RSS

რუბიკონი – შურიანი ქართველი პოეტები

05 May

გურამა – ნახე, რა საღამოა, რუბიკა. ახლა ტერენტი გრანელი რო ვიყო, რა ლექსს დავწერდი…

რუბიკა – იი! არა სჯობიან, იმაზე იფიქრო – რუბიკა რო ვიყო, რა მაკასინები შავკერამდი–თქო? კსტატი, ეგ ტერ–ტიგრან–ელი სადაური მგოსანია?

გურამა – როგორ, ეს ლექსი მაინც არ გაგიგია – შემოდგომის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

რუბიკა – ჩიტის საქმეც ეგ არი, რო ხიდან ხეზე ფრინოს. კაცის საქმე სხვაა. ისე, ჩემ პაპიკმაც ერთხელ ლექსი დასწერა, თანაც სტალინზე, მაგრამ შურიანი ქართველი პოეტები ეგრევე ციმბირი უჩალიჩეს.

გურამა – ე, ბიჭო, მამიყევი ეგ ლექსი, თუ გახსოვს.
რუბიკა – პაჟალსტა.

ზოგი დურაკი ეგრე ჰგონია, მზე რო ამოდის, მაგით თენდება,
ნა სამამ ძელე მაშინ თენდება, როცა რო კრემლში სტალინი დგება,
მაგაზე ადრე არავინ დგება, მაგაზე გვიან არავინ წვება,
ანათებს, როგორც მოშნი ლამპუჩკი და არასოდეს გადაიწვება,
დიდი ბელადის ბაჯაღლო გული ჩვენ სიყვარულში არის დამწვარი,
სულ ჩვენზე ფიქრობს, როგორც რო მამა, გინდა ამდგარი, გინდაც დამწვარი,
რაც რო მზე გახდა, სტროგი გრაფიკით, მთელი სოფლიოს თავზე ამოდის,
მაგიტომ ბევრი აღარ სცალიან, თბილისში ხშირად ვეღარ ჩამოდის,
გიტლერს და ჩერჩილს ერთად დაბრიდავს მაგის ჩიბუხის ერთი ნაფაზი,
რადგანაც სოსოს იქაც არ ვაკლებთ შობელი მიწის მადლის ზაპასი,
ხან ოჯალეში, ხანაც ბორჯომი, ჰამაც წყალტუბის აბაზანები,
მაგიტომ მაგის სტალნოი მკერდი ვერ ხვრეტამს ნემცის ზარბაზანები,
დღეს ყველამ ერთად უნდა ჩავშალოთ ჩათლახ გიტლერის ვრედნი გეგმები,
ლიჩნათ მე, დიდი ბელადისათვის უჟე შევკერე შევროს ჩექმები,
ჩვენ ფაშისტების არ გვეშინიან, ჩავშლით მაგათი პლანი დამპალი,
და შენც, გიტლერო, კარგად გახსომდეს, ვერვინ უკბინებს სოსოს შამბალი.

 

One response to “რუბიკონი – შურიანი ქართველი პოეტები

  1. ნინია

    May 13, 2009 at 1:47 pm

    გაზაფხულის საღამოა მშვიდი…

    მაგრამ ამაზე ხომ უკვე ვიკამათეთ:)

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: