RSS

რუბიკონი – თუ არა გყამს კარგი შუნი, ვინ დაიცვამს შენი ტუნი

05 May

შუნი ტუნში არ ვარგობდა, სანადიროდ მირბიობდა.
ჩვენებური პასლოვიცა

გურამა – რუბიკ, სახლში ხარ!

რუბიკა – ჰო, ჩემი ჯულბარსას საფლავი ვამზადებ,

გურამა – უი, საწყალი, მოკვტა?

რუბიკა – იი! რა დროს მაგის მოკვდაა, ჯერ სავსემ შჩენოკია.

გურამა – აბა საფლავი რად უნდა? უნდა მოკლა?

რუბიკა – ნააბაროტ, რო არ მოკდეს, მაგიტომ ვამზადებ სა–ფლავი, ძაღლის ფლავი ელი.

გურამა – ააა, სალაფავი?

რუბიკა – ჰო რა. ეგეთი ვკუსნია, რო შენც უარი არ ეტყვი.

გურამა – მოგცლია ერთი. აგრე შვილს არ გადავყოლივარ.

რუბიკა – იი! კაკრაზ ძაღლიც ეგრე გაზრდა სჭირდება, როგორც რო შვილი, თორე მერე ზარალია. თანაც, ძაღლი რა, შვილზე მაგარი არ არის? ერთი მაგისი პასპორტი ნახე, შიგ ჩემი სახელი–გვარი რო სწერია – ჯულბარს რუბენიჩ შაშლიკიან. თან შვილი წავა, გვარი გამაიცვალებს, ძაღლი კიდე ბოლომდე შენს უკნიდან იქნება.

გურამა – რას ბოდავ, სად შვილი, სად ძაღლი.

რუბიკა – სად ძაღლი და აქ ძაღლი. ჩემ კრავატთან სძინამს. იმ დღეს ზუბნოი ბოლი მქონდა და ჩემზე ორჯერ მეტი ეგა ყმუილებდა.

აი ჩემი შვილი კიდე, თათევიკა, კუიბიშევში ბაშკირზე გათხოვდა და პრაშჩაი–პრაპალა, ელი. არცა კითხებს – პაპიკ, კაკ პაჟივაეშ, ტუდა, სუდა და რამე.
მა ტელეფონი რაზე გამოაგონეს? რო ხანდახან მამაშენსაც რეკო, ელი.
წერილიც ვერა ვწერამ, ეგეთი მურტალი სახელი მაგისი ქვეყანა ჰქვია – ბაშყორტოსტყ… ვობშემ, როგორც არი.

გურამა – ეგრეა, ეგრე, ბაშყორტოსტანი. ისე, უგანდაში რო გათხოვილიყო, გერჩივნა?

რუბიკა – შენ იცინი და კანეშნა ჯობდა. მისამართიც იოლად დავწერამდი, ჩემი სიძეც რიჟა თათრის მაგივრად ჩემსავით სმუგლი ბიჭი მეყოლებოდა. თანაც ტყავი იაფად გამამიგზავნიდა და შენც კრაკადილის საპოჟკები მუქთად დაირტყამდი.

ეხლა კიდე იცინე და იარე ჩინური კრასოვკებით.
ვაბშეე, ვიცი ეგრე იმ ქვეყანას წავალ, რო თქვენი ვერაფერი გავაგებ.
ყველაფერი ეგრე უკუღმა ხედამთ, როგორც ძაძ სეროჟას ატელიეში რო ფოტო–კამერა.

ერთხელ კაცი ანახეს, გინესის რეკარდისთვის ერთი თვე უკნისკენ დადიოდა. არაბები ხო ბუკვები ვაბშეე უკუღმა სწერამენ, მაგრამ, აბა უთხარი – სად გაგონილა, რო კაცი უკუღმა ფიქროვნებდეს.

გურამა – ჰი! შენ კი იარე უკუღმა. რა ვთქვით შენი დასაწუნი?

რუბიკა – აი, თუნდაც რო იძახით – ავი ძაღლი არც თითონა შჭამს, არც სხვაზე აძლემს, მითომ ეგ ცუდია?

ერთი ეგეთი ძაღლი მაპოვნინა, რო ჩემი იმუშესტვას არც თითონა შჭამოს და არც სხვაზე ძლიოს. აზრობ? შენგან არაფერი მიდის, საქმეც თავის გზაზე მიდის.

ეგ ხო ვაბშეე ვეჩნი დვიგატელ, ელი! ტერ–პენტუმ–ძმობილე!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: