RSS

რუბიკონი – შახ–გარდელი, ელი

05 May

გურამა – ისე, ბევრს კი ბაქიბუქობთ, მარა ფაქტია, რო ჭადრაკში ივარგეთ…
რუბიკა – კარგი რა, გურამჯან. რახან სომეხი მოიგო, მაგიტომ სპეციალნა ჭან–ტრაკი ეძახებთ, თორე თუ გამარჯვილი ქართველი იქნებოდა, რამე კაცური სახელი დარქვამდით, ნაპრიმერ – ბაქ–მაზი, ანდაც – ვახ–ტანგი.

გურამა – შე ჩურჩუტო, დაგავიწყდა, რო ჭადრაკში ჩვენ ქალებს ვერავინ ეტოლება?

რუბიკა – მერე მე რა, ატკაზი ვიძახი? მე მარტო სულ ეგ მიკვირს, რო ეგეთი უმნიცები თქვენსნაირ ბეზდელნიკებზე ცოლობა რატომ უნდათ?

გურამა – ნამდვილი ჩემპიონები ნონა და მაია არიან, ტიგრანას კიდე ცოტა გაუმართლა კიდეც, აბა ფიშერს შეხვედროდა…

რუბიკა – იი! შახმატი განა პინგ–პონგია, რო ერთი ერთზე. ეტა ჟე კალექტივნი ინტელექტ. დაგავიწყდა, რო პერერივზე ბატვინიკთან თითო ხოდის ვაზმოჟნი პრადალჟენიაზე რამდენი გროსმაისტერი ზიოდა.

ერთი ნახე, როგორია, როცა ერთი შენ ტიგრანა და ვაკრუგ ყველა ბატვინიკი და ბრანშტეინი – საპერნიკი, სუდია, კამისია, კამენტატორი, ადმინისტრატორი, გარდერობშიკი. ბუფეტჩიკი, ასვეტიტელი, გაზეტჩიკები, ჟურნალჩიკები, ტელეშნიკები, რადიოშნიკები…

გურამა – და პროპოშნიკები…

რუბიკა – ჰო, ეგენიც. და მაინც ეგ ერთი კაცი მოიგო!

რა აღარ უჩალიჩეს. ჯერ მაგისი შახმატნი სათი უფრო შუსტრად ტრიალებდა, ელი.

მერე, მაგის ფიგურებში სპეციალნა სვინეცი ჩაასხეს, რო მაგისი ხელი მალე დაეღალოს.

მერე, ღამე, ნომერში, უბორშიცა სპეციალნა მაგისი მაკასინები შეცვალა, ზუსტათ ეგრეთი, ოღონთ ერთი ნომრით პუჭურა, რო ტიგრანას მისლენნი კანცენტრაცია ფეხებზე წავიდეს.

მერე, კულისებში ერთი გრუდასტი ბლანდინკა იდგა, რომელიც რომ ოსტრი მამენტებში თავისი საროჩკა სხნიდა და ტიტველა სისკები ანახებდა.

მერე კიდე ისა… ჰო, ერთხელაც სრაზუ ორი პეშკა მოპარეს.

თან პასტაიანა ფაშისტივით სიტყვები უყვიროდნენ – ცუგცვანგ! გამბიტ! ცაიტნოტ! ენდშპილ! და კიდე ერთი ცუდი სიტყვა…

გურამა – მიტელშპილი?

რუბიკა – დაიცა, რა გაყვირებს. ჰო, ეგა.

ეგ კიდე, ხო იცი, ჩერეზჩურ მირნი კაცი იყო, ვეჩნათ ნიჩია და პატი ჩალიჩობდა, ჰამაც რაკიროვკა შვრებოდა, რო თავისი კაროლი კარგად დამალოს.

სუ იძახდა – რათ გინდათ ეს სპორობა, არა ჯობია ეგ მაყუთი პაპალამ გავყოთ?

ეგ ჟადნები კიდე მთელი მაყუთი თავისთვინ უნდოდათ.
ეგაც გაბრაზდა და მოიგო. ახი არ არი?

აი ეგეთი მაგარი იყო ჩვენი ტიგრანა. ერთი პრასტოი თბილისელი ბიჭთან მთელი სოფლიოს შახმატნი ზბორნი ეგრე წაგო, რო ვერც გაგო.

მაგ დროს კიდე ჩვენი უბანში მეორე გენიოსიც იყო, ალბერტიკა, მაგრამ ეგ სულ სხვა სტილი ჰქონდა. მაგან თქვა – სინამ ტიგრანა შახმატით ათი ათასი დოლარი მოიგებს და მანდედან მარტო ათი პრაცენტი დაუტოვენ, მე ოცი ათასი მოვიგებ, თან ორჯერ ნაკლებიც ვიწვალებ და თანაც სულ ჩემ ჯიბეში დავდებ.

და მაგაზე ბიჭებთან სპორი ქნა.
მერე რო არ დაეწყოთ – ესაო და ისაო, აი იქვე, ჩვენი თვალის წინიდან, შუსტრად ერთი პუჭურა კოვრიკი დახატა – ლუჟაიკაში ბატი ცურამდა, მაგის უკნიდან კიდე კამიშებში ტიგრი ზიოდა, ზედაც წარწრა – ტიგრ–ან ი ბატ–ვინიკ.

სინამ იქ შახმატნი ამბავი გათავდა, ალბერტიკა მაგ კოვრიკებით უჟე იმდენი მაყუთი იშოვნა, რამდენიც რო მთელი სოფლიოს შახმატისტები ვმესტე ვზიატი.

თან ბიჭებთანაც სპორი მოიგო, ხუთი თუმანი.

ეგეც ხო ფულია, მამაძალი…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: