RSS

რუბიკონი – მასტერ ლავეს

05 May

გურამა – რუბიკ, ხოხ, ნახე რა ქალები მოდიან, ახლა მამცა იმდენი ფული, რო ერთათ დავხვიო ხელი და ვიგუნგრაო, სანამდი სიქა არ გამძვრება…

რუბიკა – რას ამბობ კაცო, შენ კიდე ჭკვა ვერ ისწავლე ჩემა მზემ. ამათზე ხო ფული იქით უნდა გაკეთო.

გურამა – აბა ბიჭო, შენ რო დაგინახავენ, შემოგიცვინდებიან ამ ბუტკაში და რიგს დაგიყენებენ – ეს რა ბანდერასი ნავხეთო…

რუბიკა – ეგ მერე ვნახოთ, ბანდერასი ჯობნებს, თუ რუბიკასი. გინდა კლასი გიჩვენო?

გურამა – კაი ბატონო, თუ შენი აჯობებს, შარშან რო თუმანი ვისესხე, იმას დაგიბრუნებ.

რუბიკა – ეიი! მადამ–ჯაან! ანტრე, ცავატანეემ!

უცხოელი ტურისტების ჯგუფი და თარჯიმანი – ოო, ღმერთო ჩემო! ნახეთ, რა ეგზოტიკაა! ფეხსაცმლის მინიატურული ფაბრიკა… მასში კი აღმოსავლური ზღაპრის ცოცხალი პერსონაჟი ზის და ჩვენთან კონტაქტში შემოსვლას ცდილობს.

რუბიკა – ოოო! თუ ეკზოტიკა ძებნებთ, კაკრაზ პა ადრესუ. აბა ჰკითხევი, ეგეთი ვასტოჩნი ტარსიკონოვი ქოშები უნახნიათ?

უცხოელი ტურისტების ჯგუფი და თარჯიმანი – ოო, ღმერთო ჩემო! ნახეთ, რა გულისამაჩუყებელი პრიმიტივიზმია, ამსტერდამში ასეთს ვერ შეიძენ. მოდი თითო წყვილი ვიყიდოთ.

რუბიკა – აი, თქვენი თავი ჩემ გენაცვალოს, ძვირფასო სტუმრებო. თუ ეგრე ჩემი ხელობა აფასებთ, ვაბშეე მეც თან წამიღეთ, ელი.

აი, ჩემო გურამ, როგორ უნდა ფულის კეთვა. ჩემი თუმანი შენზეა, ხო იცი!
(ღიღინებს ბაიათის მოტივზე)

კრუიზით რო კრუგს დავარტყამ რომებსა და ამსტერდაააიაიაიაამეებს,
მერე ნახე, ჩემო გურააამ, რასაც ვუზამ ამ შტერ დააააამეებს,
ჯერ მაგენეეებს გავაგიჟეეეეებ, მერე მაგათ განგსტერ მაამეებს,
ეგეთ ტუფლებს შევუკერამ, იძახოდნეეეეეეენ – მასტეეეერ ლააავეეეს.

ისე, ეს ტურისტები რა სტრანნი ხალხია, საიდან თავს აქ არ ამოყოფენ ხოლმე. სულ აქეთ–იქეთ დაწანწალებენ როგორც ტურებივით და ალბათ ტურისტიც მაგიტომ ეძახიან.

იმ დღესაც ერთი უზკაგლაზიკი მოდის და იძახის – გამარჟობა ტიპლისი, მე იაპონსკი ტურისტი ვარ, მისუნე ტაკოში!

მეორეც ეგრე იკრიჭება, როგორც ზუბნოი პასტის რეკლამა, თან ვეჟლივათ თავი მიკრამს და იძახის – მეც მაგისი ძმა ვარ, მაკოცე ტაკოში.

მეთქი – მთელი თქვენი სასტავი აქეთ მისუნე, შენ დურაკო! აბა, შუსტრად აქედან გააფსით, სინამ ჩემი ტაკო არ გინახნიათ, თქვე ლუპუსტაკებო, თქვენა!

რო ნახეს, რო ეგრე გავბრაზდი, პადხალიმსკი ულიბკა ქნეს და კიდე ერთი უზკაგლაზკი დაუძახეს, რომელიც მაგათი პერევოდჩიკი.

ეგ იძახის – გამარჟობა მასტერ–სან. მე ვარ ნასატო ვალასატი.

მეთქი – ვაჰ! სლავა ბოგუ! ძლივას ჩვენებური არა ვნახე, თან ნასატი, თანაც ვალასატი, ელი.

ეგაც – ტაკოში–სან იძახის, რო მაგას უნდა შენი კლეი მაგის ბუმაჟნიკში ჩადო. ხუთი დოლარი მაგ საქმეში იხდის…

მეთქი ავშენდი კაცი! ბუმაჟნიკში მაგის ჩადება რატომ უნდა? ზნაჩიტ რამე სპეციალნი რიტუალ აპლადატვარენია უნდა ქნას, რო მეტი ბარაქა ჰქონდეს.
თან ვფიქროვნებ, მე რა შვაში ვარ? ალბათ რამე ეგეთი კინო ნახა და იქ რო ტაინსტვენი ჟრეცი იყო, ჩემზე მგავდა.

ვეუნები – ცავატანემ, გინდა ყველას ბუმაჟნიკში კლეი ჩავდებ და აპტავოი სკიდკაც გავაკეთებ…

ნასატო ვალასატი – ყველა რატომ? მაგის ბუმაჟნიკზე იაზიჩოკი ასძვრა და კლეი უნდა, რო უკან მიაწებოს, ელი.

ვაახ, რა შანსი დავკარგე. ხუმრობ შენა – იაპონსკი გლავნი ჟრეც პლადაროდია!…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: