოები არ იცვამენ?

გურამა – ვაი, რავა ჩამორჩი ცხოვრებას, ჩემო რუბიკა. ვინ არ იცვამს, ქალი ისთე იყო დაზმანული, გახდა დაგენანებოდა, მარა რამდენი რამეს გააძრობდი, იმდონი – დანქეშონ, ბიტეშონიო – იძახოდა და მე რაღა დამაკავებდა…

დილას კიდო, გამომშვიდობებისას, იმდონი ცრემლი აღვარღვარა, რომე ერთი პირობა ეჭვიც შემეპარა – რუბიკას მოდგმის ხო არ არი–თქვა, მარა გერმანულს ისე სხლავდა, რავარც გიტლერი.

ბოლოს თითი მიიდვა ტუჩზე, მერე მე მომადვა ლოყაზე და ისეთი სახით მითხრა – ჰაუ ფიდერ ზეინ, მაინე კლაინე თაუბეო, რომე კიღამ სულიც გავატანე.

რუბიკა – არ გაატანე რო? მუკუზანოვი სუნად ყარხარ.

ისე, ეგეც კარგია, ჩვენი შობლიური ღვინო ეხლა რეკლამა სჭირდება.

გურამა – ისე, შენ თუ გქონია ფირმა ნაშებში საქმე?

რუბიკა – ეე, ჩემი ბედი კი რა უთხრამ. ერთხელა მქონდა და ეგაც მეყოფა.

გურამა – რატომ შე კაი კაცო, რით ვერ გასიამოვნა?

რუბიკა – რით მასიამოვნა რო?

ვობშემ, ეგრე იყო საქმე. ამ ათი წლის უკნიდან ჩემი ტრაიუროდნი ბიძასშვილი პარიჟიდან ლიჩნა ჩემზე ვიზა გაკეთა. ეგრე სწერამდა – ჩემო დაჩაგრებულო ძმაო! მთელი ცხოვრება რო მაგ ჟელეზნი ზანავესკის უკნიდან ზიოდი და ნაღდი ცხოვრება არც გინახნია, ცოდო ხარ, ცოტა ხანი ჩემთან აქ ჩამოდი, რო თავისუფალი ცხოვრების ერთი გლატოკი შენცა ყლურწოვო.

მეც ავიღე ბარგი–ბარხანი და მანდ წაველი.

ეგ აირაპორტში დამიხვდა და ეგრევე ეიფელოვი ბაშნაზე მიმათრემს, იძახის – მანდედან ყველაფერი მოსჩანსო.

მეთქი – მე აქ ხო თან საქმე უნდა ვკეთო, ელი, ტუფლის ვიტრინები ვნახო, თქვენი ინდპაშივნი ოპიტი ვიზიარო და რამე. ეიფელოვიდან კიდე როგორ ეგა ვნახამ. გამიშვი, ჯერ საქმე გავათავო, მერე გულაობაც მოვასწრებ.

გურამ–ჯაან, ორი დღე ტუფლის ვიტრინებზე ეგრე ვუცქერდი, როგორც ნიკულინი არაყზე. მაგ საღამოს კიდე პრაგულკაც ვქენი მესტნი ტყე როა, ბულიონსკი, და მანდ ორი მაგარი ნაშა ავიღე და სახში წავიღე.

ეგრე ვიჯექით, როგორც ნაღდი პარიჟსკი სასტავი – კანიაკ “ახტამარ”, სიგარეტ “არანბერდ”, კოფე, შიკალადნი ასორტი და რამე.

კაროჩე, ვზიოდი და ვფიქროდი – ახ, მამა–ჯან, ნეუჟელი ეხლა მე ჩემი ბუტკის გარეთა ვზივარ? თანაც, განა პროსტა გარეთ, არამედ ტრი ჩასა რაზნიცა… ვაააიი…

ეგ რო გამახსენდა, ეგეთი აშუშენია მქონდა, როგორც რო კასმანავტები მთვარეზე ზიოდნენ და მანდედან პუჭურა დედამიწა ხედამდნენ. აზრობ, რა მურტალია, როცა რო მანდედან ნი ტო შტო შენი ბუტკა, ვაბშეე შენი უბანი და დაჟე არარატიც არა ჩანს.

თანაც, ვაკრუგ ყველას რკინის ბატინკები ცვია, რომელიც სკაფანდრა, ელი. მე როგორ ეგენი უნდა ვაპაჩინკო, სვარშიკი ხო არა ვარ.

აი, ეგრე, ზიხარ დურაკივით. ვოზდუხი მანდ არ არი, სევანი მანდ არ არი, კლიენტი მანდ არ არი, დაჟე, უბორნია მანდ არ არი და მაგიტომ უკნიდან ვერც ვერაფერი ქნებ.

თანაც, თუ ჩემი ასკილოიანი შურა მანდ წავიღებ, სულ ოცი კილო იქნება, ერთი ინდიუკის წონა. როგორია? წვალობ, აგროვებ და ვდრუგ, ერთ პაეზდკაში, სრაზუ ოთხმოცი კილო ჩკა!

ეგ კიდე არაფერი. წარმაიდგინე, რო ჰავლაბრის ბაზარზე ასი კილო ასატრინა აიღე, კილო – პიტნაცატ დოლარ. მერე ეგ ტავარი მთვარეზე წაღე. იქ ტრანსპარტიროვკა, განბოჟება და რამე. ბოლოს აწონამ და მარტო ოცი კილო.

დანარჩენი ჩკა! ხო შეილება რო გული გასკდეს.

არა ძმაო, ეხლავე გავყოთ. მთვარე თქვენი, მიწაც კიდე ჩვენი.

გურამა – კაცო, შენ მთვარეზე იყავი თუ პარიზში?

რუბიკა – ვახ, ვინავატი ვარ. ჰოდა, მაგას ვიძახდი, რო აქეთ ნაშა, იქით ნაშა, შუაშიდანაც მე.

მეთქი, ანუ კა, დევოჩკი, რახანც რო აქ დემოკრატია, ვინც რა ურჩევნია, ეგა თქვას.

მაგაზე ბრუნეტკა იძახის – მე მიყვარს, როცა მითომ კაცი ვარ და შენ კიდე მითომ ქალი…

მეთქი – მე ეგ ნაუკა ვერ ვიცი, ცავატანემ. ო რევუარ, სელავი, თელავი და რამე.

ეხლა მეორე იძახის – მე ვარ კაცი, მაგრამ მითომ ქალი, და, თანაც, მინდა ქალი, როგორც კაცი, და მერე ნააბაროტ. კაროჩე, ეგ იყო პიდარასტოვი ლესბიანკა, ელი.

მეთქი, აღარ მინდა აქა. ისევ ჩემი რჟავი ჟელეზნი ზანავესკა მინდა, ჩემი პუჭურა ბუტკა, რომელიც რომ ჩემთვინ არის ვერსალიც და ტაჯ–ნახალიც.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: