RSS

რუბიკონი – მაკასინის კაბლუკები

05 May

რუბიკა – გურამ–ჯან, მოდი მე დღეიდან რუბი ვიქნები, შენაც – გური.
აზრზე მოდი, პისატელი, იზდატელი და ჩიტატელი რა ეკანომია ქნებენ, ხაღალდი, კრასკა, დრო, ფული და რამე.

მაგაზე იტყვიან – ვზაიმნი ვიგოდნი პრიგოდნი ნავაგოდნი პაგოდნი უგოდნი და რამე.

გური – კაი, მარა, ცოტა ნაკლებს თუ ილაპარიკებ, მეტი ეკონომია არ იქნება?
რუბი – ვა! ეგ რა კარგი რამე უთხარი. ეგეთი ჭკუიანური რამე როცა მბობ, ეგრე მგონია, მითომ შენი პირში ჩემი ენა იდო… მაიცა, მაიცა ტო! რა რვოტა აგიტყდა, განა ეგეთი რა ვთქვი?…

ჰოდა, იმას ვიძახდი, რო ბაგრამიანი რო პერედავოი ტანკიდან თავი ამოყო, ნემცების საპრატივლენია ეგრევე ჩკა.

გური – ვითამ რაიო, მისი ცხვირის დანახვამ დააფრთხო თუ ტლოპანა თავის ლაპლაპმა მოსჭრა თვალი?

რუბი – იი! როგორ გეტყობა, რო ტანკი ახლოდან არ გინახნია. რა ლაპლაპი, ტო, ტანკისტოვი კასკის ქვემოდან როგორ თავი ილაპლაპამს.

როგორც იტყვიან – ტანკში კასკა თუ არ გხურამ, დაყრუვდები ჩემო გურამ…

გური – აპა, მისი ეშხით გაშტერდენ – დედავ რა ლამაზიაო?

რუბი – აი საღოლ! ჩვენი ვაენნი ისტორიკი, ტალეირან ბაგრამიანი იმენნა ეგ ვერსია იძახის, მაგრამ სხვა ვერსიაც არის.

იმისი გვარი ვერ ვიგონებ, აი, ნემცების პირველი კრასავიცა რო იყო, აი ისა, როგორც რუსული პურის ყუა…

გური – გარბუშკა? აა, გრეტა გარბო?

რუბი – არა, ეგ არა, დაიცა, იქნებ ისა, ორი კაცის სახელი რო ერთადა რქვოდა…

გური – მარლენ დიტრიხი?

რუბი – არც ეგა. აბა ისა, ბაკსიორივით რო რქვოდა…

გური – ჯო ფრეზერი?

რუბი – არა, ტო, რა დროს ფრეზეროვშიკი, აი ისა, თან რო ცეკვამდა…

გური – მოცეკვავე ბოქსიორი? კასიუს კლეი?

რუბი – რა კლეი, კუკლივით გოგო იყო…

გური – აბა როკი მარჩიანო? უი, მარიკა როკი?

რუბი – აი, შენ კი გაიხარე მზიან ქვეყანაში, თორე დღეს ხო მაგაზე ფიქრი მამკლამდა. ჰოდა, მაგას ვამბობდი, რო მარიკა როკი ბაგრამიანზე უთქვამს – ვინც მაგას აწყეინებს, საქმე ჩემთან ექნება. ასკაცა?!

მაგას კიდე ხო იცი, რა ვლიანიები ქონდა. ერთი ტიტველა ფეხი ანახებდა, გიტლერი ცუციკივით იყო, მეორე ანახებდა – ზედაც გერინგი.
ჰოდააა, ვაჰ! რა უნდა მეთქო?

გური – ე, ბიჭო, კარქს ყვებოდი რაცხას. იქნება გეიხსენო…

რუბი – ხარაშო, ეგეცა ვცდი. აჰა, ყველა ღილიც გავისხენი, მაგრამ მაინც ვერ ვიგონებ…

გური – კაცო, საროჩქის ღილები კი არა, თავში გეიხსენე თქვა.

რუბი – იი! თავში ღილებს რა უნდა? შენ ჩემზე მაგრადა ხარ, აი.

გური – მე ხსოვნას გეუბნები, გეიხსენე და დეინახსოვრე…

რუბი – ეე, ჩემი სკლეროზი არ მეყოფა, რო შენ კიდე ტვინი მიბნევ? აბა დეინახსოვრე რა ქართულია, უნდა თქვა დაიხსომე, ხოლო, თუ არ გახსოვს – გაიხსომე.

ჰოდა, მეც ვეღარ გავიხსომე, რა უნდა მეთქო…

გური – არიქა, არ დამღუპო, ჩემ ინტერესს რაღას ვჩივი, ისტორიას არ დოუკარქო ეგ ძვირფასი ამბავი.

რუბი – რა ძვირფასი, განა ჩემთითონ არ ვიცი, რო დურაკობას ვიძახდი, მაგრამ რა ვჰქნა ტო, მთელი ცხოვრება რო მარტო ვართანას მაკასინების კაბლუკებზე ვიფიქრო, ცოდო არა ვარ?

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: