RSS

რუბიკონი – დედუქცია

05 May

ორი უცნობი მამაკაცი – ბატონო რუბიკ, ჩვენ გურამის ახლობლები ვართ და სწორედ მან გამოგვაგზავნა თქვენთან – ჩემი სახელით მიდით და უსათუოდ დაგეხმარებათო. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი შველა.

რუბიკა – ზნაჩიტ თქვენც ფული უნდა გსესხოთ?

ორი უცნობი მამაკაცი – რავა გეკადრებათ ჩემო ბატონო, ჩვენ მხოლოდ კლიენტისგან ვიღებთ ფულს, და არა კონსულტანტისგან.

რუბიკა – ვაჰ! ეგ კანსულტანტი ვიზე იძახით, მეზე?

ორი უცნობი მამაკაცი – დიახ, ჩემო ბატონო. ჩვენ კერძო დეტექტიური ბიუროს თანამშრომლები გახლავართ და თქვენი პროფესიული ალღოს დიდი იმედი გვაქვს.

რუბიკა – ალღოს, მალღოს, ჩიტმა გნახოს… დაიცა, დაიცა, რა? პრესტუპნიკი ტუფლია?

ორი უცნობი მამაკაცი – უფრო სწორად, მისი პატრონი, რადგან მან, გამოცდილმა ბოროტმოქმედმა, ადგილზე ფრიად მწირი სამხილი დატოვა. აი ეს ლანჩის ანაბეჭდი დანაშაულის ადგილზეა გადაღებული.

რუბიკა – აბა, ერთი ეგ კარტიჩკა აქეთ მაიტა და თან უთხარი, რა ჩაიდინა მაგ სუკინმა სინმა.

ორი უცნობი მამაკაცი – რა, და, ისარგებლა რა პატრონის შინ არყოფნით, მან დაუბრკოლებლად შეაღწია ბინაში და ხელს გააყოლა კორეული წარმოების ტელევიზორი თავის პულტიანად.

რუბიკა – აი, მამენტ! ს ვაშეგო პაზვალენია ცოტა რაზმიშლენია ვქნამ და… აჰაა! ჯიგრებო–ჯან, ყველაფერიც იასნია, როგორც რომ კამისარ მეგრე.

ორი უცნობი მამაკაცი – რას ბრძანებთ, ნუთუ ფეხსაცმლის ფასონი გამოიცანით?

რუბიკა – რა ფასონი, მანდ მთელი ამბავია, ელი. მაგ ტუფლის პატრონი საშუალო შესაძლოვნების კაცია, საკმაოდ ასაკოვი, ცოტა სპირტნოიც უყვარს, ნიზკაროსლია, ხუდაშჩავი, ლევშა და ინვალიდი.

ორი უცნობი მამაკაცი – ეს უბრალოდ შეუძლებელია! კი, მაგრამ საიდან ასეთი დასკვნები?

რუბიკა – იი! მაგას გასკვნები რად უნდა, უშნუროკო ტუფლია, შტიბლეტი.
ორი უცნობი მამაკაცი – დანარჩენი როგორღა გამოთვალეთ?

რუბიკა – იი! მამაძალი, მაგას რა უნდა. ჯერ ერთი, რო ეგეთი ვიკროიკის პადოშვა მარტო სავეტსკი არმიის აფიცრების შტიბლეტებსა ჰქონდა.

მეორეც ისა, რო უჟე რა ხანია ესესერი ჩკა. ზნაჩიტ ეგ ტუფლი ძველია. თანაც, ეგეთი ფასონის ტუფლი მარტო ვეტერანი ჩაიცვამს.

ეგ კიდე ნიშნამს, რო ასაკოვი კაცია, აფიცერსკი პენსიისგან საშუალო შესაძლოვნების.

სარაკავოი რაზმერი ნიზკაროსლი ხალხი ატარებს.

ატპეჩატკა რო გაზონში ძლივას ჩანს, ზნაჩიტ თანაც ხუდოი არის.

ეხლა უყურე, ეგ ქუსლი როგორ ცვეთამს. ზნაჩიტ ლევშა.

ეხლა უყურე, ფეხები როგორ განზე დგამს. ზნაჩიტ ნასვამია. საქმეზე კიდე ნასვამი რო მიდის, ზნაჩიტ, სლუჩაინა კი არ დალია, პასტაიანა ორასი გრამი ურტყამს.

ეხლა ნახე, ერთი კაცის ორი ფეხი როგორი რაზნი ატპეჩატკებია. ზნაჩიტ ინვალიდია.

ორი უცნობი მამაკაცი – დაუჯერებელია! ბატონო რუბიკ, თქვენ უნიჭიერესი მაძებარი ბრძანდებით!

რუბიკა – მაძებარი ეგ რომელია, იშჩეიკა? გურამა რო სანადიროდ ერთი დებილი ძაღლი ატარებს? აი მალადეეც! მალობის მაგიერია, რო ძაღლზე მადარებ ამხელა კაცი…

ორი უცნობი მამაკასი – რას ბრძანებთ, ჩვენს საქმეში მაგაზე საქებარი სიტყვა არც არსებობს. მაძებრობით თვით ნეტარხსენებული ერკუილ პუაროც კი ამაყობდა.

რუბიკა – იი! ინჩ კუილ? რა კუარო? რასა მაყობდა?

ორი უცნობი მამაკაცი – ერკუილი, პუარო, გამოჩენილი დეტექტივი. ფილმი თუ გახსოვთ, “აღმოსავლეთის ექსპრესი”, აი მანდ რომ პატარა შავი კაცია, ეგ არის პუარო…

რუბიკა – უსიკებით? როგორ არ მახსომს. ერთი შამხედეთ, როგორ ჩემზე მგამს. ჰოო, თუ კუარო მაგასა ამაყობდა, ეგ სულ სხვა საქმეა. ზნაჩიტ, პრადალჟაემ.

ეგ კაცი ჭრელი აბანოს კლიენტია, ისქანდერასთან ქისა იკეთებს, პლეჩოზეც დიდი ნაკოლკა – ნაპალეონი, ზედაც წარწრა “ტუტანხამონ”.

ორი უცნობი მამაკაცი – კი, მაგრამ დედუქციასაც საზღვარი აქვს. ლანჩის ანაბეჭდით მექისის სახელი და სვირინგი როგორღა გამოთვალეთ?

რუბიკა – ზაპრასტა, ომის ინვალიდები სულ მანდ დადიან, ელი. ბალნოი ადგილებზე გოგირდის წყალი და მასაჟი არაფერი სჯობიან.

ეგეთი მასაჟის მასტერი მანდ სულ ორია, აიდინა და ისკანდერა. აიდინას უფრო პუხლინკები უყვარს, ზნაჩიტ ისკანდერა. ეგ კიდე, ნაპალეონის გიჟია.

რო გეტყვის – მოდი შენზე ნაპალეონის ნაკოლკა გავაკეთოთ – შენ ეტყვი – არა? მერე, მთელი შენი ბალნოი ადგილები ხო მაგის ხელშია.
ზნაჩიტ, ნაკოლკაც ეგ არის.

ორი უცნობი მამაკაცი – ახლა არ გვითხრა პროფესია და სახელიც ვიციო…

რუბიკა – რაღა დარჩა, რო? მგონი რომ ეგ ტილივიზორი არტავაზამ წაღო, მაგ ოჯახისგან გაგდებული სიძემ, რომელიც რომ სულ მაგას ფიქროვნებს, როგორ სიდედრზე სამაგიერო ქნას. მეორე სიძეც ეგა ქნამდა, მაგრამ მაგას გრიჟა აქს.

ატპეჩატკა კიდე არტუშა არაქელოვის ტუფლისგან არის, რომელიც ერთი ჩესნი ინკასატორი კაცი.

ეგ ტილივიზორი როგორ მაიპარამდა, როცა დაჟე ვეტერანსკი ლგოტებზე არ უჩალიჩნია.

ორი უცნობი მამაკაცი – ასე დარწმუნებული რატომ ხართ, რომ ანაბეჭდი მისია?

რუბიკა – იი! თუ მე არტუშას შტიბლეტზე ჩემი ნაბოიკა ვერა ვცნობ, ზნაჩიტ უჟე, კაკ მინიმუმ, ერთი კვირის კვდარი ვყოფილვარ, ელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: