RSS

რუბიკონი – პუშკინ დარტანიანი

05 May

გურამა – რუბიკ, სად ისწავლე მასე კარგად ეგ ხელობა? ერთ რამედ ღირს შენი ყურება, მაგ მახათს დარტანიანივით რო დაატრიალებ–ხვამე.

რუბიკა – სადა და, ჩემ კლასლები რო შატალოზე მუშტაიდში გულაობდნენ და მამალო წუწნამდნენ, მე მაგ დროს ბუდკაში პაპიკასა ვხმარობდი.

გურამა – რასა შვრებოდიი!?

რუბიკა – რა გაყვირებს? მოხმარვა არ იცი? რასაც რო პაპიკა მითხრამდა, ყველაფერიც ვაკეთებდი – ტუფლები ვაქსი ვუსმემდი, ძაფი ვსანთლამდი, ჩექმი ვგოზამდი და რასაც გინდა რამე.

საღამოზეც შუსტრა სახში გავრბიოდი, რო ჩემი კაპილკა დროზე ვნახო.

ეგ კაპილკა ადრე მამიჩემისა იყო, მაგის ადრეც – პაპის მისისა. კუზნეცოვსკი ფაიანსოვი ჭურჭლი იყო, ზაგრამანიჩნი, შიგ ერთი ჩარექი მიდიოდა.

გურამა – ხოხ, მაი კაპილკა კი არა, განსხვავებული სასმისი ყოფილა…

რუბიკა – იი! შენ ხო თავში მოზგის მაგივრად მაჭარი გიდგას. თქვენ ერთმანეთზე უტვინო კი არა, უნდა თქვათ – უღვინო. ეხლა შენ მეზე ასწავლი, როგორ მაგას ჩემი ოჯახი ხმარობდა?

მე მაგაზე ეგეთი ბაიათი დავწერე, რო უბნის მუზიკანტები პუშკინა მეძახდნენ.

გურამა – მერე, რატომ არ მიყევი მაგ საქმეს? ამ ყრალ ბუტკაში ჯდომას ეგ არ გერჩივნა?

რუბიკა – იი! ეგ ბავშობაში იყო, თორე ლექსის წერვა რა ვზროსლი კაცის საქმეა.

გურამა – უჰ! საწყალ პუშკინს რო დაცლოდა, ისიც ზაბოჟნიკი უნდა გამხდარიყო?

რუბიკა – ან გახდებოდა, ან არა. ყველას კი არ აქს ამ საქმის ტალანტი.

გურამა – აბა შენ გქონდა პოეტური ტალანტი? მომიყევი ერთი ის შენი ბაითი.

რუბიკა – ეე! ბაითი არა, ხატა. ეგ ბაიათი იყო, სიმღერნი ლექსი, ელი. ეხლა გითხრამ, ოღონთ შენც ჩემი რადნიასავით ტირილი არ დაიწყო, თორე მეც კაცი ვარ, ვერ გაუძლებ.

გურამა – რაც შემიძლია, ვეცდები, მარა მეც კაცი ვარ. აბა შეუბერე.

რუბიკა – მამიჩემის ჰამბავი

ქართველი რო ჯერ კიდე დადის მამის უკნიდან,
მაგ ჰასაკში სომეხი ფული კეთავს დუქნიდან.
ჩემ პაპიკას კლასელებს როცა თავში უქრიდა,
ზოგი კლასში იჯდა და ბოლო ზარი უცდიდა,
ზოგი, მთელი უროკი, მომპასები წუწნიდა,
ზოგი შკოლნი ბუფეტში კატლეტები ქუქნიდა,
ზოგიც, უსაქმურობით, მარტო ტრაკი სუქნიდა,
მაშინ ნორჩი არტუშა პადოშს მახათს უყრიდა,
წინიდან და უკნიდან, წინიდან და უკნიდან,
გემოც გემრიელია ნაოფლარი ლუკმიდან,
პაპამისი მაგისთვინ დღეში აბაზს ჩუქნიდა,
ბაბო როზაც ჩუმ–ჩუმად კაპილკაში უყრიდა,
იმსებოდა კაპილკა, ნაირ–ნაირ სუნებით,
შაურებით, გროშებით, ჰამაც – უზალთუნებით,
ვდრუგ ლენინი მოვიდა, გამოცვალა ფულები,
კაპილკების პატრონებს გაუსკდინა გულებიიიიეეე!

იი! რა გაცინებს, ეს ხო ტირილნოი ბაიათია…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: